Lanano - ვეფხისტყაოსნით ინსპირირებული ბრენდი.
“Lanano“ - სწორედ ასე ჰქვია ქართულ ბრენდს, რომელიც დებმა ლანა და ნანო ურიათმყოფელებმა ერთი წლის წინ დაარსეს და პირველი კოლექცია შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ინსპირაციით შექმნეს.
ახლა კი უფრო დეტალურად გიამობთ მათ შესახებ.
ნანო ურიათმყოფელი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამ არჩევანს მისთვის ხელი არ შეუშლია გამხდარიყო დიზაინერი. ბავშვობიდან ხატავდა. ამ ეტაპზე დებს კრეატიული ადამიანების მთელი გუნდი ჰყავთ გარშემო. მხატვრები, მქარგველები,კონსტრუქტორები, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ხელოვანთა ჯგუფი, რომლებიც ქართული მოდის ინდუსტრიაში ამ შემადგენლობით ერთი წლის წინ გამოჩდნენ.
ლანას, რაც შეეხება ის დიპლომატია და მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ გადაღებებზე ყოველთვის ჩამოდის, გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. თითქმის არასდროს კამათობენ. "ვეფხისტყაოსანი" ის თემა იყო, რაზეც ერთხმად შეთანხმდნენ და პირველმა ფოტოსესიამაც არ დააყოვნა. ქსოვილზე ხელით ნახატი ილუსტრაციები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით ნაქარგი პორტრეტები მათი პირველი კოლექციის ტანისამოსისთვის დამახასიათებელი შტრიხებია, სანამ "Lanano" ქვეყნის ფარგლებს გასცდება, რისი სურვილიც დიზაინერებს ნამდვილად აქვთ, მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ მათ განვლილ გზას :
- როგორ შეიქმნა „Lanano” ?
- “Lanano“ ჩემი დის, ლანას და ჩემი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ჩვენი სახელების მიქსი ერთად საინტერესო და მარტივად დასამახსოვრებელია, რაც ქმნის "Lanano"-ს. ვინაიდან, ჩემი და დღეს საქართველოში არ იმყოფება ჩვენი ბრენდის შესახებ მე გესაუბრებით.

ჩვენ მუდმივი
კომუნიკაცია გვაქვს და შესაბამისად, თუ რომელიმეს კრეატიული იდეა გვიჩნდება ერთმანეთს ვუზიარებთ და ვიწყებთ მუშაობას.
ასე იყო „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, იმდენად ძლიერი ნაწარმოებია ინსპირაციის უშრეტ წყაროს გაძლევს დიზაინერს, შესაბამიად ავირჩიეთ ჩვენი კოლექციის თემად. ჩვენ რთული გზა
ავირჩიეთ, რადგან გვინდოდა, რომ შეგვექმნა რაღაც განსხვავებული, საინტერესო და მრავალფეროვანი. გაყიდვებმა და ცნობადობამ, მედია საშუალებების ინტერესმა ცხადყო, რომ არჩევანი უალტერნატივო იყო და ბრენდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეს ნაწარმოებია მოდურ სამოსად აქცია. "ვეფხისტყაოსანი" მოდაშია!
- როგორია თქვენი სტილი და „ვეფხისტყაოსნის“
გარდა, რა გაძლევთ ინსპირაციას
მოდის სფეროში ?
- ჯერ კიდევ ახლები ვართ ამ სფეროში. სამყაროში, სადაც მუდმივ „action“-ში ხარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგივიდეს ძალიან მაგარი იდეა. ინსპირაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ - ადამიანი ,ისტორიული მოვლენა, ქალაქი -ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ნაწარმოები. გვინდოდა, რომ საზოგადოებას გაეცნო “ვეფხისტყაოსანი“ არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ სამოსიდანაც.
- „ვეფხისტყაოსანს“ თავი რომ გავანებოთ, რა არის თქვენი ხელწერა ? ის, რითაც ქუჩაში შეგვიძლია ბრენდის ცნობა ?
