MOSCHINO [tv] H&M-ის ექსკლუზიური პრეზენტაცია
მაღაზიის შესასვლელთან , პოდიუმის შემდეგ, სტუმრებს ტელევიზორებით შექმნილი 90-იანების ინსტალაცია დახვდათ, სტუმრებმა ფერადი კოქტეილები დააგემოვნეს.
- კოლექცია გლამურისა და ჰიპ-ჰოპის კონცეფციის ნაზავით შეიქმნა და ქართველი მოდის მოყვარულების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. MOSCHINO-ს კრეატიული ხელმძღვანელის , დიზაინერ ჯერემი სკოტის მიერ H&M-სთვის შექმნილ კოლექციაში გაერთიანდა ფრაგმენტები დისნეის მულტფილმებიდან, ლაქის სექსუალური კლასიკური, ფორმები, ბრჭყვიალა ქსოვილები და რაღა თქმა უნდა, მოდის სახლის ლოგოები.
პირველი ქართველი მოდის მოყვარული, რომელმაც MOSCHINO [tv] H&M-ს სამოსი მოირგო, წვეულების სპეციალური სტუმარი, ცნობილი დიზაინერი და მოდის სახლ ANOUKI-ს დამფუძნებელი — ანუკი არეშიძე იყო: „MOSCHINO-სა და H&M-ის კოლაბორაცია ყველა იმ ემოციას აღგვიძრავს, რითაც ჯერემი სკოტის კოლექციებია ცნობილი — ყველაფერი საოცრად მხიარული, ფერადი და ორიგინალურია. ჩემი ფავორიტი ნივთები კოლექციის კატალოგის ნახვისთანავე შევარჩიე: მათგან საინტერესო აქსესუარებს გამოვარჩევდი, რომელთა ნაწილსაც სიამოვნებით გამოვიყენებდი ყოველდღიურად,“ — აღნიშნა ანუკიმ.
კოლექციის შეძენა 8 ნოემბერს, H&M-ის მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.








Comments
Post a Comment