AVTANDIL-მა მამაკაცის ხაზი გამოუშვა.
ავთანდილთან სიახლეა. განახლებულ კოლექციებს დაემატა მამაკაცის ხაზიც. ეს არ არის პირველი მცდელობა, რადგან ქართველმა დიზაინერმა ჯერ კიდევ 2010 წელს შექმნა სამოსი მამაკაცებისთვის . მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია მთლიანად გაიყიდა, ქართველი მამაკაცები ჯერ კიდევ მზად არ აღმოჩნდნენ ასეთი სამოსის ქუჩებში ტარებისთვის.
დღესდღეობით , ქართველი მამაკაცების გემოვნება შედარებით გასპორტულებული და გათანამედროვდა, ამიტომ ახალ კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა.

კოლექციაში თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი : ჟაკეტები, ქურთუკები, შარვლები, ჯისნები, პულოვერები და არა მარტო, ავთანდილის ახალ კოლექციაში რამდენიმე ფერითაა წარმოდგენილი.

სამოსი ძალიან კომფორტულია, წარმოუდგენელია მოირგო და თავი არ იგრძნო თავდაჯერებულად. როგორც ავთანდილის ქალი, მამაკაციც ამბიციური და თამამია. ეს სამოსი არ არის მოკრძალებული ადამიანისთვის.
ავთანდილთან ჩემს მიერ არჩეული სამოსი იდეალურად უხდება ზამთრის ცივ დღეებს. თბილი და მოდური სამოსი ნამდვილად გამოსავალია ნებისმიერ სუსხიან ამინდში.
სამოსი წარმოდგენილია ავთანდილის ფილიალებში.
სამოსი წარმოდგენილია ავთანდილის ფილიალებში.





Comments
Post a Comment