Geofashionlab - ქართული მოდის ლაბი. ინტერვიუ მაკა ხუციშვილთან.
- მაკა, როგორია შენი განვლილი გზა და როგორ გაჩნდა „Geofashionlab”-ის შექმნის იდეა?
- “Geofashionlab”-ის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. მქონდა ატელიე და ჩემი ბრენდი, მაგრამ მივხვდი, რომ მჭირდებოდა სიახლე, ამიტომ ატელიე დავკეტე და დავისახე ახალი მიზანი, რომელიც უამრავ სიახლეს მოითხოვდა, ვინმე ჩემთან ამ წინადადებით რომ მოსულიყო, აღფრთოვანებით შევეგებებოდი, იმდენად ვიყავი მოტივირებილი და იმხელა ენთუზიაზმი მქონდა, ვიცოდი, რომ არ გავჩერდებოდი.
- მიზანი ახსენე... როგორც ვიცი, ძალიან თავდაჯერებული და შრომისმოყვარე ადამიანი ხარ. რა გაძლევს მოტივაციას შენ საქმეში ?
- მთავარია მიზანი სწორედ დაისახო, დაშალო ქვემიზნებად და შეუდგე მისი პრაქტიკული განხორციელების გზების ძიებას , თუ მიზანი არ მაქვს შემიძლია, ძალიან მდორედ, რუტინულად ვიმუშაო. შეუპოვარი ხასიათი აუცილებელია, რადგან დანებებისთანავე ყველაფერი მთავრდება. ძალიან დიდი შრომა, დრო და ენერგიაა ამისთვის საჭირო. პრაქტიკული ქმედებების შედეგად დიდი გამოცდილება მივიღე.
- რამდენად შრომატევადია დღეს შენი საქმიანობა ?
- ჩემი საქმიანობა არ არის ისეთი მარტივი, როგორც შორიდან ჩანს. თავდაპირველად, ჩემით დავიწყე ყველაფრის გაკეთება. როცა იწყებ ინვესტიციით და სამუშაო ჯგუფით ბევრად იოლია სხვა შემთხვევაში ორმაგი შრომა გიწევს."მულტიტასკინგის" და დროის მენეჯმენტის თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობი ტერმინებია , თუმცა, გუნდის და საქმის დელიგირების გარეშე წინ ვერ წავალ, რაც უფრო იზრდები მით უფრო მეტი ცოდნა და მუშაობაა საჭირო.
- ამ ეტაპზე ვისგან შედგება შენი გუნდი ?
- ჩვენი გუნდები შედგება, როგორც დამწყები დიზაინერებისგან, ასევე მოდის კვირეულის მონაწილე დიზაინერეებისგან - Sesili , TAMANINI, SALOME IOSAVA, Tsite, Mariam Makharadze , Foms ,Fanduri , L.L.S.I და ბევრი სხვა დიზაინერი გვყავს, რომლებიც მუშაობენ, როგორც სამკაულებზე, ასევე სამოსზე.
კაბა და პერანგი : Cecile
ჩანთა : Janelidze bags.
-Mamy Bags აქვს გამოყენებული ეკო ძაფი ჩანთების კოლექციაში. ყველა ცხადია, ვერ აყვება ამ ტენდენციას, რადგან საქართველოში არ იწარმოება ნაჭერი. ჩვენი დიზაინერები ძირითადად პატარა კაპსულა კოლექციებს ქმნიან, მაგრამ ზოგიერთი მაინც ცდილობს, რომ პოლიესტერის ნაცვლად გამოიყენოს ნატურალური ნაჭერი.

პიტჯაკი TAMANINI By Tako Lekishvili
საყურე Katrin Handmade
- პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენთან კაპსულა კოლექციები იკერება და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რომ გამოიყურებოდეს განსხვავებულად.
კარდიგანი JaFara
კაბა W double
ჩანთა MAO
სათვალე David snow
ფეხსაცმელი Mariam Makharadze
- საშუალება გვეძლევა, რომ ტანისამოსი 170 ქვეყანაში ტრანსპორტირდეს.
კაბა Cecile
საყურე FOMS
- ეს იყო კოლაბორაცია მხატვარ ირაკლი ჩიქოვანთან. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფერთა კომბინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს შავი ფერი, ძირითად შემთხვევაში ან შავს ან ფერად კოლექციას ვაკეთებ.
კარდიგანი L.L.S.I
საყურე FOMS
- მომავალში თუ აპირებ კოლექციის შექმნას ?
-
კი, ვაპირებ. უბრალოდ, მინდა, რომ პრემიუმ ხაზზე გადავიდე
და შევქმნა საბაზისო კაპსულა კოლექცია და შემდგომ
სხვა კაფსულა კოლექციები.
ფეცსაცმელი, პიტჯაკი, შარვალი Tsitse
ჩანთა MAO
- “Geofashionlab”-ში წარმოდგენილია 26 დიზაინერი, როგორც ტანსაცმლის , ასევე აქსესუარების განხრით. ჩვენთან კვირაში ერთხელ კონკრეტულ დღეს, დაანონსდება ფასდაკლება დიზაინერების კოლექციიდან ერთ ნივთზე. გვაქვს მიტანის სერვისიც. შეგვიძლია, პატარა ფოტო-მასალის გაგზავნაც, რათა მომხმარებელმა ადვილად გააკეთოს არჩევანი.
Tsitse
ქურთუკი FANDURI
ფეხსაცმელი Tsitse
ფეხსაცმელი Tsitse
ქურთუკი და კაბა GM Group Laboratory
ჩანთა Janelidze Bags
ფეხსაცმელი Belucci
ქურთუკი და შარვალი GM Group Laboratory
ჩანთა Jiano
ფეხსაცმელი Tsitse
ჩანთა Jiano
ფეხსაცმელი Tsitse
კაბა TAMANINI By Tako Lekishvili
ჩანთა Jiano
ფეხსაცმელი Belucci

















Comments
Post a Comment