"INTER-ვიუ INTER-იერში " - თიკა ჯამბურია და ნინა.


  

    ჩემი რუბრიკის "INTER-ვიუ INTER-იერში " დღევანდელი სტუმარი ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართველი მომღერალი ,თიკა ჯამბურია და მისი ქალიშვილი ნინაა. შეხვედრის ადგილი კვლავ უცვლელია, აღმაშენებლის ხეივან N8-ში მდებარე "ბელჰაუსია", რომელიც ზრუნავს თქვენი ცხოვრების სიმყუდროვეზე და ჩვენი სახლის კეთილმოწყობისთვის სხვადასხვა ტიპის უცხოურ და ხარისხიან ავეჯს გვთავაზობს.

- თიკა, დღეს შენ და ნინა შატალოზე ხართ "ბელჰაუსში", ნინას კონცერტს აცდენთ, როგორც მივხვდი, ქალიშვილს ანებივრებ. როგორი შვილია ნინა ?

- ნინა ძალიან კარგი გოგოა. რომ მეკითხებიან, როგორი გოგოა ყოველთვის ძალიან ვაქებ, რადგან მართლაც, ასეა. იშვიათად მაბრაზებს და ჩემი ძალიან მაგარი მეგობარია. ბევრი ჩემი საიდუმლო იცის და დიდი ადამიანივით ინახავს. რჩევებსაც მაძლევს ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ მყავს ჩემი ცხოვრების სიყვარული და თანამგზავრი.



- ნინა, ახლა შენ გკითხავ, როგორი დედაა თიკა ?

- კარგი დედაა, სულ მივლის და სულ მეფერება.

- როგორი გრაფიკი აქვს ნინას ?

-
საკმაოდ დატვირთულია. კერძო სკოლაში დადის. ყოველ დილით შვიდ საათზე ვდგებით, რვა საათზე სკოლის ავტობუსი აკითხავს და ამიტომ , ქვემოთ უნდა ვიყოთ ჩასულები. საბედნიეროდ , ყველაზე დიდი პრობლემა, ჩაცმა, მოგვარებულია, რადგან ფორმა აქვთ. ოთხ საათამდე სკოლაშია, შემდეგ სახლში მოდის და მეცადინეობს. გარდა ამისა, დადის სიმღერაზე. ამ ბოლო დროს , გადაწყვიტა, რომ უნდა გახდეს მუსიკოსი, პიანისტი. მალე დავიწყებთ მუსიკაზე სიარულსაც.



- "სუპერ" ბავშვი იყავი, ძალიან ცნობილი, ყველა შენკენ იშვერდა თითს. რამდენად გინდა, რომ ნინამ შენი გზა გაიაროს ?

-
 ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დამაკლდა სიცელქე ან თამაში... ეს ის პერიოდი იყო, როცა ქართველი მომღერლები მართლა ვარსკვლავებად ვგრძნობდით თავს. მახსოვს რიგები ავტოგრაფებზე, სახლის ტელეფონი არ ჩერდებოდა და მანქანიანად ხელში გვწევდნენ. ასეთი რამ ალბათ, უცხოურ ფილმებში გინახავთ, დაახლოებით, ეს სიტუაცია იყო. ყველაფერი კარგად მახსენდება და დიდი სიამოვნებით, ახლაც მექნებოდა ეს ყველაფერი. მაშინ ისე ვერ აღვიქვავდი ყველაფერს, როგორც უნდა აღმექვა.

- თაყვანისმცემელთან ცუდად მოქცეულხარ ?

-
შეიძლება, არ მახსოვს, იმიტომ , რომ ძალიან ბევრი იყვნენ. ხშირად მომიტყუებია და სახლის ტელეფონზე მითქვამს, რომ თიკა სახლში არ არის და გამითიშავს.


- მაშინ უფრო ცნობილი იყავი თუ ახლა ? როგორ გრძნობ თავს დღეს  ?

-
საბედნიეროდ, ცნობადობა არ დამკლებია და სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ყურადღების ცენტრში მაინც, ყოველთვის ვარ და ჩემზე სულ ლაპარაკობენ.

- ამ ეტაპზე რით ხარ დაკავებული ?

-
ამ ეტაპზე ძალიან კარგი პერიოდი მაქვს. ყველანაირად ბედნიერი ვარ. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არის სიმღერა. ვმუშაობ ახალ პროექტზე,რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. მალე გამოვა ჩემი სიმღერების ახალი ვერსიები და მექნება კონცერტი.

- გარდა ამისა, ვიცი რომ შენს "Guest House"-ს აკეთებ და ინტერიერის დიზაინერის როლიც თავად მოირგე . რამდენად გამოგდის ?

-
 თავისუფლებაზე მაქვს საკმაოდ დიდი სახლი, სადაც მე, ნინა, დედა და მამა ვცხოვრობთ. ოთხი ადამიანისთვის საკმაოდ დიდია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა "Guest House", ერთადერთი წყობაში დამეხმარნენ, დანარჩენზე, ინტერიერის დიზაინზე მე ვმუშაობ. მომწონს ძველი და ახალი სტილის შეხამება. მაგალითად, ვარდისფრად შევღებე კედლების ჩუქურთმები. გარდა ამისა, მექნება უამრავი ნახატი. ძალიან ბევრი ავეჯი განვაახლე.




- მაშასადამე, შესაძლებელია რომ ძველ ავეჯს სიცოცხლე შევძინოთ ?
- რა თქმა უნდა, მე ჩემს ძველ ავეჯს ახალი მკვეთრი ფერის ნაჭერი გადავაკარი. გადავღებე საქანელა, ასევე, კარადას მოვხსენი კარები და შიგნიდან შევღებე. ხის მორებისგან თაროები გავაკეთე.

- როდის იქნება მზად შენი  "Guest House " და გარდა ამისა, სამომავლოდ რას გეგმავ ?

-
 ორ კვირაში მზად იქნება და გავხსნი. გარდა ამისა, ვგეგმავ ჩემს კონცერტს. კიდევ ერთი ახალი ჰობი მაქვს, ყვავილების მოვლა და ჩემი "Guest House"-სთვის ბევრი ნერგი ვიყიდე. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორ თემაზე ვარ ორიენტირებული, რადგან მინდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდეს.



ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" აღმაშენებლის ხეივანი ნომერი რვა.

Comments