ATM - თაკო ჭანუყვაძის ჩანთები და პარალელები კეკესთან.
თუ კი ოდესმე ქუჩაში შეგხვდებათ, დამიჯერეთ , რომ ჩაცმულობით თქვენს ყურადღებას მიიქცევს და მისი იმიჯი დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ერთი შეხედვით, გამომწვევი და ანტი-ტრენდული არაფერია, ის არ უშინდება ფერებს და იმას რომ გამოჩნდეს „overdressed“ . არც "Ugly" მოდის მიმდევარი არ არის, არც მთლად „ოტ კუტურის“. რაც არ უნდა იყოს სხვადასხვა სტილის ინსპირაციის ნაზავით თაკო ჭანუყვაძე ქმნის ინდივიდუალურ სტილს, რაც დღეს ყველაზე მეტად ფასობს.
Photocredit Lasha Bakuradze
ფერადი ნაჭრები, ფართო სილუეტები, ჩახსნილი მკლავები შიგნიდან ბზინავი ნაჭრით, ჩალმები, თავსაბურავები თუ სხვადასხვა სამკაულები - ერთი შეხედვით რთულად აღსაქმელი, თუმცა სინთეზურია.
მსახიობის კარიერულ წინსვლაზე განსაკუთრებულად იმოქმედა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა კეკეს როლმა. როგორც თაკომ ჩემთან საუბარში აღნიშნა, კეკესთან მხოლოდ საერთო სტილი აკავშირებს. ეპიზოდებში გამოყენებული კეკეს სამოსი სწორედ თაკოს გარდერობიდან იყო.
მსახიობს გამორჩეული გემოვნება ბავშვობიდან აქვს და ტანსაცმელს 12 წლიდან თავად იკერავს, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ჩანთების გვერდი "ATM" გახნა და მომხმარებლებს სხვადასხვა პრინტისა და ფერის ჩანთებს სთავაზობს.
Photocredit Lasha Bakuradze
„ეი თი ემის“ ჩანთები საქმიანი, თუმცა მოდური ადამიანებისთვისაა. ტევადობის გამო, ჩანთების მომხმარებელთა შორის მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და სხვა ხელოვანი ადამიანები არიან.
თაკოს ფერადი ჩანთები, აუცილებლად შეგიქმნით განწყობას, რომელიც ქუჩაშიც გადმოინაცვლებს და გამვლელთა ღიმილს გამოიწვევს ხომ, იცით, რომ ღიმილი მთქნარებაზე გადამდებია, ამიტომ ეწვიეთ თაკოს გვერდს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პრინტის ჩანთა „ეი თი ემისგან“.












Comments
Post a Comment