"INTER-ვიუ INTER-იერში" - ნათია შელეგია.
შეიძლება ითქვას, რომ ნათია შელეგია ქართული პოდიუმის პიონერია. ჩემი დღევანდელი რესპოდენტი, რომელიც ტრადიციულად "ბელჰაუსში" ჩავწერე, მოღვაწეობას მაშინ იწყებს, როცა მოდელის პროფესია არც თუ ისე გავრცელებული იყო თბილისში. ცოტამ თუ იცის ისიც, რომ პირველი "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი, ჯერ კიდევ, 90-იანებში სწორედ ნათია გახდა.
საინტერესოა, თუ რას ჰყვება თავის კარიერულ საწყისზე მოდელი.
- როგორ დაიწყეთ თქვენი კარიერული მოღვაწეობა ?
- დღეს რომ ყველა გოგონას მოდელობა უნდა, მაშინ ასე არ ყოფილა. ბავშვობიდან ყოველთვის მაღალი ვიყავი . ერთხელ, ქუჩაში გამაჩერა სამოდელო სახლის კონსტრუკტორმა ქალმა და მკითხა მსურდა თუ არა მოდელობა. 14 წლის ვიყავი. კონკურსი ტარდებოდა და ვიფიქრე, რატომაც არა ?! მივედი და ამიყვანეს. პირველი ხელფასიც მაშინ დამერიცხა.
- მოდელის როგორი პარამეტრები იყო აქტუალური მაშინ ?
- საკმაოდ უცნაური პარამეტრები იყო. როცა პირველად მივედი სხვადასვა ასაკის ქალბატონები დამხვდნენ, მათ შორის ერთი ხნიერი. ყველაზე პატარა მე ვიყავი და ჩემი თანატოლები შემდეგ შემომემატნენ.
- თუ გახსოვთ პირველი ჩვენება რომელზეც გამოხვედით ?
- პირველი ჩვენება ალბათ, თავად სამოდელო სახლმა ჩაატარა. იქ საკუთარი პოდიუმი გვქონდა და ხშირად მართავდნენ ჩვენებებს. გარდა ამისა, ჩვენებები ტარდებოდა უნივერმაღის ბოლო სართულის დიდ დარბაზში, ახლა ამ ადგილას გალერეა თბილისია.
- შეიძლება ითქვას, საქმიანობას ახლაც აგრძელებთ, რამდენიმე წლის წინ ანუკა ქებურიას ჩვენებაზე გამოხვედით...
- ეს იყო ანუკა ქებურიას ჩვენება , თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულის ფარგლებში. ისეთ ასაკში ვარ, ვფიქრობ, ცოტა უხერხულია მე რომ პოდიუმზე გამოვიდე. ანუკა ძალიან კმაყოფილი დარჩა და მეც ძალიან მომეწონა ის ჩვენება.
- როგორია პარალელები და განსხვავება იმ დროინდელ ქართულ სამოდელო სფეროსა და დღევანდელს შორის ?
- ძალიან დიდი განსხვავებაა. იმ დროინდელი სტანდარტები არც მახსოვს. ჩვენებაზე ფეხსაცმელი ყოველთვის ჩემი მქონდა. მაკიაჟი გვიან შემოვიდა, თორემ თავიდან ჩვენ ვიკეთებდით. არც სააგენტოები არ იყო. მხოლოდ წლების მერე ნატაშამ, რომელიც ქორეოგრაფად მუშაობდა, დაარსა სააგენტო "ნატალი". იშვიათად, მაგრამ მაინც, საზღვარგარეთ რომ წასულიყავი, სრულიად დაუცველი იყავი.
- თქვენ თუ გიმუშავიათ საზღვარგარეთ ?
- პარიზის სააგენტო "კასა ბლანკადან" მქონდა მოწვევა. ჩავედი, თუმცა საერთოდ ვერ გავაგებინე საიდან ვიყავი. "ჯორჯია" ამერიკის შტატი ეგონათ. საბოლოოდ, ყველაფერი სიყვარულის გამო დავთმე და ორ-სამ თვეში წამოვედი. ალბათ, ცოტა ვიზარმაცე კიდეც. ქასთინგზე მისასვლელად დილის ექვს-შვიდ საათზე გვიწევდა ადგომა. ცხადია, მძღოლი არ მყავდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩანთაში მედო და ისე დავდიოდი.
- პარიზის ქუჩებშიც თუ გაჩერებდნენ ?
- კი, ძალიან ხშირად. ხან ფოტოს მიღებდნენ, ხან კომპლიმენტს მეუბნებოდნენ. იქ უფრო მეტად გახსნილი ხალხი ცხოვრობდა.
- როდის მიხვდით რომ თქვენი თავი ამ სფეროში ამოწურეთ ?
- პოდიუმს ეტაპობრივად მას მერე ჩამოვშორდი, რაც მეორე შვილი გამიჩნდა.
- თქვენი ქალიშვილი ნუკაც, მოდის სფეროში მოღვაწეობს, რამდენად იმოქმედა თქვენმა პროფესიამ მის არჩევანზე ?
- ნუკა ამბობს ხოლმე, რომ "ბექსთეიჯში" გაიზარდა. ინტენსიურად, როცა ვმუშაობდი სულ თან დამყავდა და ცხადია, ამან იმოქმედა, თუმცა მოდელობაზე არასდროს უფიქრია, დიზაინერობა უფრო აინტერესებდა. ჩემი რჩევით, პროფესიად დიზაინერობა არ აურჩევია, მაგრამ მაგისტრატურა ამ სფეროში დაამთავრა და დღესდღეობით ძალიან წარმატებულია.
- სამი შვილი გყავთ. რამდენად რთულია შვილების აღზრდა და თუ უშლის ხელს კარიერაში ?
- ნამდვილად, უშლის. მიკვირს ხოლმე, როცა კარიერას და მრავალშვილიანობას უთავსებენ. გამორიცხულია, რაიმე უყურადღებოდ არ დარჩეს.
- თქვენი სახლი როგორია ?
- ძველ უბანში ვცხოვრობ და სახლიც საკმაოდ ძველია და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ისტორიულ ძეგლად ითვლება, ამიტომ დიდ ცვლილებებს ინტერიერში ვერ შევიტან.
- და როგორზე ოცნებობთ ?
- ვოცნებობ დიდ აუზიან სახლზე, თავისი ბაღითა და ვერანდით. ახალ სახლში კლასიკურსა და თანამედროვე სტილს შევუსაბამებდი ერთმანეთს . გამოვიყენებდი მწვანე ფერს, წითელი ჩანართებით.
- სამომავლოდ რას გეგმავთ ?
- ჩემი ბიზნესის წამოწყება მინდა და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო სანდრო ჯანიაშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი".

Comments
Post a Comment