Capo shoes - ლიდერთა ლიდერი.
მოვიდა გარდერობის გადახარისხების დროც. სიმართლე გითხრათ, ფეხსაცმლის შერჩევა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე, არა და ფეხსაცმლის სწორი არჩევანი მთელი ჩაცმულობის ეფექტურობასაც განსაზღვრავს ხოლმე. ძირითადად, სპორტულ ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ამ შემოდგომაზე კლასიკური ფეხსაცმლის მორგება გადავწყვიტე. საჭირო გახდა ისეთი ვარიანტის მოძებნა, რომელიც მოუხდებოდა , როგორც "თრენჩს" , ასევე კლასიკურ პიტჯაკსაც.
ერთი წლის წინ ქართველმა მოდელმა, გვანცა დარასელიამ და ფეხსაცმლის დიზაინერმა, დიმა კიტიამ ფალიაშვილის 47-ში, ახალი მაღაზია "Capo shoes" გახსნეს.
დიმა კიტია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ცხოვრობდა მოსკოვში და თვითნასწავლია. ამ საქმიანობას 7-8 წლის წინ მოკიდა ხელი. თბილისში სამი წლის წინ გადმოვიდა და ვინაიდან, გვანცას უკვე იცნობდა კოლაბორაციის იდეაც მალე გაჩნდა.
ბრენდის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, ამიტომ ამ მაღაზიაში ერთხელ მოხვედრილი მოდის მოყვარული, "Capo"-ს ხშირი სტუმარი ხდება. ამ ეტაპზე მაღაზიაში ყოველდღიური, პრაქტიკული ფეხსაცმელია წარმოდგენილი. მაღაზია მუშაობს შეკვეთებზე, როგორც დიმამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, არ არსებობს ფეხსაცმელი, რომელსაც ვერ დაამზადებდა.
ფეხსაცმელი თურქული ნაჭრითა და მატერიით იკერება . თავდაპირველად, მომხმარებლის სურვილით იხატება ფეხსაცმლის დიზაინი, შემდეგ კი ზომის აღების შემდეგ იქმნება ექსკლუზიური ქუსლი.


Comments
Post a Comment