6 Must have ჩანთა Ninellie-სგან.
საქართველოს კონტურული რუქა სამოსზე ? - ეს Ninellie-ა. ქართველი დიზაინერი, რომლის სამოსიც კრეატიული იდეების გამო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გახდა თბილისის ქუჩებში.
ხუთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და თავდაპირველად, პროდუქტის შესაქმნელად ყველაზე რთული ხერხი, ტექსტილით მუშაობა, აირჩია.
Textile art, იგივე ქსოვილის ხელოვნებაა, რომელიც ინგლისიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ნინელის ძირითადი მიმდინარეობებია Patchwork და Quilt. ასეთი ტექნიკით მუშაობა ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში.
ტექნიკას დღემდე წელის ჩანთებზეც იყენებს. პროდუქტის შექმნისთვის არ იყენებს პრინტსა და ლაზერს. ყველაფერი ხელნაკეთია !
გასულ წელს, დიზაინერმა კიდევ ერთი საზოგადოებისთვის აქტუალური თემა, ასტროლოგია აირჩია. მერწყულის, თევზების, ვერძის, კუროს , ტყუპებისა თუ სხვათა ასტროლოგიური ლოგოები მაისურებსა და წელის ჩანთებზე დაიტანა, რაც ასევე, უმალ მომხმარებლის რჩეულად იქცა.
ცოტამ იცის, რომ ნინელის "Haute couture"-ის ხაზიც აქვს. ბოლო კოლექცია დიზაინერმა პარიზში გამართულ საღამოს კაბების ფესტივალზე Paris Bridal Fair-ზე წარადგინა.
ფაქტია, რომ ნინელის სამოსი ყოველთვის აქტუალურია. მისი ჩანთისა ან მაისურის მორგებით შენ ხდები ნაწილი, იმ თანამედროვე საზოგადოებისა, ვინც მუდამ ყურადღების ცენტრშია.
Editor's choice
1.
2.
3.
4.
5.
6.
















Comments
Post a Comment