რას ფიქრობს ბესარიონი თავის კარიერასა და ქართულ მოდაზე?


 ბესარიონს წარდგენა არ სჭირდება. მას კარგად იცნობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ,რუსეთსა და საქართველოში ის ნამდვილი ვარსკვლავია. 
 მიუხედავ იმისა, რომ დღეს დიზაინერი თვლის, რომ რუსეთში ცხოვრება არ უნდოდა, მისი ისტორია სწორედ მოსკოვიდან იწყება.
  ბესარიონმა ყოველთვის კარგად იცოდა თუ როგორ უნდა გადაედგა მოდის სფეროში პირველი ნაბიჯები და დღესაც სწორედ ასეთი თავდაჯერებით აგრძელებს თავის საქმიანობას. 
 გარდა თავდაჯირებისა, კარიერის საწყის ეტაპზე, ძალიან დაეხმარა კლასიკური განათლება. მან დიდი გამოცდილება მიიღო ვიაჩესლავ ზაეცივისა და იუდაშკინის მოდის სახლში. საინტერესოა, რომ ასეთ დიდ მოდის სახლებში მუშაობისა და სწავლის მიუხედავად, ბესარიონის ინდივიდუალური ხედვა არ შეცვლილა, რასაც ბევრი დიზაინერი ვერ გაურბის.
  

  ჩემთან საუბარში დიზაინერმა ის წლებიც გაიხსენა, როცა ბევრმა ისიც კი არ იცოდა თუ რა იყო „ბექსთეიჯის“ კალენდარი . 
 აღსანიშნავია, რომ ბესარიონი ჩვეულებისამებრ, ხურავდა მოსკოვის მოდის კვირეულს. მოგვიანებით კი ტრადიციამ თბილისში გადმოინაცვლა. თუმცა, დიზაინერისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.


 ბესარიონის ცხოვრების 90% მუსიკას უკავია, ამიტომ უკვე რვა წელია ის ცნობილია, როგორც Dj. დიზაინერის თქმით, მუსიკა კოლექციის შემდეგ იბადება და მისთვის ინსპირაციას არ წარმოადგენს. 



 ბესარიონი : მუსიკა ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე. ორივე სფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ზოგადად არ ვაკეთებ იმას, რაც არ მომწონს. 


 ამ ეტაპზე დიზაინერი არაფრის დამტკიცებას აღარ ცდილობს და როგორც თავად ამბობს , ოთხი წელია, რაც სუპერ კომერციულ სამოსს ქმნის. 

ბესარიონი : დღეს ჩემი მიზანი და ინტერესი არის კომერცია. ბოლო კოლექციაც , რომელიც კვირეულზე გამოვიტანე , იყო ისეთი , როგორიც ხალხს უნდოდა, რომ ჩაეცვა. 
 დღეს იყიდება ურთიერთობა და არა სამოსი. მოსული მყიდველი ყიდულობს ჩემთან ურთიერთობას, რადგან მოწონს, როცა მე ვურჩევ და ვუწყობ ტანსაცმელს . ჩვენი კლიენტების 90% სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა.  


 რაც შეეხება ქართულ მოდას ბესარიონი თვლის, რომ მსოფლიოში გაღვივებულ ინტერესს ლოკალური რიტმი უნდა აეჩქარებინა.

ბესარიონი : როგორც ვხედავ , ბევრი დიზაინერი გაზარმაცდა. მათ ვერ გამოიყენეს ის ინტერესი, რაც ჩვენს გარშემო იყო . მე მეგონა, რომ ბევრად პროდუქტიულად გამოიყენებდნენ დემნას დაწყებულ აჟიოტაჟს . წლების წინ ვხვდებით ბელგიურ და იაპონურ ექოპას, რაც მათ მაქსიმალურად გამოიყენეს. რომ არა სოფია ჭყონია, კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იქნებოდა.



  ბესარიონმა ჩემთან მსოფლიო მოდის ზოგად მომავალზეც ისაუბრა : 
„მოდა ყოველთვის რელიგიის ტოლფასი იყო, რადგან ხალხი ეთაყვანება. დღეს  მოდა ძალიან ხელმისაწვდომი გახდა, არც კი ვიცი საით მიექანება ყველაფერი. გაიზარდა კონკურენცია. 
 ბოლოს დიზაინერმა კოლეგებს ისიც ურჩია, რომ ხელმისაწვდომი , კომერციული სამოსის შექმნას შეუდგნენ და ინსპირაცია გვერდით  გადადონ.


 მე კი შეგახსენებთ, რომ ბესარიონის მაღაზია, ფალიაშვილის 47ა-ში ერთგულ მომხმარებელს განახლებული კოლექციით ელოდება.




ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო ანრი შარაშენიძე ; ანა ნოზაძე (Chelo Photo Art) 

Comments