"დილა არტიზანში" - როგორ რეაგირებს ნინი ბადურაშვილი საზოგადოების კრიტიკაზე ?


 უკვე მესამედ "შოკოლატერია არტიზანი" მე და ჩემს რესპოდენტებს გვმასპინძლობს და დღითიდღე უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არ მეგულება თბილისში , მსგავსი ადგილი, რომელიც უკეთესი იქნებოდა სხვადასხვა შეხვედრებისთვის, ინტერვიუებისთვის, ტრენინგებისა და მოლაპარაკებებისთვის.
 "შოკოლატერია არტიზანი" გვთავაზობს ფრანგული, მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებულ შოკოლადს. არჩევანი დიდია, ამიტომ ეწვიეთ "არტიზანს" მთელი ოჯახით. დააგემოვნეთ დიეტური, უშაქრო და ბევრი სხვა ტიპის შოკოლადი. პირობას გაძლევთ, რომ პროდუქტი ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის არის წარმოდგენილი.
 ჩვენი რუბრიკის მესამე სტუმარი, მსახიობი, მომღერალი და ტელე-წამყვანი ნინი ბადურაშვილია.


" შოკოლადს თითქმის ყოველდღე ვჭამ და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიმატებ ხოლმე".

-ნინი, როგორია შენი დილა, როგორ უვლი თავს და თუ გაქვს სილამაზის საიდუმლოები ?

- ჩვეულებისამებრ, ელენე მაღვიძებს თუ ბებოსთან სათამაშოდ გადის, მე ცოტა ძილის საშუალება მეძლევა.გაღვიძებისთანავე, ვსვავ ერთ ჭიქა წყალს. თავის მოვლის საშუალებებს ხშირად ვცვლი. განსაკუთრებული, რიტუალები არ მაქვს. საღამოს და დილის კრემი მაქვს, ასევე კვირაში რამდენჯერმე ვიკეთებ ნიღბებს.

- რამდენად ხშირად იცვლი ვარცხნილობას ?

თმაზე ექსპერიმენტებს ხშირად ვატარებ, თუმცა რადიკალური ცვლილება ჩემგან, ალბათ, არავის უნახია. პატარა ცვლილებებიც მახალისებს. ხშირად ვიღიავებ თმას რამდენიმე ტონით. ეს ყველაფერი ცხადია, თმაზე მოქმედებს და ხშირად მეწვება.

- როგორია შენი გარდერობი და რომელ სტილს უფრო იხდენ ?

ყოველ ახალ სეზონზე ვიწყებ ფიქრს, თუ რა მეცვა წინა წელს. ტანსაცმელი ხშირად მბეზრდება, ამიტომ მიყვარს გაჩუქება. ძირითადად, ჩემს დას, ქეთოს ვჩუქნი, ხოლმე.
 ჩემს გარდერობში ჭარბობს, როგორც მუქი, ასევე ღია ტონალობები. ახალ ტენდენციებს, რაც შეეხება, მაგალითად, მომწონს როდესაც ვინმეს "Balenciaga" აცვია, მაგრამ ჩემს თავზე ვერ ვირგებ. ჩემი სტილი მაინც უფრო კლასიკურია.



- ნინი , ცოტახნის წინ უკრაინაში იყავით "ცეკვავენ ვარსკვალების" ფინალურ ტურზე, ირაკლი მაქაცარიას საგულშემატკივროდ.  რა რეაქცია გქონდათ, როცა საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა ?

-
ჩასვლიდან მეორე დღეს უკრაინამ საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. რუსეთთან დაეძაბათ ურთიერთობა, რაც სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვიყავით შეშინებულები, რადგან იქ ვიმყოფებოდით.

- ირაკლის განწყობა როგორი იყო ? ალბათ, ღელავდა ?!
- ირაკლი ძალიან შემართებით იყო. ფინალში სამნი გავიდნენ, ის მზად იყო მოგებისთვისაც და წაგებისთვისაც. ვფიქრობ, რომ ირაკლი უდაოდ პირველ ადგილას უნდა გასულიყო, რადგან კარგად ცეკვავდა და თუ პირველ ადგილს ვერ მისცემდნენ, მეორეზე მაინც უნდა გაეყვანათ. მეორე ადგილზე გასული გოგონა, ალბათ უკრაინელებისთვის საყვარელი და პოპულარული იყო, თუმცა ცეკვით დიდად არ გამოირჩეოდა.

