"დილა არტიზანში" - სალომე ღვინიაშვილი საკუთარ კარიერაზე.

 ოგორც დაგპირდით, ტრადიციულად, კვირაში ერთხელ , შოკოლატერია "არტიზანიდან" საინტერესო სტუმართან ერთად შემოგიერთდებოდით. ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია, სალომე ღვიანიაშვილი, მოდელი, ტელე-წამყვანი და დიზაინერი. ამ ეტაპზე"Mango"-სა და "Moet&Chandon"-ის ინფლუანსერი.მე და სალომემ ბევრი ვისაუბრეთ მოდაზე, მის კარიერულ წინსვლასა და შოკოლადზე. აღმოჩნდა,  რომ მოდელი შეყვარებულია შოკოლადზე. შოკოლატერია "არტიზანში" თქვენ საშუალება გეძლევათ, რომ დააგემოვნოთ ჟოლოს უშაქრო შოკოლადი, რომელიც სალომეს ფავორიტი აღმოჩნდა. 



- სალომე, როგორ იწყება შენი დილა, გაქვს თუ არა რაიმე დილის რიტუალი ?

- რიტუალი არ მაქვს. როგორც ყველას, მეც ჩვეულებრივი დილა მაქვს. ვიღვიძებ, შხაპს ვიღებ, მივირთმევ ყავას და ვსაუზმობ.

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და მრავალი რეგალია გაქვს. როგორ ანაწილებ დროს?

- რთულია იყო ქალი. უნდა გამოიყურებოდე კარგად, უნდა იყო პოზიტიური, კარგი ცოლი, დედა, სამსახურშიც კარგი... საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის შენარჩუნება. როდესაც თავისუფალი ვარ, უფრო ვერ ვანაწილებ დროს. როდესაც დატვირთული ვარ ყველაფერს ვასწრებ. მეგობრებსაც ვნახულობ, ვერთობი და საქმესაც ვაკეთებ.


- გიყვარს სამზარეულოში ტრიალი ?

-
ხანდახან თავად ვამზადებ კერძებს, ისე კი დამხმარე ქალი მყავს. პროდუქტებს თავად ვარჩევ. უკვე ვიცი სად რა უნდა ვიყიდო. ყოველთვის მაქვს ხილი, ბოსტნეული, ყველი, ხორცი.

- სალომე მოდი, გავიხსენოთ შენი განვლილი წლები. თავდაპირველად, იყავი მოდელი, შემდეგ დიზაინერი .როგორ შეაფასებდი შენს განვლილ ნაბიჯებს ?

-
მაშინ, ცოტა რთული პერიოდი იყო. მოდის კვირეულები არ ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ბევრს ვმუშაობდით. სულ რამდენიმე ვიყავით. იყო ბევრი გადაღებები, პომპეზური ჩვენებები. მახსოვს, მაკა ასათიანი, ავთანდილი და თამუნა ინგოროყვა მართავდნენ ჩვენებებს. დღეს საზოგადოება უფრო მეტად მიცნობს, როგორც მოდელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემი კვალი დავტოვე, როგორც მოდელმა.
 დიზაინერობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან პატარა ბრენდია. დრო და განვითარება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იმდენი დრო არ მაქვს, რომ მთლიანად ბრენდს დავუთმო, მაგრამ ეს საქმე მომწონს.



- ერთ-ერთი სიახლე, რომელმაც საზოგადოების გაურკვევლობა გამოიწვია, იყო ის, რომ ამ კვირეულზე ვერ ვიხილეთ შენი კოლექცია. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი ?

-
გადავწვიტე, რომ ამ სეზონზე კოლექცია არ გამომეტანა. ვთვლი, რომ ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, უკან ვერაფერს ვიღებ. ვერ ვიტყვი, რომ მოდის კვირეული რაღაცის მომცემია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.

- ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის თანაწამყვანიც გახდი. რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა ?

- ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ ჩემს დათანხმებას. ცოტა მეშინოდა, რადგან არ არის ჩემი პროფესია.მიუხედავად ამისა, გამოცდილება მქონდა, როგორც გადაცემებიდან , ასევე კამერასთან მუშაობისაც, ამიტომ დავთანხმდი და დღეს ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა.


- სალომე, მაინტერესებს, როგორ უვლი თავს ?

-
გურმანი ვარ. ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი და სწორი კვება მიჭირდა, მაგრამ შევეჩვიე. ასევე, ხშირად ვვარჯიშობ. იყო პერიოდი, როცა ვარჯიშის გარეშე ვერ ვცხოვრობდი, თუმცა ზაფხულიდან არ მივარჯიშია. პლასტიკური ჩარევები სახეზე ჯერ-ჯერობით არ მაქვს.

- შენს გარდერობში როგორი სამოსი ჭარბობს ?

- ძირითადად, მაინც ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ. მიყვარს თავისუფალი სტილი და მირჩევნია ჯინსის, ქურთუკებისა და სვიტრების ყიდვა. მაქვს ქართველი დიზაინერების და ჩემი ბრენდის სამოსიც. ამ ეტაპზე "Mango"-ს ინფლუანცერი და ხშირად ვირგებ მათ სამოსსაც. რაც შეეხება ჩანთას, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ვცდილობ ხოლმე , რომ ბრენდი იყოს.


 "თუ პასუხი არის შოკოლადი, მაშინ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს".


"კაცები და შოკოლადი - ეს ორივე ქალური სისუსტეა, მაგრამ მე ყოველთვის შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო პირველს".



"სიყვარული და შოკოლადი - ორი რამ რაზეც უარის თქმა არ შეიძლება".



"ნამდვილი სიყვარული იწყება შოკოლადთან ერთად"




ტექსტი
 გიგა უჩუვატოვი

ფოტო ანა ნოზაძე Chelo Photo Art
"შოკოლატერია არტიზანი"ქ. თბილისი. ი.აბაშიძის 10.

Comments