მოდა და კათოლიციზმი - შანელიდან "Met Gala"-მდე.
მოგვიანებით, უკვე 1980-იან წლებში პოსტ-მოდერნისტებმა დიზაინერებს დართეს რელიგიური სიმბოლიკის გამოყენების ნება - გიგანტური ჯვრები და სამკაულები ფერადი თვლებით დიზაინერთა საყვარელ აქსესუარებად იქცა.
1988 წელს “Vogue”-ს გარეკანზე კრისტიან ლაკრუას ჯვრით გაფორმბული ზედა და “Guess”-ის ჯინსების სინთეზმა სრულიად შეცვალა მსოფლიო მოდის თვალთახედვა მაღალსა და დაბალზე, ძვირადღირებულსა და იაფასიანზე.
90-იანებში კათოლიკური ეკლესიის
კვალი დაეტყო ჟან პოლ გოტიესა და ალექანდრ მაქქუინის შემოქმედებასაც. ალექსანდრმა გაბედა და კათოლიკურ ეკლესიაში
გამოყენებული რენესანსული ნამუშევრები პრინტის სახით ტანისამოსზე დაიტანა. ყველაფერი კი ჯანი ვერსაჩემ დააგვირგვინა, სწორედ ამ მოდის სახლს ეკუთვნის კათოლიკური სიმბოლიკის რეალიზაცია ტანისამოსის მეშვეობით თანამედროვე ცხოვრებაში.

2013 წელს დომენიკ დოლჩემ და სტეფანო გაბანამ შემოდგომა-ზამთრის მთლიანი კოლექცია სიცილიური ეკლესიის ოქროს მოზაიკების ინსპირაციით შექმნეს.
2017 წელს კრისტოფერ კეინმა ტანისამოსზე დაიტანა
პოლაროიდები წმ. ტერეზას სახელობის შოტლანდიური ტაძრიდან. ნამუშევრები თითქოს შუაზე
იყო დანაწევრებული, როგორც ახასიათებს კიდეც პოლაროიდებს.
თუმცა, რელიგია არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ
ცნობილი ბრენდების ჩვენებათა ლოკაციებშიც გვხვდება. მაგალითად, 2016 წელს ალექსანდრ
ვონგის ჩვენება ნიუ-იორკის წმ.ბართლომეს ტაძარში, ხოლო 2017 წელს “Gucci”-ს კრუიზის კოლექცია ვესტმინსტერის
სააბატოში გაიმართა. ეკლესიაში ერთ-ერთი ჩვენების
გამართვის იდეა ქართველ დიზაინერს, დავით კომახიძესაც ეკუთვნის, თუმცა კოლექცია არანაირ
კავშირში არ იყო რელიგიურ თემასთან.2018 წელს „Met Gala”-მ მთავარ თემად მოდა და კათოლიციზმი აირჩია. ღონისძიების ორგანიზატორები ვატიკანის პაპთან თანამშრომლობდნენ და საგამოფენო სივრცეში მისი კოსტიუმებიც წარმოადგინეს.
Photo @Nato Kobaladze
Style @Atelier.Marso

Comments
Post a Comment