- როგორ ფიქრობ, ირაკლის მესამე ადგილი მის ეროვნებას ხომ არ უნდა მივაწეროთ ?
-რატომღაც მგონია და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველს არ მოაგებინეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს ჩვენ გვაქვს სტუმარ-მასპინძლობა აღმატებით ხარისხში აყვანილი, მახსოვს, ქართული "ცეკვავენ ვარსკვალები" ბონდარენკომ მოიგო.



-   როგორ რეაგირებ უშუალოდ შენი მისამართით დაწერილ კრიტიკაზე ?

- ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როცა პირადი შეურაცხყოფა მომაყენა ვიღაც ბიჭმა. როდესაც პირადი შეტყობინებები გავხსენი მანამდე სიყვარულს მიხსნიდა. მისი განცხადება უფრო პოპულისტური იყო, უნდოდა, რომ მის გვერდზე ბევრი ხალხი შეეყარა. ასეთი ხასიათი მაქვს. არის შემთხვევები, როცა საერთოდ არ მაინტერესებს რას წერენ, არის პერიოდები, როცა ნებისმიერი პატარა კომენტარიც კი მაღიზიანებს. ძირითად შემთხვევაში მაინც ვატარებ,ყველაფერს პოზიტივი წონის.



- ასევე ხშირად აკრიტიკებენ "პრაიმ-შოუსაც" , რა იწვევს ამ ყველაფერს და ყველაზე ხშირად რა გამხდარა კრიტიკის საგანი ?
-  ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კრიტიკის გარეშე, ხარისხიანი პროდუქტი არ იქმნება. მე , მაგალითად, მიყვარს კრიტიკის მოსმენა და ვარ თვითკრიტიკული.
 უფრო ხშირად თემებს და სტუმრებს აკრიტიკებენ. ამ დროს აქტუალური თემები ყველაზე დიდ რეიტინგს დებს ხოლმე. ჩვენი პროდიუსერი ნოეა, ამიტომ რასაც იტყვის იმას ვაკეთებთ ხოლმე.



-  რაიმე ახალ სიმღერაზე ხომ არ მუშაობ ?
- გარდა იმისა, რომ მუდმივად ვმუშაობთ და გვაქვს "პრაიმ-შოუს" გადაღებები, ვმუშაობ ახალ სიმღერაზე. რაღაც პერიოდი იმდენად გავერთე გადაცემით, რომ დაბრუნება გადავწყვიტე. მინდა, რომ რაიმე ახალი და საინტერესო პროდუქტი შევთავაზო მსმენელს. რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ერთი ჩემია, ეკა კახიანის, მაიკო კაჭკაჭიშვილის, ბორი კოშხიანის, დათო ფორჩხიძე... ბევრი ადამიანი მუშაობს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვა.



- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ? ვიცი, რომ ახალ ფილმში ითამაშე.
- კი, მალე გამოვა ფილმი "ხიდი", სადაც მეც ვითამაშე. დეტალებს სულ მალე გაიგებთ.




  შეგახენებთ, რომ შემსრულებლის ბოლო სიმღერას "გულს", რომელიც ამ წლის აპრილში გამოვიდა, Youtube-ზე 50 000-მდე ნახვა აქვს. თავად ნინი კმაყოფილია : " ყოველთვის ვცდილობ, რომ კლიპი იყოს დასამახსოვრებელი , რაც ვფიქრობ, რომ გამოვიდა".


არაფერი ხდის სტუმრის მოსვლას ისე სასიამოვნოს, როგორც მისი პუნქტუალურობა და შოკოლადის კანფეტების ყუთი მის ხელში.“


ქორწინების 20 წლის შემდეგ მე მივხვდი თუ რა სურს ქალს. პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება იპოვო დიალოგსა და შოკოლადს შორის. - მელ გიბსონი.


 „ყველაფერი კარგია და სასარგებლო თუ გაკეთებულია შოკოლადით.“ - ჯო ბრედი.




 „შოკოლადი - ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანია!“


 „არასდროს არის ადრე და არავისთვის არის გვიანი შოკოლადის შეყვარება“.


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო ანა ნოზაძე Chelo Photo Art
"შოკოლატერია არტიზანი"ქ. თბილისი. ი.აბაშიძის 10.

Comments