რატომ შეცვალა ლაშა ჯოხაძემ ფერთა პალიტრა ?
- როგორც ვხედავ, ამ კოლექციაში ფერთა პალიტრა შეცვლილია. რა იყო შენი ინსპირაცია ?
- თბილისის მოდის კვირეულზე წელს მთავარი თემა ეკოლოგიური პრობლემები იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ კოლექცია შავი გაგვეკთებინა. წარმოდგენაც ამ საკითხს გამოეხმაურა. სხვათაშორის, იყო რამდენიმე ძველი კოსტიუმიც წარმოდგენილი, ვინაიდან შავი ფერი მოგვიანებით გადავწყიტეთ.
- რამდენად მოგწონს „ეკო-მოდის“ ტენდენცია ?
- მომწონს და ვემხრობი. რეალურად მსოფლიო კატასტროფის წინაშეა. მივასალმები ასევე მოსაწვევების პრინტის, ელექტრონულით ჩანაცვლების იდეასაც. ეს პრობლემა ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ.
- კონკრეტულად ამ კოლექციაში რა ნაჭრები გქონდა გამოყენებული და სამომავლოდ, თუ აპირებ , რომ გახდე „ეკო-მოდის“ მიმდევარი ანუ გმაოიყენო ეკოლოგიურად სუფთა ნაჭრები ?
- ჯერ-ჯერობით ამ ტიპის ნაჭრები არ გამომიყენებია. სამომავლოდ, რატომაც არა ?! უფრო მეტად ვიფიქრებ ამაზე.
- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის თბილისის მოდის კვირეული, როგორც ეკოლოგიის, ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების საშუალება ?
- ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დიზაინერისთვის. მე ვიცი იმ შრომის ფასი, რის ფასადაც იქმნება ეს ყველაფერი.
- თავად პროექტია ასეთი.ყველაზე „Happy”, ბრჭყვიალა და გლამურული. თავს არასდროს არ ვიზღუდავ. კონცეპტუალურად კარგად ვიცი თუ რა არის ეს პროექტი. თავისი მიმართულება აქვს ყველა კოსტიუმსა და ცეკვას.
მე კი შენ შეგახსენებთ, რომ თბილისის მოდის კვირეულის რიგით მეთვრამეტე სეზონი 21 ოქტომბერს ქეთი ჩხიკვაძის დაიხურება.







Comments
Post a Comment