6 Must have ნივთი ანი დათუკიშვილისგან.
ანი დათუკიშვილი 25 წლის ქართველი დიზაინერია. სკოლა ინგლისში დაამთავრა და ჩააბარა Central Saint Martin-ში, სადაც ერთ წლიანი Foundation-ის კურსი გაიარა. შემდეგ არჩევანის წინაშე დადგა ან ლონდონში უნდა დარჩენილიყო, ან პარიზში უნდა გადასულიყო. საბოლოოდ, დიზაინერულმა ინტუციამ პარიზისკენ მიუთითა და ანიმ სწავლა დაიწყო ინსტიტო მარაგონში.
როდესაც თბილისში ჩამოვიდა, კოლაბორაცია ცნობილ ქართულ მოდის სახლთან გააკეთა და შექმნა კოლექცია Dalood X Ani Datukishvili. მალევე, საკუთარი მოდის სახლი გახსნა და მეოთხე სეზონია, რაც აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებზე. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჩვენება ანიმ სტამბულის მოდის კვირეულზეც გაიტანა. ანიმ სამოსი ისეთ ცნობილ "შოუ-რუმებშიც" წარმოადგინა, როგორებიცაა Pitti Uomo და Tomorrow. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო "ინსტიტუტო მარაგონისა" და "სუიტეს ინტერნაციონალის" მიერ ორგანიზებულ გამოფენაში "Generation talent event exhibition"-ში, რის შემდეგაც საქართველოში მარაგონის ელჩი გახდა.
ანის სამოსი მათთვისაა, ვისაც კლასიკური და სპორტული სტილის გამიქსვა უყვარს. გეომეტრიული სამოსი გამორჩეული ქსოვილებით იქმნება, ბოლო კოლექციაში ჭარბობს აბრეშუმის ორგანზა. დიზაინერი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნატურალური ქსოვილები გამოიყენოს. ამ ეტაპზე ანის "შოუ-რუმში" რამდენიმე კოლექციასთან ერთად ახალი სათვალეების ხაზი და ვერცხლის სამკაულები დაემატა.

Editor Choice
მაღალქუსლიანი ლაკის ფეხსაცმელი
გეომეტრიული საწვიმარი

Comments
Post a Comment