თაკო ჩხეიძე გვასწავლის როგორ მოვირგოთ მამაკაცის პიტჯაკი.



ერ კიდევ, 30-იან წლებში, ჰოლივუდის ვარსკვლავი , მარლენ დიტრიხი, აღმოჩნდა პირველი ქალი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მამაკაცის პიტჯაკით გამოჩნდა. მას შემდეგ თითქმის 90 წელი გავიდა, თუმცა მამაკაცის პიტჯაკი ქალბატონის გარდერობის განუყრელ ნაწილად ითვლება. თუმცა, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები, რადგან ამისათვის არსებობს მოდის ისტორია, რომელიც ყველა ჩემი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.
 დღეს მე შევეცდები თქვენამდე მოვიტანო თანამედროვე ქართული მოდის სფეროს ცნობილი წარმომადგენლისა და ერთგვარი სტილი ფუძემდებლის , თაკო ჩხეიძის თვალით დანახული მამაკაცის პიტჯაკები,როგორც ქალის გარდერობის განუყრელი კომპონენტი. 

თაკო ჩხეიძე - თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, ჟურნალ "ნარგის" საქართველოს რედაქტორი და "ჯეო-მოდელსის" დამფუძნებელი.
- თაკო, რამდენად მისაღებია შენთვის ქალის გარდერობში მამაკაცის პიტჯაკი და რა არის შენი პირველი ასოციაცია მამაკაცის პიტჯაკის ხსენებისას ქალბატონების კონტექსტში ?

ზოგადად, ეს სტილი ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს არის მუდამ აქტუალური კლასიკა. ბოლო რამდენიმე წელია მამაკაცის "Over-size" პიტჯაკები და შარვლებია მოდაში. მინდა გითხრათ, რომ მშვენივრად მოვირგე ჩემი მეუღლის პიტჯაკები. მახსენდება, სან ლორანის ძველი კამპანიები და ჩვენებები.

- რამდენად აქცევ მნიშვნელობას ფერს, ფაქტურას ან პრინტს ?

-
 უპირატესობას შავ ორეულებს ვანიჭებ, თუმცა, ყოველდღიურობაში შესაძლოა, არჩევანი გავაკეთო კუბოკრულზე. ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი ასეთი ორეული აქვს და რამოდენიმე მოვიპარე, რაც გააპროტესტა.



- თუ იცვლება შენი განწყობა, როდესაც მამაკაცის სმოკინგს ირგებ ?

-
 კი, მეტად თავდაჯერებული ვხდები. ბოლო პერიოდში საღამოს კაბები ცოტახნით გვერდით გადავდე,ხოლო უპირატესობა შარვლებსა და პიტჯაკებს მივანიჭე. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ თბილისის მოდის კვირეულის ბოლო სეზონის გახსნა  ფუნიკულიორზე, სადაც სმოკინგი მეცვა.

- დღეს ჩვენს ექსპერიმენტში "Bespoke Tbilisi" დაგვეხმარება. ერთად მოვედით, ჭონქაძის 14-ში, რათა შევარჩიოთ რამოდენიმე პიტჯაკი შენთვის. შეგიძლია რამდენიმე სიტყვით გვიამბო ბრენდზე ?

-
 ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია მომხმარებელია მსოფლიოში გავრცელებული სერვისის "Surmmesur",რომლის მიხედვითაც შენ შეგიძლია თავად შეარჩიო შენი პიტჯაკის ქსოვილი, ფერი,ფაქტურა, ზომა და შეაკერინო. ამის გაკეთება საქართველოში მოგვინდა. ქართველ მამაკაცებს ჩაცმა ძალიან უყვართ და მათგან ხშირად მსმენია წუხული, რომ ისინი დაიჩაგრნენ და მხოლოდ ქალების კოლექციები იქმნება.



- რომელი მსოფლიო ბრენდების ნაჭრებია წარმოდგენილი "Bespoke"-ში ?
Reda, Vitalie Barberis Canoniaco, Loro Piana, Dormeuil... ეს ის მცირე ბრენდების ჩამონათვალია, რომლის მატერიასაც ჩვენი კომპანია კერვის დროს იყენებს.  - რამდენი დრო სჭირდება პიტჯაკის დიზაინის შერჩევას და შემდეგ, შეკერვას? - დიზაინის შერჩევას ერთი საათი სჭირდება, ხოლო შეკერვას ოთხი კვირა. ტანსაცმელი ევროპაში იკერება და იქიდან იგზავნება. მომხამარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია მიუთითოს პიტჯაკზე ან შარვალზე თავისი ინიციალებით.


- გარდა სმოკინგებისა რისი შეძენა შეუძლია "Bespoke Tbilisi"-ში მოსულ მომხმარებელს ? - ჩვენთან წარმოდგენილია პერანგები და აქსესუარებიც, ბაფტები, წინდები, ქამრები, ცხვირსახოცები და ა.შ - თაკო ძალიან დიდი მადლობა შენ ინტერვიუსთვის და "Bespoke Tbilisi" - ს მასპინძლობისთვის.




ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "Bespoke Tbilisi" - ჭონქანის ქ.14
2019

Comments