სად შეიძლება თბილისში ყველაზე გემრიელი ვაფლების დაგემოვნება ?
მკაცრი დღის რეჟიმის ფონზე, დიეტის დროსაც კი თითოეულ ჩვენგანს ენერგიის აღსადგენად სხვადასხვა სახის ტკბილეულის ზომიერი რაოდენობა გვჭირდება. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, განსაკუთრებით კი შოკოლადი. კითხვა, თუ სად ამზადებენ ყველაზე გემრიელ ტკბილეულს თბილისში ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ალბათ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც, შეგხვედრიათ ინსტაგრამზე უცხოელი ბლოგერების პოსტებში მადისაღმძვრელი ვაფლები,რომლებიც გაფორმებულია სხვადასხვა სახის შოკოლადებით, კრემითა და ხილით. გაიხსენეთ, რამდენჯერ გინატრიათ მათი დაგემოვნება ?! ხოდა თქვენთვის სიურპრიზი მაქვს ! ასეთი ტიპის ვაფლები უკვე თბილისშია. ამ სიახლესთან დაკავშირებით ფალიაშვილის 18-ში მდებარე "Waffle House Vake"-ს მფლობელს, ოთარ მუჩიაშვილს გავესაუბრე.
- რას გვთავაზობს "Waffle House Vake"-ს და როგორ გაჩნდა მისი გახსნის იდეა ? - ჩვენი ვაფლის სახლი სხვადასხვა ტიპის ვაფლებისა და შეიკების არჩევანს გთავაზობთ. ასევე, გვაქვს "illy"-ს ყავა და "Althouse"-ს ჩაი.გახსნის იდეა გერმანული ანალოგიდან მოდის. გერმანულ ვაფლის სახლს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ აქვს. მზადდება არა მხოლოდ ტკბილეული, არამედ ბურგერებიც და ა.შ. სამომავლოდ ჩვენც ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის საკვებიც დამატებას. ამ ეტაპზე კი ვფართოვდებით და კიდევ ერთი ფილიალი "Tbilisi Mall"-შიც გვემატება.
- მომხმარებელი სრულიად თავისუფალია. მათ შეუძლიათ, ვაფლზე დაამატონ ნებისმიერი სახის შოკოლადი, ტოპინგი, ჯემი, თაფლი და რა თქმა უნდა, ხილი. ასევე, გვაქვს სხვადასხვანაირი შეიკები.
- და ბოლოს მიტანის სერვისით სარგებლობა თუ შეუძლია მომხმარებელს ?
- კი. ჩვენ ვთანამშრომლობთ Wolt-თან, Menu.ge-თან, Iris-თან და მალე ვაპირებთ Glovo-სთანაც.
- კი. ჩვენ ვთანამშრომლობთ Wolt-თან, Menu.ge-თან, Iris-თან და მალე ვაპირებთ Glovo-სთანაც.










Comments
Post a Comment