2018 წლის თბილისის ყველაზე დასამახსოვრებელი მოდური მოვლენები.
დადგა დრო შევაჯამოთ წელი. 2018 წელი ქართველი დიზაინერებისა და მოდელებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში , იანვარში სუპერ მოდელმა ადრიანა ლიმამ „ჟივანშის“ ღონისძიებაზე ჯაბა დიასამიძის სამოსი მოირგო.
ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე მიყოლებით სამი ბრენდის Giorgi Armani prive, Ralph & Russo, Alexis mabielle , ჩვენებებზე გამოჩნდა.
თებერვალში ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე „Gucci“-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. ამავე თვეს, გავრცელდა ფოტოები, სადაც გიორგი ქებურია მილანის შოუ-რუმში ანა ვინტურს შეხვდა.
მარტში პამელა ანდერსონმა გიორგი ქებურიას სათვალეები მოირგო.
აპრილში ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას სამოსი მოირგო.
მაისში „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში გოშა რუბჩინსკისთან შეხვედრა გაიმართა.
ივნისში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Jessie J Werchter-ის ფესტივალზე ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი ტანსაცმლით გამოჩნდა.
ივლისში ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე ქართული თემატიკით ინსპირირებული კოლექცია წარმოადგინა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ჩვენებაზე ქართველი მოდელები მონაწილეობდნენ. ასევე ჩვენებაზე დაესწრნენ ქართველი თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ვალერი ჩეხერია და ა.შ
თათიამ მონაწილეობა მიიღო Laura Biagiotti-ს, Elisabetta Franchi-ის, Antonio Marras-ის, Genny-ს, Stella Jean-ის, Vivetta-ს, Luisa Spagnoli-ს და Maryling-ის ჩვენებებში.
ოქტომბერში გიორგი ქებურიამ სპეციალურად რიანასთვის სათვალე შექმნა, რომელიც ვარსკვლავმა სიხარულით მოირგო.
ნოემბერში იორდანიის დედოფალმა რანიამ „Materiel“-ის კაბა მოირგო.
და ბოლო მოვლენებიდან ისევ გიორგი ქებურია უნდა გამოვარჩიოთ , დეკემბერში ლინდსი ლოჰანმა „Paper magazine“-ის ყდაზე გიორგი ქებურიას სამოსი მოირგო.
როგორც ჩანს, 2018 წელს ქართულ მოდაში სამი სახელი დემნა გვასალია, თაკო ნაცვლიშვილი და გიორგი ქებურია ყველაზე მეტჯერ გაჟღერდა.

















Comments
Post a Comment