6 ყველაზე "Cool" სვიტრი Blikvanger - სგან.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მოდა და სტილი საფუძვიალანად განაცალკევა და ამ სიტყვების მნიშვნელობა შეისისხლხორცა, თბილისში გამოჩდნენ ახალგზარდები, რომლებმაც უარი თქვეს თანამედროვე მოდის ტენდენციებზე და შექმნეს საკუთარი, უნიკალური სტილი, რომელსაც სხვა ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ. საინტერესოა, რომ მოგვიანებით მათი სტილი, ისევ ტენდენციად გადაიქცა ქართველი დიზაინერებისა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის დამსახურებით.
ქუჩის სტილის ცნებამ ფართო ასპარეზი მოიცვა და მოდა იმდენად ლიბერალური გახდა, ალბათ, რაიმეს ჩაცმა წარმოუდგენლად აღარავის მიაჩნია. სწორედ, ამ რეალობაში, როცა თბილისის "Cool" ახალგზარდები მსოფლიო მოდას კარნახობენ, იბადება ბრენდი BLIKVANGER , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური შტრიხებით იმკვიდრებს თავს მსოფლიო ბაზარზე.
ანკა ოდიშელიძე და ანი ცინცქილაძე - დიზაინერები და „Blikvanger“-ის კრეატიული დირექტორები
ანკა : Blikvanger არის ჰოლანდიური სიტყვა და თვალშისაცემს ნიშნავს. მეორე მნიშვნელობით სიტყვა განიმარტება, როგორც პეპლების საჭერი ბადე. ჩვენი ძირითადი ინსპირაცია არის ადამიანები, ემოციები, ფილმები, მუსიკა , არქიტექტურა.
ანი : მე და ანიმ ერთმანეთი "Benext" -ზე გავიცანით. იმ წელს ორივემ გავიმარჯვეთ. მერე მილანში ვსწავლობდით და გადავწყვიტეთ, რომ დავნრუნდებოდით ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა.
2016 წელს ანკამ და ანიმ პირველი მაღაზია გახსნეს და შემოთავაზებებმაც არ დააყოვნა. სამ თვეში დიზიანიერები „მადრიდის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე“ მიიწვიეს. დებიუტს ესპანური პრესის დიდი გამოხმაურება მოყვა.
მეოთხე სეზონია, რაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას „თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე“ და სექტემბერში მონაწილეობდნენ Pitti Super-ზეც.
მილანიდან ბრენდი პარიზში მიიწვიეს. ანკა და ანი იანვარში ისეთი პრესტიჟული კონკურსისთვის ემზადებიან, როგორიცაა "Who is next" .
- განსაკუთებული გამოხმაურება მოყვა დიზაინერების ბოლი კოლექციასაც. ორიგინალურმა ნაქსოვმა სვიტრებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს ამ ფორმის სვიტრებს რუსეთსა და ჩინეთშიც აკოპირებენ. ანის და ანკას კოპირებაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.














Comments
Post a Comment