"INTER-ვიუ INTER-იერში" - სოფია სებისკვერაძე.
- სოფია, დღევანდელი ჩვენი საუბარი თეატრით უნდა დაგვეწყო, თუმცა გადაღებაზე იმდენად მოდურად ჩაცმული მოხვედი, არ შემიძლია, პირველრიგში , შენს სტილზე არ გკითხო. როგორია შენი გარდერობი ?
- ჩემი გარდერობი ძალიან მრავალფეროვანია, რადგან არასდროს არ ვარ ერთნაირ განწყობაზე. ჩემი სტილი იცვლება ჩემი განწყობის მიხედვით. შესაძლებელია, ეს თეატრალურ როლებსაც უკავშირდებოდეს. ვცდილობ, რეპეტიციების დროს, პიესის მიხედვით ჩემი პერსონაჟის გარემო მოვიწყო. შეიძლება, ეს არ იყოს მთლიანი "ლუქი", თუმცა იყოს რაიმე დეტალი, ქუდი , შარფი, შარვალი ან კაბა.
- რამდენად მისაღებია შენთვის დღევანდელი მოდის ტენდენციები ?
- ამ საკითხში სუბიექტური ვარ და ვფიქრობ, რომ ოცდამეერთე საუკუნის მოდა და მისი ტენდენციები საშუალებას გვაძლევენ გამოვხატოთ საკუთარი თავი. შენ შეგიძლია ძალიან თანამედროვე ფერები და სილუეტები ერთმანეთს შეუხამო და ამით შენი ინდივიდუალურობა გამოხატო.
- შენი იმიჯის გამო ხშირად, მერილინ მონროს გამსგავსებენ, როგორია შენი ბუნებრივი თმის ფერი და პირველად როდის მიგამსგავსეს ჰოლივუდის ვარსკვლავს ?
- ჩემი ბუნებრივი თმის ფერი წითურია, თუმცა 12-13 წელის ქერა ვარ. ვარცხნილობას ხშირად ვიცვლი. ზაფხულობით , როდესაც გადაღებები და სპექტაკლები არ მაქვს ჩემს თავს ექპერიმენტების საშუალებას ვაძლევ და ხან ვარდისფერი ვარ, ხან მწვანე.
რაც შეეხება, მერილინ მონროს. პატარა ვიყავი, ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, ალბათ მეექვსე - მეშვიდე კლასში. ქერა პარიკი მქონდა და დავიხურე. ჩემი მეგობრის დედამ, ქალბატონმა შორენამ ძალიან მიმამსგავსა. ამის შემდეგ, დამაინტერესა თუ მართლა ვგავდი და რამდენიმე ფილმს ვუყურე, თუმცა მსგავსება ვერ აღმოვაჩინე.
- მარლენ დიტრიხის ჩაცმულობა მომწონს ძალიან. ვფიქრობ, მარლენი იყო ერთადერთი ქალი , რომელმაც მამაკაცის პიტჯაკი და შარვალი აქტიურად მოირგო. მისი სტილი ძალიან მომწონს და მის მსგავსად ხშირად, ვიცვამ.
- გადავიდეთ თეატრზე. გაიხსენე შენს მიერ შესრულებული გამორჩეული როლები თეატრში.
- ჩემი თეატრალური ცხოვრება ძალიან მომწონს, რადგან ძალიან მრავალფეროვანია . ძალიან მიყვარს მაგდალენა "ბერნარდა ალბას სახლიდან". ვთვლი, რომ ჩემი თავიდან გამომდინარე განსხვავებული პერსონაჟი შევქმენი. ყოველთვის ისეთი როლების თამაში მიზიდავს, რომლებიც განსხვავდებიან ჩემი პიროვნებიდან. განსაკუთრებით, გამოვარჩევდი ასევე, ბოლო ჩემს ნამუშევარს."ბრუტუსი", სადაც ბრუტუსის დედას ვთამაშობ. ძალიან კომიკური, თუმცა ტრაგიკული პერსონაჟია. ვფიქრობ, ჩემთვის განხვავებული როლია.
