6 Must have ნივთი ლადო ბოკუჩავასგან
ლადო ბოკუჩავა, შეიძლება ითქვას ბრენდის „Materiel“ კიდევ ერთი ტალანტია. საკუთარი სახელით კოლექცია სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოიტანა, თუმცა დღესდღეობით წამყვან ქართველ დიზაინერთა შორის ითვლება. დებიუტი ბევრ ტექნიკურ სირთულეს უკავშირდებოდა თუმცა, ლადომ ეს შეძლო!
კომერციული ინტერესი არასდროს არ ჰქონია და მხოლოდ, გამოხმაურებაზე ფიქრობდა. ალბათ, წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მის სამოსს ალეკ ვეკი, ვინი ჰარლოუ, ბრუკ ქენდი და კელელა ჩაიცვამდნენ.
კომერციული ინტერესი არასდროს არ ჰქონია და მხოლოდ, გამოხმაურებაზე ფიქრობდა. ალბათ, წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მის სამოსს ალეკ ვეკი, ვინი ჰარლოუ, ბრუკ ქენდი და კელელა ჩაიცვამდნენ.
ბრენდის კონცეფციას 60-80-იანი წლების "Haute couture"-ის ელემენტები, 40-იანების ვინტაჟური ესთეტიკისა და თანამედროვე ელემენტების სინთეზი ქმნის.
ბოკუჩავას სამოსი შესაძლებელია ნებისმიერი სქესის, ასაკისა და გემოვნების ადამიანმა მოირგოს, ამიტომ ცხადია, კოლექციით შექმნილი ასოციაციები სხვადასხვაგვარია.
ბევრი ლადოს კოლექციებს რომანტიზმთან, სინაზესა და ჰაეროვნებასთან აკავშირებს, რასაც სამოსზე მიმაგრებული ბუმბულები, დისნეის პრინცესების კაბათა ფერები და ლამაზი მოდელები იწვევენ. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარდაა.
დიზაინერის ბოლო კოლექციის ინსპირაცია საშინელებათა ფილმები და მისტიკა იყო. სიმბოლური იყო ლოკაციად შერჩეული მეექსვე საავტორო სკოლა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ საეჭვო ნაგებობად ითვლება და ფეხსაცმლის 13 სანტიმეტრიანი ქუსლიც კი.
ცოტა ხნის წინ დიზაინერმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მოდელები დინოზავრებთან ერთად პოზირებენ. ლადოს თქმით, ეს აზრი პატარა შვილთან ერთად დახატული დინოზავრისგან გაუჩნდა.
როგორც ჩანს, მისტიკა, ფუტურიზმი და სამეცნიერო ესთეტიკა დიზაინერთან ძალიან ახლოს არის. ვნახოთ, როგორ შეაფასებს საზოგადოება მომავალ იმ კოლექციებს, რომელთა აღქმაც ერთი ნახვით ძალიან რთულია.
Editor's choice
1
2
3
4
5
6
















Comments
Post a Comment