OMO GETI - ქართველი მოდის ფოტოგრაფის შავ-თეთრი გამოსახულება.
მაშინ, როცა მოდერნიზმი ევროპაში მძვინვარებდა, საქართველო საბჭოთა ტაბუს ქვეშ ტკეპნიდა ადგილს. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდერნიზმა ჩვენი სოციუმიც მოიცვა და თბილისი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან ქალაქად იქცა. ხელოვნებაში, კერძოდ მხატვრობაში, მოდასა და ფოტოგრაფიაში გაჩენილმა ტენდენციებმა ცოტა ხნით გვერდით გაწია პერფექციონიზმი. აღარავინ აღარ მიილტვის იდეალისაკენ. ახლა, უკვე საკმარისია ემოცია,ხოლო იდეის გადმოცემის ხერხებმა მნიშვნელობა დაკარგეს. რეალურად პერფექციონიზმის ხიბლიც სწორედ უბრალოებაში გამოიხატება, მაგრამ ხელოვნების ნიმუშის შეფასებისაც ყველაზე მეტად ყურადღება ფორმასა და შინაარს ენიჭება. ცოტაღა დარჩნენ ხელოვნების ისეთი ესთეტები, რომლებიც პერფექზიონისმისკენ მიილტვიან და სწორედ ასეთია ომო გეთი. ქართველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც აუცებლად გაგახსენებთ „შავ-თეთრის გურუდ“ წოდებულ, მოდის ფოტოგრაფ პიტერ ლინბერგს.
ომო ფოტოგრაფიამ 20 წლის ასაკში გაიტაცა. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ფოტოგრაფი გადადის გერმანიაში, შტუტგარდში სასწავლებლად.
პიტერ ლინდბერგისა და „ჰენსელის“ მასტერ-კლასების გავლის შემდეგ იწყებს გადაღებას, ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა : Culture, Timezone და Olymp.
პარალელურად, მუშაობდა სათვალეების კომპანიაში და თანამშრომლობდა მსოფლიოს ისეთ მხვილ ბრენდებთან, როგორებიცაა : Amg, Lunor, D&G, Monool, Ici Berlin. სწორედ მისი კომპანიის დიზაინით შექმნილ სათვალეებს მსოფლიოს 50-მდე ვარსკვლავი ატარებდა. მათ შორის, Lunor სტივ ჯობსის საყვარელი ბრენდი იყო. ასვტრიაში გამართული გადაღებების, შვეიცარიასა და გერმანიაში გამართული გამოფენების შემდეგ, ფოტოგრაფი საქართველოში დაბრუნდა და ამ ეტაპზე კონცეპტუალური მოდის წიგნზე მუშაობს.
ომო ფოტოსესიის მსვლელობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალებს, რაც საბოლოოდ მის ფოტოებზეც აისახება ხოლმე. სიყვარული, ნდობა და იმედგაცრუება — სწორედ ამ სამი კომპონენტისგან შედგება მიდი დრამატული ნამუშევრები. განწყობას ფოტოგრაფი მოდელთან საუბრის, მითითებების მიცემისა და შესაფერისი მუსიკის მოსმენის შემდეგ ქმნის. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი პორტრეტები მაქსიმალურად ნატურალურია. ომო არასდროს არ მალავს ფიზიკურ ნაკლს მოდელის სხეულიდან ან სახიდან, აღბეჭდავს სახეს ისეთს, როგორიც არის.
მიუხედავად იმისა, რომ ომოს ბევრი შემოთავაზება აქვს ამ ეტაპზე საქართველოში რჩება. მუშაობს საკუთარ სტუდიაში “OMO STUDIO” ,სამომავლოდ კი საზღვარგარეთ გაემართება. ამ პასუხისმგებლობით აღსავსე შემოქმედს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ასე რომ დროა ჩაინიშნოთ ეს სახელი, რადგან ვინ იცის იქნებ, ომოს ნამუშევრებმა პიტერ ლინბრეგის ყურადღებაც კი მიიქციოს ?!














Comments
Post a Comment