"INTER-ვიუ INTER-იერში" - ლალი გუშიკაშვილი.
დღევანდელი ჩემი რუბრიკის ""INTER-ვიუ INTER-იერში" სტუმარია, ქართველი მოდელი და "ინფლუანსერი" ლალი გუშიკაშვილია. ლოკაცია კვლავ უცვლელია, "ბელჰაუსი", რომელშიც წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ბელჰაუსში" წარმოდგენილია Mayerline , Bydgoskie, Swarzed home ,Molodechnomebel , Vileiskaya Mebel , Laguna და ა. შ
ბელჰაუსში შეხვდებით ყველაფერს თქვენი სახლის სიმყუდროვისა და კომფორტისთვის : რბილი ავეჯი, საძინებლები, მისაღები ოთახის ავეჯი, სამზარეულოები და საბავშვო ავეჯი. ყველაფერი "ბელჰაუსში" .
- ლალი, მუდამ აქტუალური ხარ, ხშირად სტუმრობ საჯარო ღონისძიებებს და ყურადღების ცენტრში ხარ. როგორ შეძელი შენი იმიჯის შენარჩუნება ?
- ასე ვერ ვიტყვი, გიგა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვჩანდი. 23 წლამდე აქტიური მოდელი ვიყავი და ძლიერი დიზაინერების ჩვენებაზე გამოვდიოდი. შემდეგ გავთხოვდი და შემეძინა შვილი. გადავედით საზღვარგარეთ საცხოვრებლად და დაახლოებით,10 წელი იქ ვიყავით. შეიძლება ითქვას, 14 წელი მქონდა პაუზა და ამის მერე გამოვჩნდი. დაგეგმილი არ მქონია. ზოგადად, ამხელა პაუზის შემდეგ არავინ არ ბრუნდება მოდის სფეროში. გავააქტიურე Instagram და როგორც ჩანს, დიზაინერებს და სილამაზის სფეროში მოღვაწეებს ფოტოები მოეწონათ. გავხდი ისევ საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი "ინფლუანსერი".
- როგორია შენი ერთი დღე ? მოდი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ შენს საქმიანობაზე.
- ჩემი ერთი დღე ძალიან დატვირთული და რთულია. პირველრიგში ოჯახი. მყავს ორი შვილი და სახლის საქმეებშიც არავინ მეხმარება. პლუს მიმყავს ჩემი "Instagram" გვერდი და ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან. გარდა ამისა, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ვეხმარები პრ-ში და მარკეტინგში. "წარმატებულ ქალთა კლუბის" წევრი ვარ. ესაა ახალი კლუბი, სადაც ძალიან სერიოზული ქალბატონები არის გაწევრიანებული. ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ საკითხებში. კიდევ ერთი საქმე, რომელიც მეამაყება, თუმცა თავის გამოჩენისგან თავს ვიკავებ ეხება ქართველ უჭკვიანეს და მოტივირებულ გოგონას, თათა ქართველიშვილს, რომელსაც ლოს-ანჟელესში თავის პიარ-კომპანია აქვს. თათა დახმარებით მსოფლიო დონის ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს ირგებენ. მე თათას ხარისხის კონტროლი ვარ და ვეხმარები თათას პროდუქტის შერჩევაში.

- მაინტერესებს, როგორ უვლი თავს და როგორ ინარჩუნებ წონას ?
- თავის მოვლას, რაც შეეხება ვიკეთებ მასაჟს და ცხადია, ვუვლი სახის კანს. წონის შესანარჩუნებლად არაფერს არ ვაკეთებ. გენეტიკურად გამხდარი ვარ და ხშირად წონის დეფიციტიც კი მაქვს. ხშირად, პირიქით ვცდილობ, რომ მოვიმატო.

- ხშირად ესწრები მოდის კვირეულს და მსოფლიო გამოცემების "ონლაინ-პორტალებზეც" ხშირად ხვდება შენი ქუჩის სტილის აღმსახველი კადრები, როგორ აწყობ "ლუქებს" ?
- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე მყავს რამდენიმე საყვარელი ქართველი დიზაინერი და მათი სამოსი მუდმივად მაქვს გარდერობში. ძალიან მიყვარს ჯინსები და 15-მდე "ლევისის" ჯინსი მაქვს. როდესაც, ფეხსაცმელს ვყიდულობ ყოველთვის ვუყურებ მოუხდება თუ არა ჯინსებს. იქიდან გამომდინარე რომ პროფესიით მხატვარი ვარ, ცოტა ექსტრავაგანტული ხასიათი მაქვს და ალბათ, ჩემი ჩაცმულობა, ამიტომ მოწონთ. არასდროს არავის არ ვბაძავ და არასდროს არ მივყვები ტენდენციებს.

- რა არის შენი "ანტი-ტრენდი" ?
- კავალი ! ბრენდს არ ვუარყობ, მაგრამ მე არ მიხდება.
- კავალი ! ბრენდს არ ვუარყობ, მაგრამ მე არ მიხდება.
- როგორია შენი სახლი და რამდენად ეტყობა შენი ხელი ?
- კი, აბსოლიტურად ყველაფერს ეტყობა ჩემი ხელი. დიზაინერი არ ამიყვანია. მე მოვიფიქრე ყველაფერი. ჩემი სახლი არ არის ექსტრავაგანტული. ძალიან თეთრი, წკრიალა და მინიმალისტურია, თუმცა რამდენიმე გიჟური აქცენტით. ჩემი ოცნების სახლი ვიტრაჟებიანია.

- ვიცი, რომ კარგად ამზადებ და ხშირად ხარ სამზარეულოში. რა გამოგდის ყველაზე კარგად ?
- თითქმის ყველაფერს. სუშიდან დაწყებული ხინკლით დამთავრებული. ბებია მყავდა "შეფ-პოვარი" და ალბათ, გენეტიკით მერგო მისი ნიჭი.
- აუცილებელი არ არის იყო 1,80. როგორიც ხარ ისეთი უნდა შეიყვარო თავი და ყველას შეუყვარდები.არ არის აუცელებელი იყო ძალიან მოვლილი ან კარგად ჩაცმული, იყავი კეთილი, განათლებული, ხალხის მოსიყვარულე და იქნები ბედნიერი.
- თითქმის ყველაფერს. სუშიდან დაწყებული ხინკლით დამთავრებული. ბებია მყავდა "შეფ-პოვარი" და ალბათ, გენეტიკით მერგო მისი ნიჭი.
- რას ურჩევდი და უსურვებდი ქალებს. როგორ იგრძნონ თავი ბედნიერად ?
- აუცილებელი არ არის იყო 1,80. როგორიც ხარ ისეთი უნდა შეიყვარო თავი და ყველას შეუყვარდები.არ არის აუცელებელი იყო ძალიან მოვლილი ან კარგად ჩაცმული, იყავი კეთილი, განათლებული, ხალხის მოსიყვარულე და იქნები ბედნიერი.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
ლოკაცია "ბელჰაუსი" ცინცაძის 14.
ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
ლოკაცია "ბელჰაუსი" ცინცაძის 14.

Comments
Post a Comment