ზაქარიას პორტრეტი - გზა თბილისიდან ნიუ-იორკამდე.
გიფიქრიათ ადამიანებზე, რომლებიც კადრს მიღმა დგანან და წამს აჩერებენ ? - მე ბევრჯერ, თუმცა ამაზე ხშირად, მათ პირად ისტორიებზე ვფიქრობ. საიდან მოდიან ან სად მიდიან, რა ემოციას ატარებს მათი გონება და გული, ვინ არიან ან საერთოდ რისი თქმა უნდათ ჩვენთვის.დღეს მოგიყვებით ერთი ბიჭის ისტორიას , რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება გაალამაზა.
" როცა ბედნიერი ხარ ბევრ რამეს ვერ ამჩნევ. ჯერ იყო სტრესი და შემდეგ ემოცია " - ეს ქართველი ფოტოხელოვანის, ზაქარია ჭელიძის სიტყვებია.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა მამა გარდაეცვალა. ზაქარიას ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევია და აქტიურად დაკავდა ქველმოქმედებით. ეხმარებოდა ობოლ და უსახლკარო პატარებს, თუმცა პარალელურად სევდას ყოველთვის გულით ატარებდა. პატარების ისტორიები მისი გონების ნაწილი გახდა. ჩემთან საუბარში ზაქარიამ გაიხსენა ისტორია, როცა ახლად დაობლებულმა პატარამ მას უთხრა : "ცხოვრება გრძელდება " და ცხოვრებაც გაგრძელდა. ზაქარია , ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების მერე ვარსკვლავურ გარემოცვაში უამრავ ცნობად ადამიანს გადაიღებდა.
ყველაფერი ზღაპარს გავს, თუმცა ზაქარიასთვის პატარა ობოლი ბავშვის მიერ ნათქვამი სიტყვები დღემდე სამოტივაციოა.
- ზაქარია, რა ან ვინ ხვდება ყველაზე ხშირად შენს ობიექტივში ?
- ჩემთვის სიმბოლურია ქუჩაში ხელჩაკიდებული წყვილების გადაღება. მე მინდა, ხალხს ვაჩვენო, რომ კიდევ არსებობს მეგობრობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვიბადებით და მივდივართ მარტონი. ცხოვრებაში მატერიალური რაღაცეები სულაც არ არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ეს ადამიანური ურთიერთობებია მნიშვნელოვანი და როდესაც, ამ ყველაფერს ვხედავ, მინდა, რომ აღვბეჭდო.
- რამდენად ფასეულია შენთვის კამერა ?
- კამერამ სრულიად შემცვალა. პირველრიგში, ბევრი შიში გადამალახინა. დღეს, კარგი კადრის გამო შესაძლოა, ძალიან მაღალ წერტილშიც კი ავიდე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ვთვლი, რომ კამერამ ადამიანებთან ურთიერთობა გამიადვილა. ვცდილობ, ამ საშუალებით ადამიანებს საკუთარი თავი გვერდიდან დავანახო.
- რამდენად ხშირად იღებ პორტრეტებს და რას ითვალისწინებ მათი გადაღების დროს ?
- ბოლო წლებში აუტისტური სპექტრის ბავშვთან ვმუშაობდი . მას არ შეუძლია საუბარი. თითქოს მასთან სულ დიალოგში ხარ, ოღონდ თვალებით, რადგან პასუხს ვერ მიიღებ. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა პორტრეტის გადაღებაზე. დიდი მნიშვნელობა მივანიჭე პორტრეტში თვალებს. ამ ბავშვის თვალები ყოველთვის ჩემთანაა, ამდენი წლის განმავლობაშიც კი.
- რაღაც დროის შემდეგ, ნიუ-იორკში გადახვედი საცხოვრებლად. რით განსხვავდება ნიუ-იორკისა და თბილისის ქუჩები ?
- ნიუ-იორკის ყველა ქუჩის კუთხეში შეიძლება შეხვდე რაიმე პოზიტიურს. მინიშნებები, ლოგოები, გრაფიტი და ა. შ - ყველაფერი პოზიტივთან ასოცირდება. როცა, დილით სახლიდან გამოვდიოდი უკვე პოზიტიურ განწყობაზე ვიყავი. ადამიანები თავისუფლები არიან. თბილისში საკმაოდ ნელი ტემპია და ადამიანებს სახეზე აწერიათ, რომ არ იციან სად მიდიან და რა არის მათი დღის დასასრული. აქ ბედნიერ სახეებს იშვიათად ვხედავ. შეიძლება ითქვას, ნიუ-იორკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- შეიძლება ითქვას ,პირველი ქართველი პაპარაცი გახდი. მომიყევი, რამდენად რთულია შენი საქმიანობა და რომელი ცნობილი სახეები გადაგიღია ?
- რამდენიმე წამი გაქვს ვარსკვლავების გადასაღებად, თუ გაგიმართლა და ცნობადი სახე ავტოგრაფების დასარიგებლად შეჩერდა, ცოტა მეტიც. ყველა ფოტოგრაფი ერთმანეთთან თანამშრომლობს. არავინ შენზე წინ არ დადგება და გზას არ ჩაგიჭრის. საქართველოში არც შენი ლინზის ზომას არ ითვალისწინებენ და არც იმას, თუ რამდენი ხანია ელოდები კონკრეტულ კადრს.
პაპარაცებმა ბევრი რამ იციან. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა პაპარაცმა ზუსტად გამოთვალა თუ რამდენ წუთში მოვიდოდა კეტრინ ზეტა ჯონსი. იმდენად მინდოდა, კიანუ რივსის გადაღება, რომ ზუსტად ვიცოდი, თუ რომელ რესტორანში დადის, რომელ კაფეში მიირთმევს, დალევის მერე სად სეირნობს და ა.შ
- ვიცი, რომ ანა ვინტურის , ლედი გაგას და კაილი მინოუგის გადაღების შანსიც გქონდა. რატომ ვერ მოახერხე და რომელი ცნობილი ადამიანის პირადი ფოტოგრაფი იქნებოდი?
- არ ვიცოდი ვისი გადაღება იყო საჭირო. ახლა უფრო მეტი რამ ვისწავლე და მომავლში გავარკვევ ბევრ დეტალს.

