თაკო ჩხეიძის დროის მენეჯმენტი - ქალბატონი მრავალი რეგალიით.



ოდის სფერო ერთი შეხედვით ძალიან ლამაზია, თუმცა რამდენმა თქვენგანმა იცის თუ რამდენად დიდი შრომაა საჭირო ყველაფრის ორგანიზებაში ?
 ამ ადამიანს ბევრი რეგალია აქვს, მოდელი, ჟურნალის რედაქტორი, სამოდელო სააგენტოსა და თბილისის მოდის კვირეულის  დამფუძნებელი.
 მოდის სფეროში 14 წლიდან მოღვაწეობს. ყოველთვის კარგად იცოდა, რომ საქართველო იმ დიდი ტალანტების პატრონი იყო, რომლებსაც რეალიზება ჭირდებოდათ.



 - თაკო, რთულია შენი დღის წესი. ჟურნალის რედაქტორი, სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი, მოდის კვირეულის ორგანიზატორი. როგორ ანაწილებ დროს ?

 - დღეები დაყოფილი მაქვს. ერთი დღე ჟურნალისთვის, მეორე სააგენტოსთვის, მესამე კვირეულისთვის. შაბათ-კვირას სულ ბავშვებთან ვარ. ყველაზე დატვირთული , მაინც, მოდის კვირეულის პერიოდია. მთავარია, დროის სწორედ გადანაწილება და სწორი გუნდი. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ მე და ჩემი გუნდი პირველი დღიდან ერთად მოვდივართ. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ყველა ვემსახურებით საუკეთესო პროდუქტის შექმნას.




 - თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს, ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხნა. რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის მსოფლიო პრესისადმი ქართველი „
Style Icon”-ების წარდგენა ?

 - მეხუთე სეზონია, რაც თბილისის მოდის კვირეულს ეს დღე დავუმატეთ. პირველი იყო ნინო რამიშვილი, შემდეგ სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, ელენე ახვლედიანი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გულის ამაჩუყებელია, ბელა მირიანაშვილი და მისი ცხოვრები ისტორია.



 - თაკო, როგორ გაიხსნებდი ბელა მირიანაშვილის მოღვაწეობის დროს ?


 - სწორედ, გუშინ ვიხსენებდით . მაშინ თითქოს ყველაფერი სიკეთეს უკავშირდებოდა. ჩვენ ოდითგანვე გამორჩეული კულტურის მქონე ერი ვართ. თუნდაც, საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეულ ადგილას. მე პატარა ვიყავი, თუმცა ჩემი წინაპრებისგან ვიცოდი, რომ თბილისს „პატარა პარიზს“ ეძახდნენ. თავდაპირველად, ვერ ვხვდებოდი, მერე რომ გავიზარდე მიხვდი. ჯერ მხოლოდ ჩვენს ძველ ქუჩებში რამდენ სილამაზეს შეხვდებით. ჩვენი კინო, თეატრი, ოპერა, მუსიკა ყოველთვის გამოირჩეოდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი „
Style Icon”-ები გვყავდნენ. მაშინ, მზა ტანსაცმელი არ იყო. იკერავდნენ და თითქმის ყველა ინდივიდუალური იყო.




 შეგახსენებთ, რომ თბილისის მოდის კვირეული 21 ოქტომრის ჩათვლით ღვინის ქარხანა N1-ში გაიმართება. 19 ოქტომბერს, ჩვენ უკვე ვიხილეთ ლაშა ჯოხაძის, Miro-ს და Ethere Accessories-ს ჩვენებები და პრეზენტაციები.

Comments