"INTER-ვიუ INTER-იერში" - ირინა ონაშვილი.

  
 
ირინა ონაშვილი
მიეკუთვნება მცირე ჩამონათვალს იმ მოდელებისა, რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს საკუთარი განათლებით.
 საინტერესო საუბრის მანერა, დახვეწილი იუმორი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და მომხიბვლელი ღიმილი, ირინა ონაშვილს არა მხოლოდ გამორჩეულ მოდელად, არამედ ერთ-ერთი წარმატებულ ქართველ ქალად აყალიბებს.
  მოდელობა 13 წლისამ დაიწყო, თუმცა ეს სფერო თავდაპირველად დიდად არც აინტერესებდა. ქასთინგი სკოლაში ჩატარდა და გასაკვირი არც არის, რომ მოდელად მხოლოდ ირინა შეარჩიეს. ერთ წელიწადში ერთ-ერთ მუსიკალურ კლიპში გამოჩნდა და პირველი ჰონორარით მობილური ტელეფონი შეიძინა.



  - რა არის ყველაზე რთული შენს პროფესიაში ?- მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში მოდელობა რთული არ არის. აქ ბევრად ნაკლებია მოთხოვნა, ვიდრე საზღვარგარეთ. იმდენად იშვიათად ტარდება მოდელებისთვის რაიმე ტიპის აქტივობები, რომ სირთულეზე საუბარი აღარ არის. ჩვენც გვქონდა სააგენტო და როცა მოდელებს ვურეკავდი, სიხარულით მთანხმდებოდნენ, დეტალებს არც მეკითხებოდნენ რა ხდებოდა.

- საზღვარგარეთ სად გიმუშავია ?
-
საზღვარგარეთიდან შემოთავაზებები მქონია, მაგრამ ასე მარტივად ვერ გადავდგი ნაბიჯი. სტამბოლში ვიყავი ერთ-ერთ სააგენტოში და ისეთი რთული სიტუაცია იყო, უფრო სერიოზული რამის სურვილი აღარ გამიჩნდა. ამ სფეროში უნდა გაუძლო კონკურენციას, რადგან უამრავი ლამაზი ქალი არსებობს და მოგიწევს უსაზღვრო თავდაჯერების გამოჩენა. შესაძლებელია ფსიქოლოგიურად ისე განადგურდე, ვერ გამოყო თავი გარეთ. ამ თაობის მოდელები უფრო თავდაჯერებით დგავენ ამ ნაბიჯებს.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ ?
-
 დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მივეჩვიე და ვერ ვჩერდები. სახლში ყოფნით ცუდად ვხვდები.



- სახლში როგორი ხარ ?
- ძალიან აქტიური ვარ. გამორიცხულია, რომ რაიმე დეტალი გამომრჩეს. ჩემი შვილის სწავლის გრაფიკი, კვებისა და ძილის რეჟიმი ზეპირად ვიცი. ერთადერთი სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს.

- სახლის რომელ კუთხეში შეიძლება შენი პოვნა ყველაზე ხშირად ?~
- ძალიან მიყვარს აივანზე ყოფნა და ჭიქა ყავის დალევა.

- სახლის ინტერეიერში რომელი ფერები მოგწონს ?
-
ბოლო წლებში ორი სახლის შეცვლა მოგვიწია და ყოველთვის ნათელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ არა თეთრს. თეთრი კედლები კლინიკის ასოციაციას მიტოვებს. მიყვარს თბილი ნაცრისფერი და ჩალისფერი, თუმცა ლავირებაც შეიძლება.

-

- ავეჯის არჩევისას სილამაზეს, კომფორტს თუ ხარისხს ანიჭებ უპირატესობას ?
-
ხარისხი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- ერთ მაგიდასთან ოჯახური ვახშმის ტრადიცია გაქვთ ?- კი, ჩემი დიდი ოჯახიდან გამომდინარე გვიყვარს ერთად ვახშმობა. თან ახლოს ვცხოვრობთ. მარტო ყოფნა არ მიყვარს და ბედნიერი ვარ, როცა მე და ჩემი სამი და ვიკრიბებით.

- შენი სამომავლო გეგმები როგორია ?- ჩემი სამომავლო გეგმები ჩემ პროფესიას, საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება. ეს  პროფესია ძალიან მიყვარს და მგონია, რომ თავდაპირველად, იურიდიულზე ჩაბარებით ძალიან შევცდი. არასდროს არაფერს არ ვირჩევ, არც მეგობრებს, არც საქმეს. ერთადერთი რასაც ვირჩევ ეს პოზიტიური  გარემოა, რათა გვიან დავბედრე, ასე, რომ ვნახოთ...







ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო იკა ჩელიძე Chelo
ლოკაცია"ბელჰაუსი" . მის: აღმაშენებლის ხეივანი 8 ნომერი.

Comments