6 Must have სამკაული ნათია არველაძისგან.



    ნათია არველაძე ბაზარზე განსაკუთრებული ქართული გემოვნებითა და მისი შემოქმედებისდამი ფაქიზი მიდგომით გამოირჩევა. დიზაინერი თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს, სამკაული ყოველდღიური მოხმარების ნივთის სტატუსიდან ხელოვნების ნიმუშამდე აამაღლოს. 
  ქართული ისტორია, მწერლობა, ფრესკები თუ მხატვრობა - ნათია არველაძის შემოქმედებაში აისახება და დღითიდღე უფრო აოცებს მოდის კვირეულზე ჩამოსულ სტუმრებს.
  დიზაინერის თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი ბოლო კოლექცია ღვინისა და ვაზის კულტურას მიეძღვნა.
  პროექტის მხარდამჭერი იყო ღვინის კომპანია "ბადაგონი". ნათიას მიზანი იყო თანამედროვე ცხოვრებაში ძველი ჭურჭლების მოხატულობის, ტაძრების რელიეფური შემკულობის გადმოტანა, სადაც უხვადაა ვაზის მოტივები. 
ყველა ნამუშევარი არის ექსკლუზიური, სამკაულის ყველა დეტალი თუ ფერთა გამა გარკვეულ ასოციაციებს ქმნის წარსულთან.
 წარმოდგენილი იყო სულ 12 სამკაული, მათ შორის, ბეჭდები და ბროშები ვერცხლში ტიხრული მინანქრის გამოყენებით.
 აქედან თქვენთვის 6 შევარჩიე.

Editor's choice 

1.



2.


3.


4.


5.


6.




 ტექსტი გიგა უჩუვატოვი 

                              Photocredit კახა ფხაკაძე

Comments