David snow - ახალგაზრდა დიზაინერის ისტორია. როგორ გამოიყურება ლედი გაგასთვის შექმნილი სათვალეები ?

 

David Snow - ახლაგაზრდა დიზაინერია , ძალიან დიდი მომავლით. კრეატიული ხედვა, დროის ინტუიტიური ჭვრეტის უნარი და აქტუალური ნამუშევრები. - მას ყველასგან გამოარჩევს.



 მისი ბრენდის ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო :

- დაახლოებით, 2 წლის წინ შევქმენი გვერდი, სადაც თავდაპირველად, მაისურებს და წინდებს ვამზადებდი, ვაფორმებდი და ვხატავდი. ამ დროს აბიტურიენტი ვიყავი და დიდ დროს ვერც ვუთმობდი ამ საქმიანობას. როდესაც ჩავაბარე, შევქმენი აქსესუარებიც და უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. გაზაფხულზე კი დავიწყე სათვალეების დამზადება და სწორედ ამ პერიოდს ვთვლი "დევიდსნოუს" , როგორც ბრენდის, დასაწყისად.




როდესაც, მის შემოქმედებას პირველად გავეცანი, სათვალეების კრეატიული დიზაინის გარდა, მოვიხიბლე მისი ასაკითაც. თანატოლები ვართ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ David 19 წლის ბიჭის კვალობაზე საკმაოდ მარტივად მიისწრაფის საკუთარი მიზნისაკენ. თავად დიზაინერს ასაკი ხელს არ უშლის :




 - მთავარია შენი კოლექციით თქვა შენი სათქმელი. პირიქით, ის ფაქტი რომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ ზოგჯერ ხელსაც მიწყობს. უკვირთ და არ სჯერათ ხოლმე ამას რომ ვამბობ. 


 კოლექციის შექმნაში დიდ როლს თამაშობს დიზაინერის განწყობა. დევიდისთვის ინსპირაციის წყაროდ შესაძლებელია ნებისმიერი რამ იქცეს :



- ასე კონკრეტულად ინსპირაციას  არაფერი არ მაძლევს. ალბათ, უფრო ყველაფერი,რაც ჩემ გარშემოა. ფანტაზიის გაღრმავებაში ძალიან მეხმარება მოგზაურობა და ზოგადად რაღაც ახლის ნახვა და შეცნობა. თუმცა, არის ისეთი მომენტებიც, როცა შეიძლება უბრალოდ ვიჯდე, მომივიდეს იდეა, თუნდაც წარმოსახვით დავხატო ესკიზი და შემდეგ დავამზადო. 




ბაზარზე სათვალეების ასეთ მოთხოვნადობას მათი ინდივიდუარობა განაპირობებს :

- ჩემი სათვალეები განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული აქსესუარებისგან. რამოდენიმე ისეთი მოდელია, რომლის მიმსგავსებული ვარიანტიც კი არ არსებობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამდენ მსოფლიოს მასშტაბითაც. ზუსტად ეს მოწონს ხალხს, მეტად თავდაჯერებულებს ხდით.



დიზაინერი ერთი სათვალის აწყობას 10-15 წუთს ანდომებს და თვლის, რომ რთული არ არის პროდუქტის ქართულ ბაზარზე გამორჩევა :

- მთავარია არსებული ფსევდო სტანდარტებიდან გამოხვიდე და შექმნა საკუთარი სტილი.


 დიზაინერმა სათვალე ყველაზე ექსტრავაგანტული ლედი გაგასთვისაც დაამზადა. ამ ეტაპზე სათვალე მომღერლის სტილისტამდე არ მისულა. იმედს ვიტოვებ მალე არა ერთი ვარსკვლავზე ვიხილავთ "David snow"-ს.


მომავალში, როდესაც სამხატვრო აკადემიას დაამთავრებს და სრულფასოვანი დიზაინერი გახდება, ფიქრობს, რომ ყველასგან გამორჩეული და შეიძლება ზედმეტად არაორდინალური დიზაინერიც გახდეს.



დღეს მე "David snow"-ს სტანდარტული,ყავისფერი სათვალე მოვირგე.
რომელ სათვალეს აირჩევდით თქვენ ?






Comments