- ჩვენი ლოგო... ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენs სიმბოლოd უძველესი ქართული სასმისი, ყანწი გვექცია. სასმისი, რომელიც სათავეს ძვ. წ. აღრიცხვიდან იღებს და ისტორიულად ქართულია, მნიშვნელობით განსაკუთრებული და ღვინის ქვეყანაში ტრადიციული სასმისია. ერთი შეხედვით ქალბატონისათვის უჩვეულო, მეორეს მხრივ, კი განსხვავებული და მიმზიდველი. ჩვენ გვინდა, რომ ყანწი მოდის სფეროში ასოცირდებოდეს გემოვნებიან სამოსთან. "Lanano"-ს ასევე გამოარჩვევს წარწერა ლოგოტიპზე “Styled in Georgia”, ჩვენ აქაც პირველები ვართ და ექსკლუზივს თითოეულს დეტალში ვინარჩუნებთ
-რთულია მოდისა და ლიტერატურის სინთეზის შექმნა.თუ გაგიჭირდა მუშაობა და იყო თუ არა შენი ნაბიჯი კავშირში რისკთან ?- თავად ნაწარმოებია ისეთი ძვირფასი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, რათა არ მოხვდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში უარყოფითი კუთხით, თორემ კარგი და ჯანსაღი კრიტიკა ყველა დიზაინერისთვის საჭიროა. მე ყოველთვის ჯანსაღად ვიღებ კრიტიკას და ვითვალისწინებ ძალიან ბევრ რამეს.
- რა სახის კრიტიკა გახსენდება კონკრეტულად არ კოლექციის შესახებ ?- მახსენდება ერთი კომენტარი სოციალური ქსელიდან. დავით აღმაშენებლის პორტრეტით მოქარგულ ქურთუკთან დაკავშირებით,ვთვლი, რომ უნდა ატარო შენი ქვეყნის ისტორია, ეს სიტყვები ჩვენი ფოტოსესიის ლოზუნგად იქცა. ვფიქრობ, შესაძლებელია ყველაფერი აქციო საინტერესო საქმედ. შემოქმედებად და გმაოხატო პატივისცემა ისტორიის მიმართ. ვფიქრობ, რომ „ვეფხისტყაოსანით” სწორედ ეს მოხდა, თუმცა ეს ის არ არის , რაზეც შევჩერდებით.
- სამი სიტყვა, რომელიც აღწერს თქვენს ბრენდს ?- Style, Creative,Love.-
როგორ უნდა გახდე საქართველოში წარმატებული დიზაინერი ?- ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და არა მხოლოდ საქართველოში. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას თუ შევეხებით ბევრი ფიქრითა და ბევრი მოთმინებით ვაგრძელებთ საქმეს და მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. როდესაც, შენს პროფესიაში იხვეწები ამას ამჩნევ შენც და შენი მომხმარებელიც.
- ამჟამად თუ მუშაობთ კოლექციაზე ?- კი, ვმუშაობთ. ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ქსოვილები იტალიაში შევიძინეთ, სადაც უკვე შედგა მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხზე და ვგევმავთ, მომდევნო კოლექცია სწორედ იტალიური ხარისხით შემოგთავაზოთ. ბრენდის ცნობადობა ქსოვილშიც უნდა აისახებოდეს.
- იმედს ვიტოვებ, მოდის კვირეულზე გიხილავთ ...- მოდის კვირეული იმდენად პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო თემად ითვლება, რომ ამას ძალიან კარგი მომზადება სჭირდება. მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი ქართველი დიზაინერების, როცა მათ განვლილ გზას გაეცნობი ხვდები, რომ ბევრი წელი და შრომაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩვენ შემოვედით სამყაროში, სადაც სამყაროში, სადაც მუდმივი კრეატივი, ტენდენციის ცოდნა, ჩართულობაა საჭირო, იმისთვის, რომ თქვან : მე ვარ ქართველი დიზაინერი !
- დღეს რა გაცვია ?
- დღეს „Lanano“-ს შევუხამე აქსესუარები - „D&G”-ს ჩანთა და “Versace”-ს სათვალე. ფეხსაცმელი “Vivienne”-ა. თავს კარგად ვგრძნობ და ვინც მოირგებს თავადვე მიხვდება, რომ „Lanano“ ძალიან უხდება მსოფლიო ბრენდებს.
- სამომავლოდ რას აპირებთ ? - პირველი წლის გეგმა- ორი ფოტოსესია და სრული კოლექციის შექმნა შესრულებულია. ახალი, Spring\Summer 19 კოლექციას იტალიური ხარისხით შევქმნით და ახალ ფერებს შევთავაზებთ მომხმარებელს. “lanano”- კიდევ ერთ ექსკლუზივს გაგანდობთ : პირველად ქართული მოდის ისტორიაში შეიქმნება ბრენდირებული ქსოვილი სპეციალურად “Lanano”- სთვის, ეს ხმამაღალი განაცხადია, თუმცა სრულიად რეალური. გიგა, თქვენს მკითხველს კი ვეტყვით : თქვენ მალე გვიხილავთ მოდის კვირეულზე, იმიტომ, რომ ამისთვის ვშრომობთ. კრეატივი და განსხვავებულობა ჩვენი მთავარი ხაზია. შესაბამისად, ვქმნით ახალ ქართულ სახელს "Lanano" მოდის საოცარ ინდუსტრიაში.

Comments
Post a Comment