Vaska - ქართული მოდის ნამდვილი ესთეტი.

  
   ასკა ტაბატაძემ ბრენდის ექვსწლიანი წლიანი ისტორიის განმავლობაში თავი დაგვამახსოვრა, როგორც შავისა და თეთრის ნამდილვმა ოსტატმა.

Photo Zaqaria Chelidze 

 ჰაეროვანი,ნაზი და კლასიკური სილუეტები, ტანსაცმლის არქიტექტორული კონსტრუირება, სხვადასხვა კულტურული გავლენები და ავანგარდული მოდა - არ შეიძლება, რომ ვასკამ ანტვერპენის „დიდი ექვსეული“ არ გაგვახსენოს.



 ვასკას შემოქმედებაში იგრძნობა, რომ დიზაინერი ტენდენციებს დიდად არ მიჰყვება. მისთვის პრიორიტეტულია ისეთი სამოსის შექმნა, რომელიც დროს გაუძლებს და მუდამ აქტუალური იქნება, ამიტომ მისი ხედვა ,ყველაზე ხშირად, გასული საუკუნის 20-იანებში გვაბრუნებს.

Photo Kristina revva

 ვასკა დიდ მნიშვნელობას აქცევს ნაჭრის ხარისხს და თითოეულ დეტალს ყურადღებით ეკიდება, რაც ქართული მოდის სფეროს ნამდვილ ესთეტად აყალიბებს.

Photo tvrineli 

   ვასკას შემოქმედება ქართულ ბაზარზე გამოირჩევა იმითაც, რომ დიზაინერი აქტიურად მუშაობს მამაკაცის ხაზზე. ვფიქრობ, რომ მალე შესაძლებელია, ეს მისი ძირითადი ნიშა გახდეს, რაც მსოფლიო დონეზე დიდ წარმატებას მოუტანს.

Photo tvrineli

მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, როცა მამაკაცის კოლექცია "Pitti uomo"-ზე გამოიტანა.



   დაველოდოთ შემდეგ სეზონს, თუმცა მანამდე სუბიექტურად აღვნიშნავ, რომ ვასკა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერია , როგორც თავისი შემოქმედებით, ასევე პიროვნული თვისებებით.

Photo @Tamuna_photo 

Photo Edward James 

Photo Edward james

Photo Edward James 


Photo Ia von valentine 


Photo Tvrineli

 Photo Kristina revva 

ტექსტი გიგა უჩუვატოვი
Cover photo დავით ჭალიძე 

Comments