Hotel - რატომ უნდა ვეწვიოთ სასტუმროს "Legends Tskaltubo spa resort"?
ვისაც ზამთრის ცივი დღეებისგან ცოტა ხნით მაინც გაქცევა სურს, შემომიერთდით! დღეს მოგიყვებით წყალტუბოში არსებულ ისტორიულ სასტუმროზე "Legends Tskaltubo spa resort".
პირველი გაჩერება - წყალტუბო. მანძილი - 7 კილომეტრი ქუთაისიდან. ლოკაცია - საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სანატორიუმი, სადაც დღესდღეობით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი" მდებარეობს.
გზად მიმავალს უამრავი კონტრასტული პეიზაჟი შემხვდა. სიმწვანეში ჩაფლული დანგრეული შენობები... საბჭოთა კავშირის კვალი აქ ყველგან იგრძნობა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნამდვილი ოაზისი ვინტაჟური ესთეტიკის მოყვარულებისათვის.
შენობა-ნაგებობები გარშემორტყმულია სხვადასხვა ორიგინალური ჩუქურთმებით. უამრავი დეტალი გაგვახსენებს ძველი საბერძნეთისა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.
ზაფხულში დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ გაირუჯონ აუზთან და დატკბნენ თვალწარმტაცი მზის ჩასვლით. ნარინჯისფერი ცის ასეთ პალიტრას, ვერც ზღვაზე და ვერც სადმე სხვაგან ვერ იხილავთ.
მოკლედ, "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი" ეს არის პატარა სამოთხე დედამიწაზე. ადგილი, სადაც რთულია განსაზღვრო დრო და სივრცე. ყოველივე ეს კონტრასტი შთაგაგონებს და გაიძულებს, რომ უფრო მეტი შემოქმედებითა და ფანტაზიით მიუდგე შენ საქმიანობას. ვფიქრობ, სანატორიუმი აუცილებლად უნდა ნახონ ხელოვანმა ადამიანებმა. მე კი დროებით, დაგემშვიდობებით. მომავალ ლოკაციაზეც მალე შეიტყობთ.

16 ჰექტარზე გაშენებულ ტყეში ამ ეტაპზე ორი კორპუსი ფუნქციონირებს. სასტუმროს ეზოში ვხვდებით შადრევნებსა და ძველებურ სკულპტურებს.ამ ყველაფრის დათვალიერების შესაძლებლობა ველოსიპედის საშუალებით გვეძლევა. სასტუმროს 140–მდე ნომრიდან იშლება ულამაზესი სანახაობა ქალაქისა და პარკის ხედებზე.
ამინდი - შესანიშნავი. სურნელი - გაზაფხულის. ისე ხარბად ვისრუტავდი
ჟანგბადს მგონია, რომ მთელი წელი მეყოფა. სასიამოვნო პერსონალმა და კომფორტულმა ოთახებმა საშუალება მომცეს სრულფასოვნად მეგრძნო დასვენების ფასი. ყველაზე მეტად, რამაც "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტში" მომხიბლა ეს არის ძველებური, მდიდრული ჭაღები.
გარდა ამისა, გამორჩეულია სასტუმროს საკონცერტო დარბაზი და ძველი ბიბლიოთეკა.ზოგიერთი დეტალი შემორჩენილია ხელუხლებლად. ბიბლიოთეკა განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა ფოტოსესიებისთვისა და გადაღებებისთვის.
შენობა-ნაგებობები გარშემორტყმულია სხვადასხვა ორიგინალური ჩუქურთმებით. უამრავი დეტალი გაგვახსენებს ძველი საბერძნეთისა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.
ზაფხულში დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ გაირუჯონ აუზთან და დატკბნენ თვალწარმტაცი მზის ჩასვლით. ნარინჯისფერი ცის ასეთ პალიტრას, ვერც ზღვაზე და ვერც სადმე სხვაგან ვერ იხილავთ.
ადგილის ისტორიულობას შენობაში არსებული მუზეუმიც ადასტურებს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვადასხვა საბჭოთა სიმბოლიკა. შემთხვევითი არც ის არის, რომ სანატორიუმს ხშირად სტუმრობდა სტალინი, თუმცა ელვის პრესლის ამ ცვილის ქანდაკებამ ყველაზე მეტად გამაოცა.
დაუკვირდით წარწერას. რამდენად დაცული იყო თანამშორმლების ინტერესები და უფლებები სანატორიუმში.
მოკლედ, "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი" ეს არის პატარა სამოთხე დედამიწაზე. ადგილი, სადაც რთულია განსაზღვრო დრო და სივრცე. ყოველივე ეს კონტრასტი შთაგაგონებს და გაიძულებს, რომ უფრო მეტი შემოქმედებითა და ფანტაზიით მიუდგე შენ საქმიანობას. ვფიქრობ, სანატორიუმი აუცილებლად უნდა ნახონ ხელოვანმა ადამიანებმა. მე კი დროებით, დაგემშვიდობებით. მომავალ ლოკაციაზეც მალე შეიტყობთ.

Comments
Post a Comment