- როგორც მახსოვს, ერთ-ერთი ეპიზოდში "ჰოვერბორდზე" დგახარ. როგორ გაჩნდა სპექტაკლში თანამედროვე ელემენტების შემოტანის იდეა ?
- პიესი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ კომიკური სიტუაციები შეგვექმნა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვიდა. ჩემი პერსონაჟი არადალაგებული ფსიქიკის ქალი იყო, რომელიც ეტანება ალკოჰოლს და მისი ემოციები იეცვლება ყოველი სამი-ოთხი წუთის შემდეგ. პიესა, რომ წავიკითხე რაღაცნაირად წარმოვიდგინე, რომ ეს ქალი კი არ დადის დასრიალებს და რეჟისორს ვთხოვე, რომ ეს ქალი "ჰოვერბორდზე" დამდგარიყო. ეს იდეა რეჟისორს მოეწონა და დავტოვეთ. გროტესკულად გამოხატა ამ ქალის შიდა ბუნება.
- დიდი ხანია ეკრანზე აღარ გამოჩენილხარ. რა მოხდა ?
- მართალია, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. ბოლო იყო ზაზა ურუშაძის "აღსარება", სადაც ჩემი პერსონაჟი მერილინ მონროს გავდა, მაგრამ ის მუსიკის მასწავლებელი იყო და სოფელში ცხოვრობდა. ჯერ-ჯერობით სიახლე არაფერი არ არის. ვნახოთ, იქნებ იყოს რამე ახალი.
- რამდენად გგონია, რომ შენმა გარეგნობამ ხელი შეგიშალა შენს კარიერაში ?
- ჩემი თეატრალური როლები გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე კინო როლები. ძალიან ბევრი ადამიანი თეატრში არ დადის და არ უნახია ჩემს მიერ შესრულებული როლები. სერიალებში და სხვადასხვა სკეტჩებში ერთი შეხედვით მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლებს მთავაზობენ. მე ვთვლი, რომ რეჟისორებმა ქასთინგების დროს პროეფესიულად უნდა გაიცნონ მსახიობები. თუმცა, იმედს არ ვკარგავ და მგონია,რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო როლის განსახიერება მომიწევს. ვისურვებდი, რომ უფრო სრული დაპროფესიონალური ქასთინგები ტარდებოდეს.
- მოდი რამდენიმე კითხვას ინტერიერზეც დაგისვავ, რადგან ჩვენი რუბრიკის სათაურიც სწორედ ეს არის. სახლის დიზაინში რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას ?
- ჩემი სახლის დიზაინი, ალბათ, ცოტათი მეც მგავს , მაგრამ ვეცადე , რომ ყველაფერი არ იყოს გადატვირთული. ყველაფერი ღია ფერებშია, რადგან ფერთა სიჭარბე ცოტა მაწუხებს. შევეცადე, რომ ყველაფერი ნეიტრალურ პასტელურ ფერებში ყოფილიყო.
- ხელმეორედ რომ იწყებდე რემონტს შენი სახლის დიზაინში თუ შეცვლიდი რამეს ?
- კი, რადგან არასდროს არ მაქვს ერთი აზრი. ჩემი გემოვნება წლებთან ერთად მუდმივად იცვლება.
- სამომავლოდ რას გეგმავ ?
- სამომავლოდ "ბრუტუსი" მიგვაქვს თურქეთში ფესტივალზე და ვაპირებ, მოგზაურობას ჩემს შვილთან ერთად პარიზში.
- კარგ დასვენებას გისურვებ, მადლობა ინტერვიუსთვის.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" აღმაშენებლის ხეივანი ნომერი რვა.
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "ბელჰაუსი" აღმაშენებლის ხეივანი ნომერი რვა.





Comments
Post a Comment