ანუკი არეშიძემ მაღაზიის გახსნიდან 5 წელი საზეიმოდ აღნიშნა.

 ბილისის პირველ ლედიდ წოდებული ანუკი არეშიძესთვის 5 დეკემბერი საზეიმო თარიღი აღმოჩნდა. მაღაზიის გახსინად გასული 5 წელი ანუკიმ მეგობრების და მომხმარებელთა გარემოცვაში აღნიშნა. ღონისძიება , სიმბოლურად ასევე საღამოს 5 საათზე დაიწყო.
 ერთი საათით ადრე ანუკიმ „ინსტაგრამ“ გვერეზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით : „I remember like yesterday when we opened ANOUKI store 5 years ago! And here we are today, celebrating those 5 years, full of fun, success and challenges. Everyone is welcome today to celebrate with us! 🥂“



როგორ ანუკიმ ჩემთან საუბარში აღნიშნა : „ ჩემი ბრენდის წარმატება, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ამ სახელის უკან უამრავი ადამიანის შრომაა. გადავწყვიტეთ, რომ 5 წელი ასე კეთილად აღგვენიშნა, რათა ჩვენი მოღვაწეობა სხვისთვისაც გასახარებელი აღმოჩენილოყო. დღევანდელი დღისთვის გავიმეორე ყველაზე მოთხოვნადი ტანსაცმელი სხვადასხვა კოლექციებიდან. ფეხსაცმელები და მაისურები.“ 



  ღონისძიებას საქველმოქმედო სახე ჰქონდა. შემოსული თანხა გადაერიცხა ჭიათურის მეთორმეტე სკოლას, სადაც უნარშეზღუდული და მზრუნველობას მოკლებული პატარები სწავლობენ. 
 ანუკი 9 დეკემბერს თავად ეწვია სკოლას და ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. 




 კითხვაზე თუ რა იყო დიზაინერის წარმატების ფორმულა, ანუკიმ მიპასუხა : „შრომა, შრომა და შრომა. არასდროს არ უნდა იფიქრო, რომ შენი წარმატება, შენი მაქსიმუმია. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყოველი აღმართის შემდეგ, არის დაღმართი. შენს თავს ყოველთვის ბევრი უნდა მოსთხოვო. მე არასდროს არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ. მე ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია, ამიტომ ყოველთვის უფრო მეტს ვთხოვ ჩემ თავს.“ 



 ანუკიმ , ასევე დროის განაწილებაზეც ისაუბრა : „ დროის განაწილება რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. მხოლოდ მე არ ვარ მრავალშვილიანი დედა, რომელსაც ბევრი აქტივობა უწევს ცხოვრებაში. აუცილებელია, რომ დილით ადრე ადგე, რათა ბევრი რამ მოასწრო.“


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო გუკა ჯავახიშვილი

Comments