თბილისის მოდის კვირეული ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხნა.
უკვე მერამდენე სეზონია თბილისის მოდის კვირეული გახსნის დღეს ლეგენდარულ ქალებს უთმობს. "Style Icon" - ასე ქვია ღონისძიებას, რომელსაც თბილისის მოდის კვირეულის კრეატიული გუნდი "SOLO"-სთან ერთად ქართველ და ჩამოსულ სტუმრებს წარუდგენს. წლევანდელი "სტილის ხატი" ბელა მირიანაშვილია.
ბელა მირიანაშვილმა შექმნა წარუშლელი სახე ქართულ კინემატოგრაფში. მისი განუმეორებელი სტილი მუდამ ემახსოვრება ქართული მოდის ისტორიას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას "საქართველოს ფოსტამ" საშუალება მისცა სასიყვარულო წერილი სასურველ ადრესატთან გაეგზავნა.










Comments
Post a Comment