"INTER-ვიუ INTER-იერში" - ნიკო კანკია.


     ეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რომელიც ძალიან წააგავს ჯამელ დებოუზს ნიკო კანკიაა. საზოგადოების უმრავლესობა მას უკვე კარგად იცნობს სხვადასხვა სერიალებიდან და საჯარო აქტივობებიდან.
  პროფესიით მარკეტოლოგია და ცხოვრების რაღაც ეტაპზე აღმოაჩინა, რომ მარკეტინგი და შემოქმედება კარგად ერწყმის ერთმანეთს.
 დღეს ნიკო ჩემი რუბრიკის სტუმარია და ის უფრო უკეთ გაგვარკვევს მის მრავალმხრივ შემოქმედებით ბუნებაზე და პროფესიაზე. ფოტოსესია ტრადიციულად ჩვენ პარტნიორ , საყვარელ "ბელჰაუსში" ცინცაძის 14ში გაიმართა. ბელჰაუსი გვთავაზობს მაღალი ხარისხის ბელორუსიულ, იტალიურ , პოლონურ და უკრაიმულ ავეჯს.



- რა თვისებით უნდა გამოირჩეოდეს მარკეტინგში მომუშავე ადამიანი ?
-
მარკეტინგის გუნდში მომუშავე ადამიანი შემოქმედებითი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს. მუდმივად ვმუშაობდი, რომ ჩემი ორი მხარე შემოქმედებითი და მეტად მათემატიკური, გამეერთიანებინა. მთლიანობაში ჩემი თავი მივიღე.არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის ჩემი საქმიანობა, მაგრამ სხვისი თვალით დანახული ნიკო საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ავლენს.

- როგორ ჩამოყალიბდი, როგორც მსახიობი და როგორი ტიპის გამოცდილება მიიღე ამ კუთხით წლების განმავლობაში, მეტად თეატრალური თუ კინომატოგრაფიული ?
-
მსახიობად ოცი წლის ასაკში ჩამოვყალიბდი. ყველაფერი თოჯინების თეატრიდან დაიწყო. სცენის სიყვარული ბავშვობიდან თან მსდევს. კამერებთან ხშირი კონტაქტი არ მქონია, თუ არ ჩავთვლით რეკლამებს და სხვადასხვა ვიდეო-რგოლებს, ამიტომ ვფიქრობ, ამ კუთხით მეტად დასახვეწი ვარ. ყველაფერს დრო სჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად.


- როგორ მოხვდი სერიალში ? - სერიალში ძალიან შემთხვევით მოვხვდი. როგორც ბევრმა დანარჩენმა, მეც ქასთინგი გავიარე და ერთ-ერთ როლზე დამირეკეს. თავიდან ცოტა მოულოდნელი იყო, ვინაიდან სერიალებში დიდი გამოცილება არ მქონია, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. რამდენადაც პასუხისმგებლობით მოვეკიდე, იმდენად პროფესიული თავდაუჯერობლობით ვთამაშობდი თავიდან, თუმცა დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ჩემი პერსონაჟი , გივიკო ვითარდება.

 - რას ფიქრობ შენს პერსონაჟზე ?
- გივიკო არის ტიპი, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვაგვარად ცხოვრობდა. ადრეულ ასაკში ალბათ, აქტიური იქნებოდა და ცხოვრების ბნელი მხარეებიც გამოვლილი აქვს. შემდეგ დაოჯახდა და თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა ისევ ლაპარაკობს ჟარგონებით. მთლიანობაში კარგი ტიპია და აზროვნებს, რაც ჩემს პერსონაჟში მომწონს.


- ხშირია შემთვევა, როცა პერსონაჟს რეალურ ცხოვრებაში მსახიობთან აიგივებენ. მსგავსი შემთხვევა თუ გქონია ?
-
თუ ასე ხდება, ეს კარგია. ესე იგი შენს პერსონაჟს კარგად აწვდი მაყურებელს. ბოლო ეპიზოდებმა ძალიან ცნობადი გახადა ყველა პერსონაჟი, მათ შორის გივიკოც და შესაბამისად, მსახიობებიც. ყველა მეკითხებოდა მოკლავდა თუ არა მთავარი გმირი, ცოლს. რეგიონებიდან მირეკავდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გამოჩენილან.

- ძალიან კარგი სტილი გაქვს. რისგან შედგება შენი გარდერობი ?- ბევრ რამეს ვერ ვიხდენ, ამიტომ ხშირად სტანდარტებს ვუხვევ და შესაძლოა, ორი ერთი შეხედვით აცდენილი რამ ერთმანეთს შევუსაბამო. ჩემი სტილი ევროპული ქვეყნების გავლენას განიცდის. მიყვარს კლასიკური სტილი - სმოკინგეგი, აქსესუარები - მთლიანობაში ჩაცმულობას დეტალები ხდის იდეალურს.


- სახლის ინტერიერზეც მინდა, გკითხო. როგორია შენი საოცნებო სახლი ?
- ჩემი საოცნებო სახლი ჩემ მიერ იქნება აშენებული. ამ შემთხვევაში იკვეთება ორი ტიპის ჩემთვის სასურველი სახლი. ერთია, რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და დახუნძლულია ბევრი ძველი ნივთით, შესაძლოა, რომ ერთ ადგილას ბევრი ნივთი იყოს თავმოყრილი, თუმცა საბოლოოდ სიმყუდროვეს ქმნიდეს. მეორე სახლი მინიმალისტურია. ჩემთვის კომფორტი უმთავრესია. კომფორტია ჩემთვის ავეჯი, განათება, ფერი და შეხებისგან მიღებული სიამოვნება.

- ნივთები როგორი გექნებოდა ?
-
ნივთები აუცილებლად ხის მექნებოდა, გარდა ამისა ბევრი ხალიჩები მექნებოდა .


- სამომავლოდ რას გეგმავ ?
- სამომავლოდ, კარიერული გეგმები მაქვს, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ. როცა ჩემ გეგმებს ვადგენ, კარიერას ყოველთვის პირველ ადგილზე მოვიაზრებ, თუმცა რიგით მეორე მიზანი ჩემი ხელით აშენებული სახლია.







Comments