„დილა არტიზანში“ - ბახვა ბრეგვაძე, ყველაზე წარმატებული ქართველი მამაკაცი.


 აზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ჩემ დღევანდელ რესპოდენტს, ბახვა ბრეგვაძეს მრავალი რეგალია აქვს. 
 მსახიობი, ტელე-წამყვანი, PR და მარკეტინგის ექსპერტი, ჟურნალის რედაქტორი და იურისტი - ბახვა ბრეგვაძე შეგვიძლია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მამაკაცად მივიჩნიოთ.
 მიმართულებებს მუდმივად იცვლის და დაგროვებულ კითხვებს, სიღრმისეულად მხოლოდ სწავლით სცემს პასუხს.



- ბახვა, შეგიძლია შენი პირველი კარიერული ნაბიჯები გაიხსენო ?
- მგონია, რომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და მთავარ წარმატებებს ველოდები, მაგრამ ცხადია, პატარ-პატარა წარმატებები მქონია, რაც ჩავიფიქრე, გამომივიდა. რეალურად, როდესაც იმას აკეთებ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მოწონს და ამას მოყვება დადებითი განხილვა, ესეიგი რაღაც გამოგივიდა. მე ყოველთვის მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი და მინდა, რომ დადებითი თქვან.

- თუ გაქვს შენი წარმატების ფორმულა და რა გაძლევს მოტივაციას შენს საქმეში ?
- წარმატების ჩამოყალიბებული ფორმულა არ მაქვს, რადგან არ ვცხოვრობ გეგმით. არასდროს არ ვიცი რას გავაკეთებ ხვალ. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მგონია, რომ მთავარიც ეს არის. რისი კეთებაც მოგწონს, ის უკეთ გამოგდის . ძალიან მიჭირს საქმის ძალით ან ხათრით კეთება და ანაზღაურებას მნიშვნელობა არ აქვს.


- ბახვა, მუდმივად ეკრანზე ხარ. როგორ გრძნობ თავს კამერებთან ?

თავიდან კამერების მეშინოდა, ახლა მათ გარეშე ვერ ვძლებ. როცა, კამერა ირთვება მავიწყდება გარშემო მიმდინარე ცუდი მოლვენები და პრობლემები. ალბათ, ამიტომ დავრჩი ამ პროფესიაში.

- რამდენად იმოქმედა შენი ცნობადობის ზრდაზე ჩემი ცოლის დაქალებმა და როგორ გაიხსნედებდი გადაღებების პროცესს?

მეგონა, რომ სერიალამდეც ცნობილი ვიყავი, თუმცა "ჩემი ცოლის დაქალებმა" მიმახვედრა, რომ მწარედ ვცდებოდი. ორი სერიის შემდეგ, როცა ქუჩაში გამოვედი ყველა მცნობდა. როცა, მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ იმასაც კი ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ. ხალხის სიყვარული ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს.



- გარდა ჟურნალისა, შენ გაქვს ონლაინ-პორტალი "თორმეტი" . მოგვიყევი მის შესახებაც.

-
მე და ჩემ მეგობარს, ქეთა ლომიძეს გვაქვს გამომცემლობა, რომელიც უშვებდა სამ ჟურნალს : "კულინ-არტ", "თორმეტი" და "Georgia To See".  მოგვიანებით, მივხვდით, რომ არ გვქონდა ონლაინ-პლატრფორმა და შევქმენით "თორმეტი". უკვე ჰყავს თავისი გამომწერები. რამდენიმე სახის რუბრიკა გვაქვს.
- რამდენად რთულია, შენთვის დილის გადაცემის წამყვანობა და სამომავლოდ რას გეგმავ ?
- ოდესმე რომ გეკითხათ, წავიყვანდი თუ არა დილის გადაცემას უარს გეტყოდით. დილის გადაცემაში შემთხვევით აღმოვჩნდი. დილით ადრე ადგომა ძალიან მიჭირს, მაგრამ ეს გადაცემა ჩემთვის სიახლეა. პატარა სეზონია და ვიცი, რომ შევძლებ. მომწონს შემოქმედებითი გუნდი, რომლებთან ერთადაც მიწევს მუშაობა. სამომავლოდ, იანვრიდან დილა და შუადღე გაერთიანდება. მერე ვეცდები, რომ მხოლოდ შუა დღეზე ვიყო, თუ გამომივა.









ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო იკა ჭელიძე Chelo Photo art
"შოკოლატერია არტიზანი"ქ. თბილისი. ი.აბაშიძის 10.

Comments