აკა ფროდიაშვილის დებიუტი.

   

   აკა ფროდიაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა, როგორც სხვა ბევრისა, კონკურსით  "Benext" დაიწყო, სადაც დიზაინერმა პირველი კოლექცია წარმოადგინა, ამას მოჰყვა უკრაინის მოდის კვირეული. პარალელურად, მუშაობდა "Materiel"-ის შვილობილ კომპანია "Dots"-ში.

Photocredit Grigor Devejiev
  წელს აკამ პირველად წარმოადგინა კოლექცია თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე მისი სახელის ფარგლებში. აკა აქტიურად არის ჩართული ქართულ QWEAR ცხოვრებაში. მუდმივად უწევს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც თვითგამოხატვის არ ეშინიათ. დიზაინერის თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან მისთვის შთაგონების წყარო. „ სატანას ბალ-მასკარადი მოაწყოო“ - წერდა იტალიური Vogue.


  „მოდა ჩემთვის ადამიანების ოცნებების ახდენაა, ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი კოსტიუმები მათთვის საოცნებოდ ჩაცმადი და ხელმისაწვდომი იყოს. “ - აკა.

  აკას ბოლო კოლექციაში იგრძნობა გოთური თემატიკის გავლენა. ზოგიერთი პერსონაჟი აღებულია ფოლკლორული შემოქმედებიდან, შარლ პეროსა და ძმები გრიმების ზღაპრებიდანაც. თითოეული პერსონაჟი მეომარია, რაღაცისთვის იბრძვის და ეწინააღმდეგება სტანდარტებს.


- ჩვენების დამთავრების შემდეგ, ყველა გილოცავდა და უამრავი ადამიანი მოგროვდა. გაიხსენე ის ემოციები.

- ჩვენების დროს ჩემ გვერდით იყო ჩემი ბევრი მეგობარი , ლადო ბოკუჩავა, ალექსანდრე ახალკაციშვილი, გიორგი ქებურია, თიკო პაკსა, გრიგორიანი და ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც მამხნევებდა. ზოგადად, ჩვენი მსოფლმხედველობა გაიზარდა, რადგან დღეს აღარ გვიჭირს უცნობი ადამიანებისთის საქებარი სიტყვების თქმა.

- კითხვები შეგნებულად დატოვე ? 
- რა თქმა უნდა, მე ისტორიას ვწერ, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს ნელ-ნელა გავცემ პასუხს და ასე უფრო საინტერესო გამოვა.



- შენი აზრით,  რატომ არ სჯერათ ხშირად, დამწყებების ?

- იმედი მაქვს, ჩემ თაობას არ ეწყინება, თუმცა, ერთი წარუმატებლობის მერე, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და სხვა რაღაცის ძებნას იწყებენ. ეს ძიების პროცესი კი დიდხანს ეწელებათ. მე სიღრმისეული ძიების მომხრე ვარ.

- დღეს ბევრს დაობენ იმაზე არის თუ არა მოდა კომერცია , შენ როგორ თვლი ?

- ჩემ შემთხვევაში მოდა არის კომერცია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი უნდა აასრულო, ამიტომ არის დღეს ყველაზე კომერციული მინიმალიზმი, რომელსაც ბევრი ფიქრი არ სჭირდება.


- რა არის შენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ?

- შრომა. შრომა ძალიან ბევრი დეტალის გადასარჩენად ჩემი ოცნებებისა და სურვილებისა, რისგანაც მე შევდგები. შრომა, მართლაც, აკეთილშობილებს. დღეს, ამ სფეროში ბევრი ადამიანი შრომობს, ხოლო ვინც არ შრომობს, ვეღარც ვხედავთ.  

- მაღაზიის გახსნას ხომ არ აპირებ ?

- მაღაზიაზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ გამიხარდებოდა ქართველი ახალგაზრდა დიზაინერების „შოუ-რუმი“ რომ გაიხსნას. 



- ბოლოსთვის მინდა გკითხო, შენი აზრით, რა წვლილი შეიტანეთ ქართველმა ახალგზარდა დიზაინერებმა ქართული მოდის განვითარებაში ?

- ძალიან ბევრმა სწორედ ჩვენით გაიგო საქართველოს შესახებ. დღეს მსოფლიოსთვის ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი საქართველოში არის მოდა. 





Photocredit Beka Chokhishvili

Comments