ვინტურზე ვიცოდი, რომ მანჰეტენზე ჩოგბურთში ვარჯიშობდა და ვარჯიშის შემდეგ ერთ-ერთ კაფეში შედიოდა . სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გადაღება. წელს შორიდან ვუყურებდი "Met Gala"-ს, თუმცა არც მაშინ დამინახია არსად.
რაც შეეხება გაგას, ვერ მოვასწარი. ის აქტიურად იცავს ადამიანთა უფლებებს და რამდენიმე დღე ესწრებოდა ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციებს.
კაილი მინოუგი დაცვამ დაფარა. მომღერალი ასაკშია და ცდილობს, არ გამოჩნდეს.
ლედი გაგა ძალიან მომწონს და სიამოვნებით გავხდებოდი მისი ან მადონას პირადი ფოტოგრაფი. ვიცი, რომ მადონა ხშირად დადის მანჰეტენზე ერთ კაფეში, თუმცა ყოველთვის თავისი საჭმელი დააქვს.

- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენს მიერ გადაღებული ფოტო ანტონიო ბანდერასის პორტრეტია. რამდენად მოეწონა ფოტო უშუალოდ მსახიობს ?
- ბანდერასს ჩემ მიერ გადაღებული ფოტო ძალიან მოეწონა და თავის გვერდზე განათავსა სამადლობელი წარწერით. თავისი ბრენდის სათვალეს არეკლამებდა და ალბათ, უფრო მაგიტომ. პაპარაცებს უყვართ ანტონიო. ერთხელ, გვითხრა, თქვენ რომ არ იყოთ ჩვენ არავინ არ ვიქნებოდითო.
- ერთ-ერთი გამორჩეულია შენს ინსტაგრამზე მაილი საირუსის კადრიც. როგორ ჩაიარა ამ გადაღებამ ?
- გადაცემაში იყო მოწვეული დილის ხუთ საათზე. ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. მაილიმ პაპარაცებს უთხრა, რომ სურდა ყველას სათითაოდ ჩახუტებოდა და მადლობა გადაეხადა იმისთვის, რომ ღამის ორ საათზე მის გამო გაიღვიძეს და დანიშნულ ადგილას მივიდნენ.
- საკმაოდ საინტერესო ისტორიები გადაგხდა. რამდენად გჯერა ამერიკული ოცნების ?
- ამერიკული ოცნება ნამდვილად არსებობს. არასდროს არ იცი ქუჩიდან სად შეიძლება აღმოჩნდე.
- წელს საქართველოში ჩამოხვედი და თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულსაც დაესწარი. რა ემოციები დაგიტოვა ამ მოდურმა ალიაქოთმა ?
- მივხვდი, რომ ბევრი ადამიანია დამოკიდებული ტანსაცმელზე. ყველაზე ბუნებრივი ჩემთვის ტანსაცმლის მოზომვის პროცესი იყო, შემდეგ ადამიანებს რაღაც ემართებათ. ასევე, დავაკვირდი მოწვეული სტუმრების ჩაცმულობასაც. კარგად ვიცი, ვის რისი შეძენის საშუალება აქვს და გაოცებული დავრჩი. როგორც ჩანს, ზოგიერთი ყველაფერს მისცემს რაიმე ბრენდის სამოსის მოსარგებად.
- ფავორიტი ქართველი დიზაინერი თუ გყავს ?
- თავად ავთანდილის სამოსის მომხმარებელი ვარ და ზოგადად მიყვარს ყველაფერი ქართული. ავთანდილის ხაზი ჩემთვის ძალიან კომფორტულია.
- რას აპირებ სამომავლოდ ?
- სავარაუდოდ ისევ ნიუ-იორკში დაბრუნდები. მე ძალიან მინდა და ყოველთვის მინდოდა საქართველოში ცხოვრება, თუმცა არ ვიცი ფოტოგრაფიის კუთხით რამდენად მიღირს აქ ყოფნა. მე არ მინდა, ყველა მიცნობდეს, როგორც ფოტოგრაფს და თუ კი სხვაგვარადაც შევძლებ განვითარებას, მინდა, რომ განვვითარდე.

ტექსტი გიგა უჩუვატოვი
Cover ფოტო სალომე თაბაგარი

Comments
Post a Comment