ვინ იზრუნა სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე?
დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გავრცელებული ხმით, პრეზიდენტის ჩაცმულობაზე ქართველმა დიზაინერმა, ჯაბა დიასამიძემ იზრუნა. პრეზიდენტის სამოსი მკაცრი სილუეტით, საქართველოს დროშის ფერებში, წითელსა და თეთრში გადაწყდა.
თეთრ კაბასა და ალისფერ აბრეშუმის ზედატანზე, საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, თეთრი ლაბადა - ფეხზე კი შავი სტელეტოები მოირგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი ლედის , მაკა ჩიჩუას ფავორიტი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი იყო. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ, არა ერთხელ ვიხილავთ ჯაბა დიასამიძის სამოსში.





Comments
Post a Comment