"INTER-ვიუ INTER-იერში" - სალომე შარვაძე.




    ოლო პერიოდში მასზე ბევრს საუბრობენ. მისი ცნობადობის ზრდა ერთ-ერთ ქართულ სერიალში შესრულებულ როლსა და სერიალში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დღეს ჩემს რუბრიკას მსახიობი სალომე შარვაძე სტუმრობს.
   აქვე, დავამატებ, რომ ჩვენ პარტნიორ კომპანია "ბელჰაუსში" სიახლეა. რომანტიკული კონკურსი ბელჰაუსისგან! 12 დან 28 თებერვალის ჩათვლით მობრძანდით ბელჰაუსის ნებისმიერ ფილიალში თქვნეს მეწყვილესთან ერთად (ცოლი, ქმარი, შეყვარებული). გადაიღეთ სახალისო ფოტო "ბელჰაუსის" ავეჯის ფონზე ,დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება და გახდი ულამაზესი საწოლის მფლობელი (საძინებელი სოფია , ფასი -9350 ლარი). 

📍 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწონებული ბელჰაუსის ფბ გვერდი.
📍უნდა გააზიაროთ საკონკურსო პოსტი.
📍 ბელჰაუსში გადაღებული ფოტო უნდა ატვირთოთ თქვენს გვერდზე საჯაროდ ჰაშთეგით #Belhousegift

  თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ, მე კი სალომეს საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.

- როგორი რეაქცია გაქვს, როცა ხალხი ქუჩაში გცნობს ?
ძალიან მიხარია . უზომოდ სასიამოვნოა, როცა გცნობენ , კომპლიმენტებს გეუბნებიან, განიცდიან შენი პერსონაჟის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს, გგულშემატკივრობენ. - რამდენად რთულია პოპულარობა ? - ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები . როცა ირჩევ ამ გზას , მზად უნდა იყო, რომ შენზე ბევრს ისაუბრებენ, იჭორავებენ , გაგაკრიტიკებენ, განხილვის და განსჯის საგანი გახდება შენი პირადი ცხოვრება ან შენი გადაცემაში სტუმრობა. ამას ვერ გაექცევი , მიუხედავად იმისა რომ შეიძლება, ხანდახან დამღლელი იყოს ყველაფერი. თუმცა მე უკმაყოფილო არ ვარ , როგორც ჩანს არ მწირავენ ჭორიკნები. ცუდი და ძალიან უარყოფითი ჭორი საკუთარ თავზე არ გამიგია და არც ბულინგის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. ვცდილობ არ შემეშალოს არაფერი. მოკლედ , პოპულარობას ძირითადად ჩემთვის დადებითი ემოციები მოაქვს და ყველაფერში მეხმარება.
- რაზეა დამოკიდებული წარმატება ? - წარმატების 3 კომპონენტია: იღბალი , შრო მისმოყვარეობა და ნიჭი. ისე არაფერი არ გამოვა . - მომიყევი შენი საქმიანობის მრავალფეროვნებაზე . - პროფესიით მსახიობი ვარ. ჩემი მთავარი საქმე კი როგორც მსახიობის, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალებია”. აგრეთვე, ვარ ერთ-ერთი წარმატებული სამშენებლო კომპანიის "Casade 360" -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი , პარალელურად "Colosseum marinas" 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მარკეტინგის სამსახურის ხელნძღვანელი . ასევე, კომერციული დირექტორი რედაქცია N3-ისა, რომელიც უშვებს : Forbes (women) -ს , კულინArt-ს და ა.შ ... - როგორია შენი სტილი და რამდენად ადევნებ თვალყურს მოდას ? - ჩემი სტილი არის უფრო თავისუფალი და სპორტული. Smart casual სტილი , ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. მოდის ტენდენციებს თვალყურს ვადებნებ , თუმცა რაც არ მომწონს , მაგრამ მოდაშია იმას ვერასდროს ჩავიცვამ. მე უნდა მომწონდეს, მიხდებოდეს და კარგად უნდა ვგრძნობდე იმ სამოსში თავს.                - რას ფიქრობ ქართველ მსახიობებზე, რამდენად წარმატებულები არიან ისინი საზღვარგარეთ ? - ქართველი მსახიობებზე რას ვფიქრობ ? უცნაური შეკითხვაა . რთულია ასე კოლექტიურად, ყველა ერთად განიხილო . ძალიან ბევრი ქართველი მსახიობი მომწონს , არიან ისეთებიც, ვინც არ მომწონს. საზღვრებს გარეთ წარმატებული ქართველი მსახიობებიც არსებობენ, მაგალითად მერაბ ნინიძე , რომელიც ძალიან მიყვარს , ძალიან ვგულშემატკივრობ და მისი ყველა სიახლე მეამაყება და მახარებას. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა მსახიობი ირაკლი კვირიკაძეც კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. ძალიან ნიჭიერი , სიმპატიური და წარმატენული ახალგაზრდა მსახიობია . - როგორია შენი ოცნების სახლი ? - ჩემი ოცნების სახლი არის სუფთა ჰაერზე . ერთსართულიანი დიდი სახლი, სადაც ყველა ოთახს საკუთარი აბაზანა და საპირფარეშო ექნება - ბევრი თეთრი ფერი, ხეები და მაღალი ჭერი , დიდი კარებები და ბევრი შუშები ... - თავად თუ მიგიღია მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებში და როგორი გემოვნება გაქვს სახლის ინტერიერში ? - სულ ახლახანს მოვრჩი რემონტს და აი დღე-დღეზე გადავდივარ ახალ სახლში. ყველაფერში ჩართული ვიყავი , რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლი, სადაც ვიცხოვრებ ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მე მომწონს. შეძლებისდაგვარად, ასეც მოხდა. ძალიან მომწონს და უკვე ძალიან მიყვარს ჩემი სახლი ! - სახლის რომელ კუთხეში/ადგილას შეიძლება შენი პოვნა ყველაზე ხშირად ? - იმდენად იშვიათად ვარ სახლში , ალბათ ყველაზე მეტ დროს საძინებელში ვატარებ. თუმცა, სამწუხაროდ საწოლში ნებივრობისთვის არასდროს მცალია. -სამომავლოდ რას გეგმავ ან ცხოვრების ამ ეტაპზე რა არის შენთვის პრიორიტეტული ? - ძალიან ბევრი პროექტი მაქვს წელს განსახორციელებელი. ყველა ჩემს სამსახურში ბევრი სიახლე იქნება. პრიორიტეტული როგორც გითხარით, ჩემთვის ჩემი პირველადი პროფესია - მსახიობობაა, ამიტომ ველი როგორ განვითარდება ჩემი პერსონაჟის, ქეთის ცხოვრება სერიალში და რა თქმა უნდა, საინტერესო კინო-როლების მოლოდინშიც ვარ.                                              
გიგა უჩუვატოვი.

Comments