ბრენდი "ნინიმო" ახალი კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხით მიუსაფარ ძაღლებს დაეხმარება.
დიდი ხანი არ არის, რაც ბრენდი "ნინიმო" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა პოპულარობა და ხალხის სიყვარული უკვე დაიმსახურა. "ნინიმოს" თითოეული კოლექცია და ფეხსაცმელი გვიყვება ისტორიას, რომელიც დიზაინერის ინსპირაციიდან მოდის. წინა წლებში ბრენდის კრეატიული დირექტორის, ნინი მოსულიშვილის შთაგონების წყარო იყო წარმატებული ქალი, რომელიც მუდმივად მუშაობს და სჭირდება კომფორტული და ამავდროულად, ტენდენციური ფეხსაცმელი. მომხმარებელთა სეგმენტი კვლავ, წარმატებულ და ძლიერ ქალებს მოიცავს, თუმცა ახალ კოლექციაში ახალი თემაც გაჟღერდა.
NINIMO /SS 19-ის ახალი კოლექციის ინპირაცია ცხოველები , კერძოდ ცხენები და ძაღლებია. ფეხსაცმელების ახალი მოდელით დიზაინერმა გარკვეულწილად გამოხატა სოლიდარობა მიუსაფარი ძაღლების მიმართ. კოლექციაში არ არის გამოყენებული არც ერთი ნატურალური ქსოვილი და ბრენდის ახალი კონცეფციაც "Animal Friendly"-ა.
მუდმივი სასიცოცხლო საწყისები . ცხენი, როგორც ენერგიის, სიძლიერის, თავდაჯერებისა და სიცოცხლის სიმბოლო. - ძირითადი მესიჯები ახალი კოლექციის ფოტოსესიაშიც იკითხება.
მუდმივი სასიცოცხლო საწყისები . ცხენი, როგორც ენერგიის, სიძლიერის, თავდაჯერებისა და სიცოცხლის სიმბოლო. - ძირითადი მესიჯები ახალი კოლექციის ფოტოსესიაშიც იკითხება.
ახალი კოლექციის პრეზენტაცია 10 მარტს, 19:00- დან , ჯანაშიას 10-ში მდებარე "NINIMO"-ს ფეხსაცმელების მაღაზიაში იგეგმება. პრეზენტაცია საქველმოქმედო სახისაა. ბრენდი გაყიდული ფეხსაცმელებიდან შემოსული თანხით მიუსაფარ, და უპატრონო ძაღლებს დაეხმარება.
Photographer Sandro Janiashvili
Model Liza Koberidze ( Natali Models)
Styling Giga Uchuvatov
MUA Beauty Zone Tbilisi/Keso Arakhamia
Hairstyle Beauty Zone Gogasus/Marta Qiqava
Model Liza Koberidze ( Natali Models)
Styling Giga Uchuvatov
MUA Beauty Zone Tbilisi/Keso Arakhamia
Hairstyle Beauty Zone Gogasus/Marta Qiqava







Comments
Post a Comment