L'HOMME LACOSTE INTENSE - ახალი არომატი "ვულე-ვუში".


 "ვულე-ვუ" აგრძელებს მომხმარებელთა განებივრებას. ყურადღების ობიექტი ამ ეტაპზე "LACOSTE"-ს ახალი არომატი "L'HOMME LACOSTE INTENSE" აღმოჩნდა.

ელეგანტურობა 
სამართლიანი თამაში
შეუპოვრობა


            L’Homme LACOSTE Intense შექმნილია დახელოვნებული პარფიუმერის მიშელ ჟირარდის მიერ, მას ეკუთვნის აგრეთვე კლასიკური ვერსიის, L’Homme Lacoste-ის არომატის შექმნაც. ახალი სუნამო ინარჩუნებს კლასიკურ არომატში წარმოდგენილ ხილის, სანელებლებისა და ტყის უნიკალურ ნაზავს, რომელსაც კიდევ უფრო გამოკვეთს და ახანგრძლივებს ვეტივერიასა და ციპრიოლის ნოტები.  მკვეთრი და გამოხატული  ზედა ნოტები აერთიანებს საუცხოო კომშისა და რევანდის სურნელს, რომელსაც აძლიერებს მანდარინისა და ფორთოხლის პიკანტურობა. სუნამოს გულში სუნელების ერთობლიობა ქმნის ინტენსიურ და ენერგეტიკულ კოქტეილს: წინ მოდის ძლიერი შავი წიწაკა, ჯანჯაფილი და ჟასმინი, რომელსაც ოდნავ არბილებს ნუშის სუნის ნაზავი. აქ ჩანს მთელი ის ძალა და ენერგიულობა, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს - ნიანგს.                         


    ძირითადი ნოტები გამოხატავს ძალაუფლებასა და მამაკაცურობას. კედარისა და აკიგალას ხის დომინანტური სურნელი ერწყმის ქარვასა და ვანილს. ვეტივერიასა და ციპრიოლის ფესვები დამატებით ინტენსივობას და მომნუსხველობას სძენს, რაც ასე უნიკალურს ხდის სუნამოს, L’Homme LACOSTE Intense-ს.                                                                                                               
    სუნამოს ბოთლი, მისი კლასიკური ვერსიის - L’Homme Lacoste-ის ფორმას იმეორებს, თუმცა ამჯერად სუნამო წარმოდგენილია გლუვ, მუქი ლურჯი ფერის ფლაკონით, რომელიც ხაზს უსვამს მასში არსებული სუნამოს სიძლიერეს.                                                                   

 


   L’Homme LACOSTE Intense–ის არომატი წარმოდგენილია 50 მლ  და 100 მლ ფლაკონებში, შხაპის გელი – 150 მლ. 

Comments