Exclusive : ნინა ზარქუას ახალი ხაზი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
დიზაინერმა მიმდინარე სეზონის "MBFW Tbilisi"-ზე ფეხსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა.
ტრადიციულ ფეხსაცმელების სილუეტებს დენიმი შეემატა, რაც დიზაინერისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.
კოლექციის ინსპირაცია ნინას ყოველდღიურობაა.
- „ ჩემს კოლექციებში , ჩემს ეგოს და განწყობას გადმოვცემ. ტენდეციებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ვქმნი იმას, რაც მომწონს და მგონია,რომ ჩაცმადია. “ - აღნიშნა,ჩემთან საუბარში ნინამ.
Sparkle "Margo" bag with crystals from 19ss collection
ყველა ბაერი ერთხმად აღნიშნავს, რომ ნინას ინდივიდუალიზმი განსაკუთრებულს ხდის მის ბრენდს, რაც დიდი წარმატების დასტურია.
წელს კოლექციაში დაცული იყო 80-იანების თემატიკა. ტრადიციული ფერადი ფეხსაცმელების კოლექციაში შავი ჭარბობდა. გამოყენებული იყო ყვითელი დეტალებიც.
Nina's first Denim line.
- „ შავის მორგება ყველაზე რთულია. კოლექციაში ამ ფერის გააქტიურება ბაერის და მომხმარებლის სურვილმა გამოიწვია. რატომღაც შავი ქართველთან ასოცირდება, ამიტომ ხშირად კითხულობენ ამ ტონალობის ფეხსაცმელს. “
Zarqua's new ss19 collection's campaign by Giorgi Wazovski.
რაც შეეხება მატერიებს, კოლექციაში გამოყენებულია ლაქი, ტყავი, ასევე ჯინსის ქსოვილი.
ფეხსაცმელებში არ გამოიყენება არანაირი დერმატინი. კომფორტული სარჩული, რომლის ფასიც თითქმის ტყავის ფასს უდრის ზრუნავს თქვენი ფეხის კომფორტზე.
დიზაინერთან საუბარში შევნიშნე , რომ საკმაოდ განიცდიდა ქართველი მომხმარებლის განწყობას მაღალი ფასების მიმართ.
- „ჩემი ახალი ხაზი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. მე ეს ძალიან მახარებს. ამ ხაზზე ძალიან ბევრი ვიშრომე და მომხმარებელს მაღალ ხარისხს შევთავაზებ. ფასის დაცემა არ ნიშნავს ხარისხის დაცემასაც. “
ახალი ხაზი სულ მალე გაახარებს ქართველ მოდის მოყვარულებს.










Comments
Post a Comment