კულისებში ნანკა კალატოზიშვილთან.
ჩემთვის ხელოვნება სასიცოცხლო ენერგიაა და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მოდა თუ სასცენო ოსტატობა. თანამედროვე რეალობაში ადამიანებმა რატომღაც გვერდით გაწიეს თეატრი და დაივიწყეს დროისა და სივრცის მიღმიური ეს იდეა. დიახ, თეატრს არ აქვს დრო , არ აქვს სივრცე, რადგან თეატრი ეს არის უპირველესად იდეა, რომელსაც არ გააჩნია იკონურობა. თეატრი, რომლის იდეის გარშემო არაერთი არტისტი გაერთიანებულა საკუთარ განზომილებაში ქართველ მსახიობსაც მოიცავს. მათ შორისაა, ნანკა კალატოზიშვილი.
კამერებს უყვარს ნანკა, თუმცა ნანკას პოზირება - არა. საოცარია, რამდენი სახის, ემოციის და პერსონაჟის შექმნა შეუძლია მსახიობს, კარგი მოდელი ხომ კარგი მსახიობია ?! მაგრამ, ნანკა სხვანაირია. უყვარს კომფორტი, ემოციებს გულწრფელად გამოხატავს და აქვს კარგი იუმორის გრძნობა. როგორც ყველა მსახიობს, ახასიათებს საუბრის დროს აქტიური ჟესტიკულაცია.
უთამაშია სარდაფის, მუსკომედიის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. საქმიანობა 20 წლისამ დაიწყო, ამჟამად კი 40 წლის ხდება. ჩემთან საუბრაში სადებიუტო როლიც გაიხსენა : „ პირველი როლი ჩეხეთში, ფესტივალზე ვითამაშე. ტექსტის ნაცვლად პლასტიკა იყო.“
- რასთან ასოცირდება შენთვის თეატრი ?
- ყველაფერთან. თეატრი ძალიან მიყვარს და ალბათ, ამიტომ ტელევიზიასთან ეს განცდა არ მქონია.
- რამდენად ადევნებ თვალყურს მოდის სფეროს ?
- მოდის მიმდევარი არ ვარ და მგონია, რომ სტილის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. უპირატესობას ვანიჭებ კომფორტს. დიზაინერებიდან ძალიან მიყვარს ჩუბიკა. ვფიქრობ, საინტერესო ხედვა აქვს, საინტერესო ისტორიას ყვება.
- როგორია შენი სტილი ?
- ჩემი ზომა ნაკლებად მიყვარს. მომწონს კედები და "Over-size" სამოსი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის საყიდლად წასული სახლში, მაინც სპორტული ფეხსაცმელით ვბრუნდები.
- პიდიუმზეც არა ერთხელ გამოსულხარ. თუ გავს თეატრის სცენა პოდიუმს ? რამდენად ემთხევევა ემოციები?
- ამ ბოლო დროს გავს, რადგან დაიწყეს „პერფორმანსების“ გაკეთება და რაღაც დატვირთვა მისცეს. ჩემს ახალგაზრობაში პოდიუმი სილამაზის კონკურსებთან და გათხოვებასთან ასოცირდებოდა.
- ამბობენ, როცა ქალი ვარცხნილობას იცვლის, ცხოვრებაც ეცვლებაო. რატომ გადაწყვიტე თმის შეჭრა ?
- რაღაცეების მიმართ მიჯაჭვულობა მახასიათებს. ოდნავ თმას თუ ვიმოკლებდი, თავს ცუდად ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა შემეჭრა.მეკითხებოდნენ დეპრესია ხომ არ გაქვსო. ასევე, ძალიან გამიჭირდა მოწევის შეწყვეტაც.
- ვიცი, რომ ძალიან რთული გრაფიკი და არეული ძილის რეჟიმი გაქვს, მართალკა?
- კი, დილით ვიძინებ. ექვსამდე არადროს არ მძინავს. დედაჩემს, როცა ბავშვი ბაღში მიყავს, მაშინ ვწვები. დალაგებულად, რომ მეძინოს, ალბათ, უკეთესი გამომეტყველება მექნებოდა. ოთხი საათი მძინავს. გრაფიკი რთულია, მაგრამ ძალიან მიყვარს რეპეტიციების პერიოდი.
- თუ გახსოვს შენი კარიერის დასაწყისში სიტყვები, რომლებმაც გაგაძლიერა და მოტივაცია მოგცა ?
- მახსოვს, ჩემი პედაგოგი, ოთარ ეგაძე საახალწლოდ ყველას ზარებს გვჩუქნიდა. მთელი ინსტიტუტის პერიოდში მიწევდა მისთვის რაღაცის მტკიცება და ამდენი წლის მერე, პატარა ფურცელზე დამიწერა, რომ ჩემი სჯეროდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- როგორ აღიქვავ კრიტიკას ?
- კრიტიკას ჯანსაღად ავიღქვავ. ოჯახების წევრები , თუ სცენაზე არ მოვწონვარ, არასდროს არ მატყუებენ. ეს ჩემთვის ძლიერი მოტივაციაა. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემ ძმას პრემიერა არ მოულოცია, რადგან სპექტაკლი არ მოეწონა.
- ეკრანზე კიდევ გიხილავთ ?
- არ ვიცი, ყველაფერს დრო გვაჩვენებს.







Comments
Post a Comment