“Nanita’s Handmade” - ბრენდი, რომელიც მოდას ხატავს.
მორიგმა ბრენდმა, რომელზეც დღეს მოგიყვებით ორიგინალური
აბსტრაქციებით მიიქცია ჩემი ყურადღება. რთულია, განსხვავდებოდე მოდის სფეროში და მითუმეტეს
ქართულ ბაზარზე, თუმცა ამ გოგოებმა ეს შეძლეს. თაკოსთან ინტერვიუ ჩავწერე და მინდა
გაგაცნოთ სამი დის ისტორია, რომლებიც მოდას „ხატავენ“.
ბრენდის შექმნის იდეა სამ დას ნატალიას, ნინოს და თაკოს მოუვიდათ, აქედანვე შეიქმნა კრეატიული სახელწოდება “Nanita’s Handmade”. ტექსტილის საღებავით შექმნილმა პირველმა ნამუშევარმა დებს ახალი ბრენდის შექმნისკენ უბიძგა და მალევე გაკეთდა ახალი პროექტიც #შენქმნი, რომელიც ონლაინ გაყიდვებზე მუშაობდა. ამ შემთხვევაში დამკვეთი თავად იყო იდეის შემოქმედიც.
პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა ნატალიას, ნინოსა და თაკოს წარმატება ხელნაკეთმა ქუდებმა მოუტანეს. პირველი ქუდი ყვითელი ფერითა და ქართული წარწერით „სიკეთე“ შეიქმნა, რასაც მოყვა „გაიღიმე“, „პოზიტივი“, „ჩაიფიქრე“ და ა.შ
შავ-თეთრი მაისურები მოგვიანებით გაჩნდა აბსტრაქციების
ინსპირაციით. ნამუშევრების ნაწილი თაკოს იდეაა, ზოგიერთი კი ცნობილი მხატვრების შემოქმედებიდანაც
დაისესხა. მაისურების ანალოგი თითქმის არ არსებობს, რადგან თოთოეული ნახატი სხვადასხვაგვარია.
ამ ეტაპისთვის მოდის სახლი უფრო მეტად ქუდებსა და სიახლეზე, ნაქსოვ ზედა-ქვედაზე მუშაობს.
ტანისამოსის შეძენა შეგიძლიათ იშხნელების ქ. ( ყოფილი ცაგერის ) N.4 და ბათუმში გორგილაძის 37-ში.
მე აი, ეს ულამაზესი მაისური ავირჩიე. რომელს აირჩევთ თქვენ ?
ბრენდის შექმნის იდეა სამ დას ნატალიას, ნინოს და თაკოს მოუვიდათ, აქედანვე შეიქმნა კრეატიული სახელწოდება “Nanita’s Handmade”. ტექსტილის საღებავით შექმნილმა პირველმა ნამუშევარმა დებს ახალი ბრენდის შექმნისკენ უბიძგა და მალევე გაკეთდა ახალი პროექტიც #შენქმნი, რომელიც ონლაინ გაყიდვებზე მუშაობდა. ამ შემთხვევაში დამკვეთი თავად იყო იდეის შემოქმედიც.
პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა ნატალიას, ნინოსა და თაკოს წარმატება ხელნაკეთმა ქუდებმა მოუტანეს. პირველი ქუდი ყვითელი ფერითა და ქართული წარწერით „სიკეთე“ შეიქმნა, რასაც მოყვა „გაიღიმე“, „პოზიტივი“, „ჩაიფიქრე“ და ა.შ
ამ ეტაპისთვის მოდის სახლი უფრო მეტად ქუდებსა და სიახლეზე, ნაქსოვ ზედა-ქვედაზე მუშაობს.
ტანისამოსის შეძენა შეგიძლიათ იშხნელების ქ. ( ყოფილი ცაგერის ) N.4 და ბათუმში გორგილაძის 37-ში.
მე აი, ეს ულამაზესი მაისური ავირჩიე. რომელს აირჩევთ თქვენ ?











Comments
Post a Comment