სოფო გონგლიაშვილი - ჩემი წარმოსახვითი წიგნის პერსონაჟი.


Photo Tamara McGregor 

  როგორც რამდენიმე წინა ბლოგშიც აღვნიშნე, საბედნიეროდ, ხანდახან მყავს ისეთი რესპოდენტებიც, რომლებზეც ჩვეული, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის დამახასიათებელი გაწაფული ენის შაბლონებით ვერ დავწერ. ჩემს წარმოსახვაში ისინი ემსაგვსებიან წიგნის პერსონაჟებს, რომლებზეც დაუსრულებლად შემიძლია, ვწერო. ასეთი აღმოჩმდა სოფო გონგლიაშვილიც.
 როდესაც ინტერვიუზე მივდიოდი, მის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგებული, თუმცა ვიზუალურად ჩემ რესპოდენტს ვერ ვცნობდი ამიტომ დაჟინებით ვცდილობდი, მის წარმოდგენას.
 კარები საშუალო სიმაღლის, შავგვრემანმა ქალბატონმა გამიღო, დიდ ჩარჩოიანი ,წითელი სათვალით. - გასაკვირია, მეც ასეთი მაქვს, ოღონდ შავი. - სასიამოვნო ხმა და სახის გამომეტყველება ჰქონდა.
 როდესაც სახლში შევედი ჩემი ყურადღება სურნელმა მიიქცია. არ ვიცი იყო ეს "Chanel N5“ , თუ რაიმე სხვა ვინტაჟური სუნამოების სერიიდან, თუმცა ფაქტია, გონებაში უმალ ამომიტივტივდა ბავშვობის რომელიღაც მძაფრი მოგონება. როცა სუნნელი გაქრა, გარშემო მიმოვიხედე. ყველაფერი დაბალ განათებაზე თითქოს ძალიან მონოქრომული იყო, თუმცა მივხვდი, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნამდვილ მუზეუმში მოვხვდი. რას არ შეხვდებით აქ : ნახატები, ფოტოები, პატარა და დიდი სკულპტურები, ქაღალდები და წიგნები. ბევრი წიგნები მოდასა და ხელოვნებაზე. სახლში ისეთი სიჩუმეა, ცოტა დავიძაბე კიდეც. სოფომ ოთახის ცენტრში , სავარძლისკენ მიმითითა და თვითონაც შემომიერთდა. სახლის თვალიერებით გართულმა ფიქრი დავიწყე, როგორი იქნებოდა ჩემი საოცნებო სახლი, თუმცა სოფოს დაჟინებულმა მზერამ უკან, რეალობაში დამაბრუნა. ალბათ, მიჩვეულია, რომ ადამიანები მის სახლს, როგორც ხელოვნების შედევრს, ისე ათვალიერებენ. ხმის ჩამწერი მოვიმარჯვე და ჩემ რესპოდენტს მისი პირველი კარიერული ნაბიჯების გახსენება ვთხოვე.



- რამ მოგცათ ბიძგი თქვენ საქმიანობაში ?
- ბიძგი არაფერს მოუცია, ეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მოხდა. ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, თუმცა ჩემი სურვილიც იყო. აკადემია მაქვს დამთავრებული. ალბათ, ეს ყველაფერი მოიტანა 90-იანებმა წლებმაც, როცა საქართველოში არაფერი არ ხდებოდა და სიბნელე იყო. ჩემი საქმიანობა საეკლესიოსგან განსხვავებული ნივთებით დავიწყე, ამიტომ ხალხი ცოტა ვერ იღებდა.



- ხელოვანთა ოჯახში აღიზარდეთ, ამან თუ იმოქმედა თქვენზე ?
- ალბათ, კი. მიუხედავ იმისა, რომ ჩემი მშობლების სპეციალობა ხელოვნება არ არის , ვფიქრობ, ფიზიკა მაინც , შესაძლოა ჩავთვალოთ ხელოვნებად, ჩვენს სახლში სულ ტრიალებდნენ ასეთი ადამიანები. მე მათ ვიცნობდი და ჩემ სახლში ბევრი რამ ხდებოდა. თავდაპირველად, რატომღაც მუსიკას გავყევი, თუმცა მეოთხე კურსზე მივხვდი, რომ აკადემიაში უფრო მინდოდა. მოდელირებას ვსწავლობდი, თუმცა მოგვიანებით ვისწავლე ბატიკა.




- მართალია, რომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყეთ მინანქარზე მუშაობა ?
- ჩემამდეც იყვნენ ბიჭებიც, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მათ მერე არავინ ჩემთვის საინტერესო არ გამოჩენილა. შეიძლება, არსებობს და არ გამიგია.



- შეგიძლიათ პირველი კოლექცია გაიხსენოთ ?
- ბევრი კოლექცია მქონდა, თუმცა არ მაქვს ჩემი მსვლელობა დაწყობილი, რაც აცილებელია პირველრიგში საკუთარი თავისთვის და შემდეგ ყველა შემოქმედი ადამიანისთვის.

