"დილა არტიზანში" - მარგო ლუჩკოს შოკოლადის დიეტა.
ახალი რუბრიკის “დილა არტიზანში” პირველი სტუმარია მარგო ლუჩკო. უმშვენიერესი ტელე-რადიო წამყვანი ჰოლივუდის ღიმილით. დახვეწილი გემოვნება, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი და რაც მთავარია ბევრი პოზიტივი—ასე შემიძლია აღვწერო მისი პიროვნება .
აბაშიძის
10-ში,
შოკოლატერია
არტიზანში
მე
და
მარგომ
დავაგემოვნეთ
უგემრიელესი
შოკოლადები.
იცოდით,
რომ
შოკოლადი
განწყობაზე
მოქმედებს
და
“ბედნიერების
ჰორმონის”
გამომუშავებას
უწყობს
ხელს
? დიახ,
არ
მოგესმათ
სულ
მცირედი
შოკოლადი
და
თქვენი
წარმატებული,
პოზიტიური
დღე
გარანტირებულია.
როგორც
მარგომ
აღნიშნა,
შოკოლატერია
არტიზანი
მისთვის
“შოკოლადის
სამოთხეა
“. მე
და
მარგომ
ბევრი
ვისაუბრეთ
მოდაზე,
თავის
მოვლასა
და
ბედნიერებაზე.
- მარგო, რის მიხედვით აწყობ ტანსაცმლის ანსამბლს და დღევანდელი ინტერვიუსთვის ვისი სამოსი
მოირგე
?
- პირველრიგში გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს მოდა. ძალიან პრანჭია ვარ და როცა ცუდ ხასიათზე ვარ, უფრო კარგად გამოვიყურები, ვიდრე ყოველდღიურად.
დღეს
მუქ
ფერებში
ვარ,
მაგრამ
ქართველი
დიზაინერების
სამოსი
მოვირგე.
მაისური
არის
“AKA NANITA” და შარვალი “Anuka Keburia”, ქართულ ბრენდებს შევუხამე “Timberland”-ის ფეხსაცმელი.
მე
ძალიან
მიყვარს
საქართველო,
შეიძლება
ითქვას
ბევრ
ქართველზე
მეტადაც.
აქ
დავიბადე
და
გავიზარდე.
ძალიან
ბევრი
ნიჭიერი
ადამიანია
ჩემ
გარშემო.
ქართველი
დიზაინერები
ძალიან
განვითარებულები
არიან.
დემნა
გვასალია,
მისი
სამოსი
და
სათვალეები.
- რამდენად ხშირად ესწრები მოდის კვიურელებს და წელს რომელი დიზაინერის სამოსი მოირგე?
- მოდის კვირეულებს აქტიურად ვესწრები. ყოველთვის შეიძლება ახალი დიზაინერის აღმოჩენა. მიყვარს მეგობრებთან შეხვედრა და რა თქმა უნდა, გაპრანჭვა. ყოველთვის მიხარია, როცა კარგად გამოვიყურებით მეც და ჩემი მეგობრებიც.
წელს
მოდის
კვირეულზე
დიანა
ქვარიანის
სამოსი
მოვირგე.
ასევე,
ძალიან
მომწონს
“AVTANDIL” და წელს მისი წითელი კომბინიზონიც მეცვა.
- მარგო, როგორ იწყება შენი დილა ? ყავა თუ ჩაი ?
- ყავა. მიყვარს, როცა დილით მაღვიძებს ჩემი შეყვარებული, შვილი ან დედაჩემი
და
მკოცნიან.
ასეთ
შემთხვევაში
ვამბობ,
რომ
დილა
შედგა.
შემდეგ,
ერთ
ჭიქა
წყალს
ვსვავ.
ჩინელები,
მაგალითად,
არ
სვავენ
ცივ
წყალს,
რათა
ორგანიზმმა
გაიღვიძოს.
მეც
ოთახის
ტემპერატურის
წყალს
ვსვავ.
- რამდენად ხშირად ვარჯიშობ ?
- როგორც ხედავ , ძალიან გამხდარი ვარ. თუმცა, ამ ბოლო დროს ფორმები შემეცვალა. ახლახანს დავიწყე ვარჯიში, რათა უფრო თავდაჯერებული და აქტიური
ვიყო.
