ნინო ელივა - Instagram, MORE is LOVE, თავის მოვლა და ახალი წელი.
დღეს აუცილებელი არ არის ადამიანზე ინფორმაციის მოსაძიებლად ბევრი ფიქრი, რადგან კარგი Instagram გვერდი ყველა კითხვას პასუხს სცემს. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერად თავს დიდი ხანია აღარ მიიჩნევს და სტატუსიც შეიცვალა, ჩემთვის ნინო ელიავა ორიგინალური პოსტებით, მაინც N1 ბლოგერია საქართველოში.
ბევრს მოგზაურობს, ხშირად დებს ქუჩის სტილის ფოტოებს და გვიზიარებს რჩევებს თავის მოვლის საკითხებში.
კომპანიის „MORE is LOVE" დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ჯერ კიდევ რვა წლის წინ, მოდის სფეროში ფოტოგრაფად მუშაობდა და ძირითად, ქუჩის სტილს იღებდა. დღესდღეობით თვლის, რომ ბლოგერი მხოლოდ Instagram-ზე დაწერილ პოსტებს არ უნდა დაჯერდეს და საჭიროა სხვა პლატფორმა , რომლითაც პუბლიკას საკუთარ შეხედულებებს გააცნობს.
ნინოს Instagram
ნინო : მიყვარს როცა პოსტები გარკვეულ ისტორიას ყვებიან, ამიტომ დამუშავების ხასიათი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.
ფოტოებს ვამუშავებ iPhone-ს პროგრამით, რომელიც ტელეფონს მოყვება
ნინოს MORE is LOVE
ნინო : MORE is LOVE ეს არის მაღაზია, რომელსაც სამი გაყიდვის წერტილი აქვს - Online, Offline და Farfetch.
ჩვენება მხოლოდ ერთხელ თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გავაკეთეთ. ზოგადად, ჩვენებების კეთება ჩვენთვის კომერციულად საინტერესო არ არის.
მაღაზიაში 70 ბრენდამდეა წარმოდგენილი , აქედან დაახლოებით 20-25 ქართულია.
ჩვენი მომხმარებელი ძირითადად, 20 წლიდან 45 წლამდე ქალბატონები არიან. ისინი ძალიან გამბედავები და განსხვავებულენი არიან. არ ეშინიათ ექსპერიმენტების საკუთარ სტილში.
ნინოს სტილი
ნინო: ჩემი სტილი სხვადასხვაგვარია. შეიძლება ვიყო ელეგანტურიც და სპორტულიც. ანტი-ტრენდები არ მაქვს.
ნინოს თავის მოვლის საშუალებები.
ნინჩო : ცოტახნის წინ დავამატეთ მაღაზიაში Beauty. ვყიდით იმ პროდუქტს, რომელსაც მე ვიყენებ. გვაქვს Foreo, რომელიც შესანიშნავად წმენდს კანს. მიყვარს 22:11, რომელსაც საოცარი სურნელის თმის ნიღბები, ხელისა და სახის კრემები აქვს. ასევე, ჩემი ფავორიტია "Balmain - ის სავარცხელები , რადგან გამოსაყენებლად ძალიან კომფორტულია.
ნინოს ახალი წელი
ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები. წელს ჩემი შვილი პირველად დაესწრება საახალწლო პროცესს. აქამდე სულ ეძინა და ახლა ვფიქრობ, რომ მაგ დროისთვის გავაღვიძო, რათა ტრადიცია შევუქმნა.
ვიქნები ოჯახთან ერთად, შემდეგ მოვივლი მეგობრებსა და ნათესავებს.
გამორჩეული ტრადიცია არ მაქვს , გარდა იმისა, რომ ერთად ოჯახი ვხვდებით. ჩემი ბებია აკეთებს ძალიან გემრიელ კერძებს, ვიცინით და ვმხიარულობთ.





Comments
Post a Comment