Yuliko&Friends - ახალი მაღაზია შალვა დადიანის 8-ში.
იულია და ალექსეი, საინტერესო და კრეატიული წყივილია სანკტ-პეტერბურგიდან. ისინი სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ თბილისში და დაარსეს ბრენდი "Yuliko&Friends" . რამდენიმე კვირის წინ შ.დადიანის 8- ში ახალი მაღაზია გახსნეს. ისინი
ყოველ დღე , თავდაუზოგავად შრომობენ. ბრენდი თბილისში არსებულ ოთხ სამკერვალოსთან თანამშრომლობს.
იულია კაზანცევას, ქართული შემოქმედებითი ფსევდონიმით, იულიკო კაზანდაძეს ტანისამოსის კერვის იდეა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, კუნძულ გოაზე ცხოვრებისას გაუჩნდა. მალევე იპოვა მკერავი , რომელმაც სამოსის კონსტრუირება და მოდელირება ასწავლა.
იულიკო: გოაზე ცხოვრებისას, მე უბრალოდ მივხვდი, რომ მინდოდა მეტარებინა ჩემს მიერ შექმნილი სამოსი. სულის სიღრმეში მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მოწონს უცნაური სამოსი. სწავლის პროცესში იმასაც მივხვდი, რომ, როცა საქმეში ვერთვები, ყველაფერი მავიწყდება. ამ საქმის დაწყებით, მე ვიპოვე ჩემი თავი.
ბრენდი ტანსაცმელს კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვისაა. თითოეული სამოსი უნივერსალურია და გამოიყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ მომენტებში. დიზაინერები მაქსიმალურად ნატარულურ ქსოვილს იყენებენ.
Relax city cloth - ეს არის სამოსი ქალაქში მცხოვრები, ცოტა შეშლილი , თავისუფალი და შემოქმედებითი ადამიანისათვის, ამიტომ თუ თქვენი თავი მათ შორის ამოიცანით, გირჩევთ ეწვიოთ ბრენდს „Yuliko&Friends".









Comments
Post a Comment