სულაც
არ
არის
აუცილებელი
დარბაზში
ვარჯიში.
სახლშიც
მშვენივრად
ვვარჯიშობ.
ძალიან
მიყვარს
სირბილი,
თუმცა
ახლა
ვერ
დავრბივარ,
რადგან
ძალიან
ცივა.
- ვიცი, რომ დიეტაზე ხარ. შეგიძლია, გაუმხილო ჩემს მკითხველს ?
- იმდენად ბევრჯერ ვიყავი დიეტაზე, რომ ჩემი ორგანიზმისთვის იდეალური დიეტა დავწერე. ჩემს მეგობრებს გავუზიარე და იმუშავა. უნდა მიირთვათ დღეში ხუთჯერ : ხორცი, ბოსტნეული და ხილი.
თუმცა, მინდა მოგიყვეთ შოკოლადის დიეტაზე : სამი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ შავი ჩაი და შავი შოკოლადი. მკაცრი დიეტაა, მაგრამ ეფექტური. გურმანი ვარ და მიყვარს ჭამა, თუმცა მივირთმევ ზომიერად. დიდი ხნის განმავლობაში დიეტას ვერ ვინარჩუნებ, მაქსიმუმ ორი კვირა და ფორმაში ვარ.
თუმცა, მინდა მოგიყვეთ შოკოლადის დიეტაზე : სამი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ შავი ჩაი და შავი შოკოლადი. მკაცრი დიეტაა, მაგრამ ეფექტური. გურმანი ვარ და მიყვარს ჭამა, თუმცა მივირთმევ ზომიერად. დიდი ხნის განმავლობაში დიეტას ვერ ვინარჩუნებ, მაქსიმუმ ორი კვირა და ფორმაში ვარ.
- მარგო, ბოლო კითხვას დაგისვამ . კითხვა, რომელიც მუდამ აქტუალურია და საბოლოო პასუხამდე
ვერც
ერთი
მანდილოსანი
ვერ
მივიდა.
რა
სურთ
ქალებს
?
- მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალს სურს, რომ იყოს ჰარმონიაში თავის თავთან და სამყაროსთან. შეხედეთ თქვენს
ცხოვრებას.
პირველრიგში
დავიწყოთ
იქიდან
, რომ
ცოცხლები
ვართ.
ჯანმრთელები
ვართ,
გვერდით
გვყავს
საყვარელი
ადამიანები.
თუ
არ
გყავთ
დედა,
მამა
ან
შვილი,
გარანტირებულად
გეყოლებათ
ვინმე,
ვინც
ძალიან
გიყვართ,
იყავით
ამით
ბედნიერი.
სამყარო
მშვენიერია.
დღეს
არსებული
პრობლემა,
ხვალ
შეიძლება
არ
იყოს.
არ
დაგავიწყდეთ,
რომ
ცხოვრება
იმდენად
პატარაა,
რომ
უნდა
მოასწროთ
ბედნიერად
ცხოვრება.
„ათი ადამიანიდან ცხრას უყვარს შოკოლადი, მეათე ადამიანი ყოველთვის იტყუება“ - ჯონ ტულიუსი
„შოკოლადი აიძულებს ყველას რომ გაიღიმოს, ბანკირსაც კი“. - ბენველ სტოკერი
„შოკოლადი - შოკოლადია, ყველაფერი დანარჩენი - მხოლოდ საჭმელია“ - პატრიკ სკინ კეტლინგი
„ რათ მინდა მე სამოთხე, თუ იქ არ არის შოკოლადი?“ - ჯეინ სიბრუკი
„ცხოვრება ჰგავს კანფეტების ყუთს - არასდროს იცი რას უნდა ელოდე მისგან“ - ფორესტ გამპი
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო ანა ნოზაძე Chelo Photo Art
"შოკოლატერია არტიზანი"ქ. თბილისი. ი.აბაშიძის 10.
ფოტო ანა ნოზაძე Chelo Photo Art
"შოკოლატერია არტიზანი"ქ. თბილისი. ი.აბაშიძის 10.


Comments
Post a Comment