სოფია ჭყონია - ქართული მოდის ცოცხალი ლეგენდა.
სოფია ჭყონია , ქალბატონი, რომელსაც მოდის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი კარგად იცნობს. "MBFW Tbilisi"-ს ორგანიზატორის დამსახურებით ქართველმა დიზაინერმა, სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვეს . ინტუიტიური ჭვრეტის უნარი, კრიტიკული ხედვა, პროფესიონალიზმი და რაც მთვარია, გემოვნება, სოფიას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ქალად აყალიბებს.
სად შეიძლება მისი პოვნა ჩვენებების დროს?
სოფია ყოველთვის უკან , კულუარებიდან ადევნებს თვალყურს ჩვენებებს. არ მახსენდება ჩვენება, როცა სოფია წინა რიგში, საერთაშორისო სტუმრებს შორის დამჯდარიყო. ეს ხაზს უსვამს მის უბრალოებასა და პროფესიონალიზმს.
რთულია, მოდის სფეროში წარმატების მიღწევა, განსაკუთრებით იმ მასშტაბით, რასაც სოფიამ მიაღწია, ამიტომ პირველი რამაც მასთან ინტერვიუს დროს დამაინტერესა, ის იყო თუ რა აძლევს ინსპირაციას და რისგან იღებს სიამოვნებას მოდის კვირეულის განმავლობაში.
„- სიამოვნებას რისგან ვიღებ? სამზადისი პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. რაც შეეხება, ინსპირაციას, ალბათ ყველაფრიდან - მოგზაურობიდან და იმ ადამიანებისგან, ვისაც ვხედავ. ყველაფერი ეს აღძრავს სურვილს იმისა, რომ იგივე საქართველოშიც გავაკეთო.“
სოფია ჭყონიას სტილი მინამილიზმითა და მონოქრომული ფერებით გამოირჩევა. შავი, ნაცრისფერი, იშვიათად თეთრი. მკაცრი მასკულინური და დახვეწილი გამოკვეთილი ქალური სილუეტების სინთეზი, მის პიროვნებას გამორჩეულს ხდის.
- ჩემი გარდერობი ძალიან მარტივია. ჩაცმას დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. მაქვს კონკრეტული ბრენდები, რომლებიც მიყვარს და ვყიდულობ, ამიტომ გამოდის, რომ თითქმის ერთნაირი მაქვს ყველაფერი. უკვე მართლა უნიფორმასავით მაქვს.“
საინტერესოა, ასევე რამდენად შესაძლებელია სოფიას გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსის პოვნა.
კითხვაზე თუ ვინ არის სოფიას Style icon, ასე მიპასუხა :
- " ვიღაც მომწონს , ვიღაც არა, ვიღაცით აღფრთოვანებული ვარ. ალბათ, როგორც ქალები მომწონს მარლენ დიტრიხი და ოდრი ჰეპბერნი. თანამედროვეობაში ყველა ერთმანეთს ჰგავს. სოციალურმა ქსელებმა, გლობალიზაციამ, ცხოვრების ტემპმა მოდა აქცია მარკეტინგად. ყველა ყიდულობს კონკრეტულად იმ ბრენდს, რომელსაც მეტი PR და გაყიდვები აქვს.“
„თუ ადამიანი საკუთარ სტილს იპოვის, რომელიც არ იქნება დიდად გამორჩეული, მაგრამ იქნება ელეგანტური, სხვებს აღარ დაემგავსება.
წელს კვირეულის ფარგლებში "Benext" დაბრუნდა, საინტერესოა, ისიც თუ რამდენად კრიტიკულია სოფია დიზაინერების მიმართ.“
-„ დიზაინერების მიმართ ვარ ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი, რადგან თუ ამ პროფესიას ირჩევ უნდა იყო შრომისმოყვარე. დიზაინერად უნდა დაიბადო, ვერ გახდები“.
შეგახსენებთ, რომ თბილსის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეული დღეს, 5 ნოემბერს „Bessarion"-ის ჩვენებით დაიხურება.










Comments
Post a Comment