Alicia keys for "Glamour" 

- რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო ?
- როცა რაიმე მაწუხებს, ეს იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ რაღაც ხდება ჩემ ტვინში, რაც საბოლოოდ შემოქმედებაში გადმომაქვს. უმეტესწილად ყველაფერი ადამინურ ურთიერთობებთან და სიყვარულთან არის დაკავშირებული.



- ბევრს ფიქრობთ კონკრეტული კოლექციის შექმნაზე თუ გადაწყვეტილებებს უეცრად იღებთ ?
- ძალიან ბევრს ვფიქრობ და საბოლოოდ თავს უფლებას ვაძლევ, რომ ეს გავაკეთო. კოლექციაზე ერთი წელიც მიფიქრია.

Madeleine Albright 

- თქვენი პირველი საერთაშორისო წარმატება რომელია ?
- სოფო ჭყონია ძალიან დამეხმარა და ძალა მომცა. სწორედ მან, დამაჯერა, რომ მე ვაკეთებ რაღაც საინტერესოს. ჩემი პირველი საერთაშორისო წარმატება ლონდონს უკავშირდება. არც ვიცი, როგორ მოვხვდი ლონდონის "Showcase"-ზე. წელს ირაკლი რუსაძე მიდის და მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო.




- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის შეგრძნებები, როდესაც გაიმარჯეთ ? 
- სადღაც 120 ქვეყანა იყო წარდგენილი, ჩემი ნივთები ისე იდო რომ მეგონა, ვერავინ შეამჩნევდა, თუმცა, როდესაც ბოლო დღე მოვიდა და ნომინაციებში გამარჯვებულები უნდა გამოევლინათ ჩემი სახელი გავიგე და სცენაზეც აღმოვჩნდი. მოდის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პერსონამ, სარა მაუერს უნდოდა , რომ პირველი ადგილი ამეღო, თუმცა, მეორე ადგილზე მხოლოდ იმიტომ გავედი, რადგან სამოსს არ ვქმნიდი.



- ამ ეტაპზე სარასთან შეხება თუ გაქვთ ?
-რამდენი წელი გავიდა და ჩემ შესახებ თავის ბლოგზე ისევ წერს. ამ ქალის სიტყვას დიდი წონა აქვს. ალბათ, აქედან მოვხვდი "Glamour"-ის ყდაზე. გარდა ამისა, შარშან წინ სარამ გადაწყვიტა, რომ  მთელ მსოფლიოში მოეძია საუკეთესო დიზაინერები. ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ერთ დღესაც მომივიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ სარამ შვიდ საუკეთესო დიზაინერში შემარჩია. ამას "სარას ლისტი" ეწოდა და სწორედ აქედან მოვხვდი "ლიბერთიში", ლონდონში.

Sofo and Diane pernet

- რომელ ქვეყნებში იყიდება თქვენი სამკაულები ?
 -რამდენიმე წელია, რაც ტოკიოში ვიყიდები. ძალიან საინტერესო "კონცეპტ-სთორია", სადაც მსოფლიოს ყველაზე საინტერესო დიზაინერები არიან წარმოდგენილი. ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა, როცა მათთან ერთად ჩემი სამკაულებიცაა.



- სამკაულებზე რა ტექნოლოგიით მუშაობთ ?
-
ვმუშაობ ძალიან ძველი ტექნოლოგიით, რომელიც თავის დროზე შემოიტანა ერთმა ესტონელმა კაცმა და 90-იან წლებში ასწავლა ბიჭებს, რომლებისგანაც საბოლოოდ მე ვისწავლე.



- მამაკაცის ხაზის შექმნაზე თუ გიფიქრიათ ?
- ამ ბოლო დროს სულ ვფიქრობ ამაზე. რუსები ჩემ სამკაულებს სულ ქალებს არგებენ, ხოლო იაპონიაში ჩემ ნაქსოვ ზედებს ძირითადად მამაკაცები ყიდულობენ. მე ასმაგად მიხარია, რომ მათ გარდერობში ჩემი ნივთებია. ჩემი შემოქმედება გათვლილია ქალზეც და მამაკაცზეც.

Schon! Magazine 

- თქვენი შემოქმედება უფრო მეტად თვალისმომჭრელია თუ უფრო ღრმა შინაარსი აქვს ?
-
 ვიღაცისთვის ეს თვალისმომჭრელია. მე არ შემიძლია, ჩემი შინაგანის პატარა მოცულობით გამოხატვა.

Grigor Devejiev

- ამ ეტაპზე თუ ქმნით რაიმე ახალს და სამომავლოდ რას გეგმავთ?
 - კი , მაგრამ ჩემი შემოქმედება მხოლოდ 5% პროცენტისთვისაა, თუმცა ძალიან მშიშარა ვარ და ამ ბოლო კოლექციით ვცდილობ ეს გამოვხატო. ამ კოლექციას პარიზში წარვადგენ. ყველა ვერ გაიგებს და არც არის საჭირო.


Comments