როგორ ემზადება ნინჩო ჯიბლაძე ახალი წლისთვის?

   
    თულია, გერქვას წარმატებული დედა და ქალი ერთდროულად -ათასობით საქმე და ბავშვების სენტიმენტალური ნატურა, რომელიც მუდმივად ყურადღებას ითხოვს. 
  მახსენდება ფილმი "I don't know how she does it" , სადაც სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟი, ქეითი ყველას აოცებს იმით, რომ შეუძლია ერთდროულად გაყიდოს აქციები, ბავშვები მიიყვანოს საბავშვო ბაღში, გაფრინდეს ნიუ-იორკში ბიზნეს შეხვედრაზე, ბავშვებთან ერთად გააკეთოს თოვლის კაცი და ა.შ
  სწორედ, ასეთი ქალბატონები ქმნიან ხასიათს ჩვენს რელობაში, ერთ-ერთი მათგანი კი „OK! "-ს მთვარი რედაქტორი და „გალფის“ მარკეტინგის მენეჯერი , ნინჩო ჯიბლაძეა.



    ვფიქრობ, წარმატებული ქალები წლის ბოლოს მაინც ყველაზე აქტიურებად რჩებიან და დრო თითქმის არ აქვთ, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ნინჩოს, რათა ჩემი მკითხველისთვის მისალოცი დრო გამონახა. 

- ძალიან დატვირთული ხართ, როგორ ახერხებთ იყოთ წარმატებული? 

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, რადგან ჩვენს რეალობაში სხვანაირად არც გამოდის. ალბათ, ყველა ასეთი დატვირთულია, რადგან მგონია, არავის არ აქვს დრო დაჯდეს და განცხრომაში იყოს. 


- მოდით, შევაჯამოთ 2018 წელი, როგორი წელი გქონდათ თქვენ და როგორი იყო - ჟურნალ "OK!" - ისთვის? 

- კარგი წელი მქონდა. ძალიან დადებითად ვიყავი დამუხტული და ვიმედოვნებ, 2019 წელი უკეთესი იქნება. ჟურნალისთვისაც კარგი წელი აღმოჩნდა, ნელ-ნელა ვითარდება, ყოველთვის საინტერესო ადამიანები გვყავს. როცა ვურეკავთ უხარიათ, რაც ცხადია, მომწონს. მნიშვნელოვანია, რესპოდენტებისგან დადებითი ენერგიის მიღება.


- რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი, როგორ აპირებთ, რომ შეხვდეთ და გაქვთ თუ არა რაიმე ტრადიცია ?

- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვარ. მე და ჩემი ქმარი ჩვენს ბავშვებთან ყოველთვის მარტო ვართ, არავინ არ გვეხმარება. ეს დღე ძალიან გვიყვარს, რადგან ვიცით, რომ არსად არ გავდივართ. ვსხედვართ მაგიდასთან, ვუყურებთ ტელევიზორს და ვსვავთ შამპანურს.
 პატარებთან მოდის თოვლის ბაბუა და საჩუქრებს ჩუქნის. წელს ბიჭს საჩუქრად სკამი და ჭიანჭველების ბუდე უნდოდა, გოგომ არ იცის, რადგან ჯერ სამი წლისაა. ალბათ, თოვლის ბაბუა თოჯინას აჩუქებს. 



- რამდენად გჯერათ ჩინური ჰოროსკოპის და თუ ითვალისწინებთ წლის ფერებს ჩაცმულობაში ?

- უფრო მეტად ტრადიციული ჰოროსკოპის მჯერა. ახალ წელს ყოველთვის ვცდილობ, ბრჭყვიალა სამოსი მოვირგო. წელს სან ლორანის წითელ ირმებიან სვიტრს მოვირგებ. ასევე, მაქვს ქვედა ბოლო, რომელსაც ,ტრადიციულად, ყოველ ახალ წელს ვიცვამ.

- რომელი კერძები ჭარბობს თქვენს საახალწლო სუფრაზე ?

- ძალიან მიყვარს საცივი . ყოველთვის ვცდილობ, ზომიერად მივირთვა. ახალ წელს ამ ტრადიციას ვარღვევ, თუმცა მეორე საღამოს კერძებს ვანახლებ და ვცდილობ ისეთი რამ მოვამზადო, რაც დიდად არ ასუქებს. 

- რას ნიშნავს თქვენთვის ის გარდამავალი საახალწლო წამი, გჯერათ მისი მუხტის ?

- როგორც შეხვდები ახალ წელს, ისეთი წელი გექნება, თუმცა ამ წამის დიდად არ მჯერა, რადგან ყოველი წამი შენ თვითონ უნდა შეუქმნა შენ თავს. მხოლოდ ახალი წლის იმედზე არ უნდა იყო. ყოველ დილას გაღვიძებისთანავე უნდა უთხრა შენ თავს, რომ დღეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. 

ნინჩო ჯიბლაძის საახალწლო მილოცვა: გილოცავთ ყველას ! 2019 იქნება ძალიან კარგი წელი. 9 ძალიან კარგი ცოფრია. ვფიქრობ, ეს წელი გარდამტეხი იქნება კარგისა და დადებითისკენ. მინდა, რომ მთელ საქართველოს ვუსურვო მშვიდობა. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, სიკეთითა და სითბოთი. გავცეთ ძალიან ბევრი სიყვარული. 


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო Chelo Photo art


Comments