"INTER-ვიუ INTER-იერში" - ნინუცა მაყაშვილი.
ჩემი "Home" რუბრიკის შემდეგი სტუმარი, ნინუცა მაყაშვილია. გადაღების ადგილი კვლავ უცვლელია. ჩვენი პარტნიორი "ბელჰაუსი" ზრუნავს ჩვენი ცხოვრების კომფორტზე და საშუალებას გვაძლევს ჩვენი სახლი გავალამაზოთ ხარისხიანი და გემოვნებიანი ავეჯით.
მსახიობ ნინუცა მაყაშვილს დიდი ოჯახი ჰყავს. მათგან ორს, თამარა და რუსკა მაყაშვილებს თქვენ კარგად იცნობთ სხვადასხვა ფილმებიდან, სერიალებიდან და ტელე-შოუებიდან.
- ნინუცა, ტელე-წამყვანი, კარაოკე-წამყვანი და "მარკეტინგ-ივენთ" მენეჯერი ხართ. პირველრიგში, გკითხავთ თუ რატომ დაანებეთ თავი თეატრს ?
- კი, თეატრში აღარ ვარ და ძალიან მიხარია. მგონია, რომ მარწუხებიდან თავი დავიხსენი. შეიძლება ითქვას მარიონეტის თოკები გადავჭერი და გავთავისუფლდი. თავიდან თეატრი ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო, ბოლო პერიოდში კი მოვალეობად იქცა. ისეთი ხასიათი მაქვს, რომ თუ საქმე მოვალეობად მექცევა და სიამოვნებას ვერ ვიღებ, ვცდილობ, რომ იქაურობას გავეცალო.
- საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის წევრი ხართ. თამარა, რუსკა და შენ პოზიტიური განწყობით გამოირჩევით და საზოგადოების დიდ სიყვარულს და სიმპატიას იმსახურებთ. საიდან მოდის ეს ყველაფერი ?
- ყველაფერი, ალბათ, ბავშვობიდან მოდის. მეც და რუსკასაც ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა. მხიარულები ვიყავით . თამარასაც ასეთი ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ბებიაჩემმაც იქონია დიდი გავლენა. კარგი თვისებები ოჯახიდან მაქვს შეძენილი. ბევრს ჰგონია, რომ ვთამაშობთ. რეალურად ასე არ არის. ჩვენ არ ვთამაშობთ არც კამერასთან, არც რეალურ ცხოვრებაში. ცხადია, სცენას და როლს არ ვთვლი.

- გარედან ისე ჩანს, თითქოს პრობლემები საერთოდ არ გაქვთ.რაც, ალბათ, ასე არაა ?!
- სრული სისულელეა. უპრობლემო ადამიანი არ არსებობს. არის პრობლემები, რომლებიც თავისით გვარდება. მეორე ნაწილს რაღაც პერიოდი და დრო სჭირდება. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შემხვედრია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მომენტში, როცა რაღაც გინდა ჯობია, გააკეთო და ინანო, ვიდრე შემდეგ მთელი ცხოვრება იფიქრო, რა შეიძლებოდა მოყოლდა შენს საქციელს. ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. "რაც არ გკლავს, გაძლიერებს". ყველა ახალი პრობლემა, გამოწვევაა,რომელიც გზრდის.
- ზუსტად რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი ?
- ძალიან დიდი ოჯახი მყავს. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, რადგან რუსკა გათხოვდა და გადავიდა. ამ ეტაპზე სახლში ვართ, მე , ჩემი შვილი, ჩემი ძმა, დედაჩემი და მამინაცვალი. ჩვენს სახლში დედაჩემის მეგობრები სულ არიან. მართალია, დედაჩემიც ბათუმში გადაიხვეწა ცოტახნით, მაგრამ როგორც კი ჩამოდის სულ სტუმრები გვყავს.
- სამი ქალი ოჯახში... როგორ იყოფდით მოვალეობებს ?
- მოვალეობების გაყოფა არ გვიწევდა იქამდე, სანამ ბებიაჩემი ცოცხალი იყო. მერე ისე მოხდა, რომ მე გავთხოვდი და გადავედი, როცა გამოვთხოვდი ახლა რუსკა გათხოვდა და გადავიდა. შემდეგ მე და ბებიაჩემი ვიყავით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, დედაჩემი, მამინაცვალი და ჩემი ძმა გადმოვიდნენ. იმდენად არეულები ვიყავით, რომ სამზარეულოში ვერ ვფუსფუსებდი. სამზარეულოში მარტო ყოფნა მიყვარს,ამიტომ ყველაფერი თამრიკოს გადავაბარე.

- შენ და რუსკას როგორი ურთიერთობა გაქვთ. გქონიათ მომენტი, როდესაც რაიმეზე გული დაგწყვეტიათ ?
- კი, რა თქმა უნდა. ხშირია შემთხვევა, როცა დებს შორის კონფლიქტია. განსაკუთრებით ბავშვობაში ტანსაცელზე. რუსკა ტანსაცმელს კარგად ხმარობდა, მე არც ისე. ამიტომ ხშირად ვიცვამდი მის ტანსაცმელს და ამაზე ვჩხუბობდით. ის სიტყვით მერეოდა, მე ძალით. ქმართან განშორების მერე უფრო დავახლოვდით და ამ ეტაპზეც ხანდახან ვჩხუბობთ, მაგრამ ძირითადად მაინც მეგობრულად ვართ.

- შენი საოცნებო სახლი როგორია ?
- ჩემი საოცნებო სახლი ქალაქგარეთაა. ძალიან მინდა ხის სახლი ბუხრით, დიდი ვერანდითა და ბაღით. ჩემი ბოსტანი მინდა, სადაც გამთენიას გამოსული არა მანქანების ხმაურს, არამედ ჩიტების ჭიკ-ჭიკს ვიგრძნობ და სუფთა ჰაერს შევისუნთქავ.
- შენი ოთახი როგორი იქნებოდა ?
- სიამოვნებით მექნებოდა მანსარდის ტიპის ოთახი. ძირს დიდი ფარდაგითა და სახურავში გაკეთებული ფანჯრით, ღამით ვარსკვლავები, რომ დამენახა. კუთხეებში დაბალი განათება იქნებოდა, ასევე ყვავილებიანი ქოთნები და შესაბამისი მუსიკა დაბალ ხმაზე.
- სამომავლოდ თუ გეგმავ რამეს ?
- სიმართლე გითხრა ამ ეტაპზე არაფერს არ ვგეგმავ, რადგან ძალიან არეული ვარ. რამდენჯერაც რამე დავგეგმე, არ გამომივიდა. გადავწყიტე, რომ არაფერი აღარ დავგეგმო. კარიერაში არაფერს არ ვაპირებ, თუ ცხადია, რაიმე შემოთავაზება არ მქონდა. პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი ვარ, სტაბილურად და მშვიდად. ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოჯახია.

ტექტსი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი"ცინცაძის. #14
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი"ცინცაძის. #14

Comments
Post a Comment