"INTER-ვიუ INTER-იერში" - არჩილ სოლოღაშვილი



აგრძელებ რუბრიკას "INTER-ვიუ INTER-იერში". ჩემი ბლოგის დღევანდელი სტუმარი მსახიობი, ტელე-წამყვანი , მეტყველების პედაგოგი და ქორეოგრაფი , აჩიკო სოლოღაშვილია. შეგახსენებთ, რომ ჩემი რუბრიკის პარტნიორია, ავეჯის სახლი "ბელჰაუსი". დღევანდელი ფოტოსესია ცინცაძის, ქ.14-ში გაიმართა. "ბელჰაუსი" ზრუნავს ჩვენი ცხოვრების სიმყუდროვეზე.

 - შენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, მსახიობის გამორჩევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებისგან ? ხშირ შემთხვევაში მსახიობები მხიარული ტიპები არიან.

-
მე ვიტყოდი, უფრო გახსნილები, თუმცა ესე ვერ გაიგებ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი ხასიათი აქვს. მე რომ მსახიობი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ძალიან მხიარული უნდა ვიყო ან სევდიანი. მსახიობი პირველრიგში, ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს, თუმცა, უფრო ბევრი არტისტობს, ვიდრე არტისტია.

- შენი სამსახიობო ნიჭი თუ გამოგიყენებია ბოროტად ? მაგალითად, ტყუილი თუ გითქვამს ?

-
არა, არასდროს. ჩემი პროფესია იმიტომ მიყვარს, რომ იქ ვიცლები , სადაც საჭიროა ანუ სცენაზე. სცენის მიღმა "სცენებს" არ ვდგავ. თუმცა, სცენის გარდაც მაქვს სხვა როლი, როგორც გადაცემის წამყვანს. ადამიანებთან ურთიერთობაში ჩემი პროფესიით არასდროს არ მისარგებლია.

- კარიერის საწყის ეტაპზე თუ გახსოვს რაიმე სიტყვები, რომლებმაც სამოტივაციო ხასიათი შეიძინეს და ხელი შეგიწყეს წარმატების მიღწევაში ?

-
კონკრეტული ფრაზები არ მახსენდება, თუმცა მე ყოველთვის ვამაყობ, რომ მყავდნენ შესანიშნავი პედაგოგები. სწორ დროს სწორ ადგილას ხშირად მოვხვედრილვარ. ამ ყველაფერმა ჩემ კარიერაში და პირად ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.



- ვიცი, რომ მორიელი ხარ. რამდენად ამართლებ შენ ზოდიაქოს ნიშანს ?

-
ჩემ ზოდიაქოს ნიშანს ვამართლებ, რაც მორიელს ახასიათებს ყველა ნიშან-თვისება მაქვს და ასევე, ყველა ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მიყვარს.  ერთგული, სამართლიანი და მეგობრების თქმით, კარგი მეგობარი ვარ.

- რამდენად ხშირად მოგზაურობ ?  

- ხშირად ვმოგზაურობ. საბედნიეროდ, ჩვენს თეატრს აქვს ამის ფუფუნება, დავესწროთ სხვადასხვა ფესტივალებს. ბოლოს, თეირანში ვიყავი და სექტემბერში ჩინეთში მივდივარ.

- რამე ტრადიცია თუ გაქვს მოგზაურობის დროს ?

- ყველა ქვეყნიდან მაცივარზე მისაწებებელი აქსესუარები ჩამომაქვს.





- სად შეიძლება ყველაზე ხშირად შენი პოვნა, როცა არ მუშაობ?

- მეგობრების წრეში ან სახლში.

- როგორია შენი სახლი ?

-
 ჩემი სახლი მყუდროა. კომფორტისთვის უნდა მქონდეს პირადი ზონა, არავინ ფანჯარაში არ უნდა მიყურებდეს.

- და ბოლოს, რამდენად ერკვევი ინტერიერის საკითხებში თუ გიყვარს სახლის დიზაინზე მუშაობა ?

ძალიან. როცა მე და ნუცამ სახლი შევიძინეთ, თავიდანვე, დიდი ყურადღება მივაქციე ფერებს და გადავწყვიტე, რომ ოთახები ღია ფერებში ყოფილიყო. იმდენად მიყვარს ბუხარი, რომ ვფიქრობ, ზამთარი, რომელიც არ მიყვარს მან გადამატანინა.



ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" ცინცაძის 14.

Comments